in

სხვადასხვა ეპოქის სტილით შთაგონებული ინტერიერი სტამბის შენობაში

Banner M2
Banner M2

სტამბის ძველ შენობაში შექმნილი ინტერიერი ვრცელი, ღია და ნათელია. პროექტს დიდი ფანჯრები ამშვენებს. ეს საცხოვრებელი ინტერიერის დიზაინერ იოანა ბრუნის ეკუთვნის, რომელმაც ინტერიერის მოსაწყობად ფრანგული თანამედროვე მიდგომები გამოიყენა. პარიზული მომხიბვლელობა და ფუნქციონალურობა ერთმანეთთან იდეალურადაა შერწყმული.

დიზაინერი სახლში მეუღლესთან – დანიელთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. ოჯახს ერთი ძაღლი ჰყავს. სახლი ჰელსინკიში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 160 კვადრატული მეტრია.

1920 წელს შექმნილი ჭაღი იოანამ მშობლებისგან მიიღო, სკამების დიზაინი Olof Ottelin -ს და Ilmari Tapiovaara-ს ეკუთვნის, ხოლო ნახატები Nanna Susi painting-ს მიერ არის შექმნილი. მაგიდაზე განთავსებულია დახვეწილი, კალათის მსგავსი სახილე, რომელიც Piet Hein Eek-მა შექმნა.

ხარისხი გადამწყვეტი ფაქტორია ინტერიერის დიზაინში. მაღალი ხარისხის მასალები და ხელნაკეთი დეტალები იძლევა გარკვეული სახის სიმშვიდესა და საიმედოობას. საფრანგეთში ცხოვრების შემდეგ ინტერიერის დიზაინერმა აითვისა პარიზული სტილი, რომელსაც სივრცე ერთ მთლიანობაში მოჰყავს. მთელი ცხოვრების განმავლობაში იოანა აგროვებდა პატარა ნივთების კოლექციას, რომლებსაც ახლა ის objets d’amour-ს ანუ „სიყვარულის საგნებს“ უწოდებს და ახალი სახლიც სწორედ მათი გამოყენებით მოაწყო.

იოანას ძალიან მოსწონს სანთლები. ეს კონკრეტული შანდალი Royal Copenhagen-ის მრავალფეროვანი კოლექციიდანაა, ხის მაიმუნი Kay Bojesen-ს ეკუთვნის, ხოლო ლურჯი ლარნაკი – Danish-ს.

ფიჭვის იატაკის საფარი პირველ სართულზე რემონტის ეტაპზე დაიგო. დიზაინერი მას ხანდახან სპეციალური პრაიმერით ამუშავებს, რაც ხელს უშლის ხის გაყვითლებას და საშუალებას აძლევს მას, რომ ბუნებრივად და მომხიბლავად გამოიყურებოდეს.

ქვედა სართულის დეკორი ძირითადად ავეჯის სახლებში ნაპოვნი ან მემკვიდრეობით მიღებული ნივთებისგან შედგება. ასეთია, მაგალითად, Billnäs-ის საოფისე სკამი.

ხელოვნება იოანასთვის ძალიან მნიშვნელოვანია მყუდრო და კომფორტული სივრცის შესაქმნელად. იმავე ფუნქციას ასრულებს დიდი ფანჯრებიც, რომლებმაც თავის დროზე წყვილს ამ სახლის შეძენა შთააგონა.

  • ჩარლზ და რეი იმსების La Chaise სკამი დიზაინერის ძაღლის საყვარელი ადგილია. “tea trolley 900” მაგიდა კი Artek-ის კოლექციიდანაა და იოანას მეუღლის, დანიელის ბავშვობის სახლიდან არის წამოღებული.

განახლებული სამზარეულოს კარადები დამზადებულია მყარი მუხის ხისგან. ხის სასადილო მაგიდა 1950-იან წლებში შექმნილი სკამებით არის გარშემორტყმული, რომელთა დიზაინიც Olof Ottelin-ს და Ilmari Tapiovaara-ს ეკუთვნის.

წყვილს აქვს პატარა სახლი პარიზში, სადაც ისინი საკმაოდ დიდ დროს ატარებენ, ასევე მათ ჰყავთ ნათესავები დანიაში, რომლებსაც ხშირად სტუმრობენ. ამ პროექტში მათ ორივე ქვეყნის სახასიათო ელემენტები ერთ მთლიანობაში გააერთიანეს და ჰარმონიული ინტერიერი შექმნეს. იოანამ სახლში 1700-იანი და 1970-იანი წლების სტილები შეუხამა ერთმანეთს. ამასთან, ის ხშირად დადის აუქციონებსა და გამოფენებზე. მისი ერთ-ერთი საყვარელი ნივთი, Royal Copenhagen-ის წვნიანის ქოთანი, მან სწორედ აუქციონზე მოიგო.

სამზარეულო ერთგვაროვანი მასალით არ არის მოპირკეთებული. ჭურჭელი და სხვა ნივთებიც სხვადასხვა ბრენდების კოლექციებიდანაა. თაროზე განთავსებულია აუქციონზე ნაყიდი წვნიანის ქოთანი და Bing & Grøndahl-ის ჩაიდანი.

რემონტის დროს საჭირო გახდა სამზარეულოში პატარა ფანჯრის დამატებაც. წლების განმავლობაში წყვილი აგროვებდა სხვადასხვა ნივთებს, რომლებსაც მოგვიანებით სამზარეულოს ინტერიერში ამატებდნენ. განსაკუთრებით გამორჩეულია იოანას ლურჯი და თეთრი ფაიფურის კოლექცია.

შავი Hang it all-ის საკიდი და Isamu Noguchi ნათურა Vitra-ს კოლექციიდანაა. Aalto-ს სკამი დამზადებულია Johanna Gullichsen-ის Normandie ქსოვილით.

დიზაინერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის მაღალი ხარისხის მასალები და მყუდრო ატმოსფერო, რომელიც ასახავს სახლის სულს. სახლის ინტერიერის ძირითად მასალად მან ხე და ბეტონი გამოიყენა.

“Aalto-ს 66 chair” იოანამ ბავშვობის სახლიდან წამოიღო. “Eames Elephant” Vitra-ს ეკუთვნის, ხოლო “Maija pendant lamp” – Ilmari Tapiovaara-ს კოლექციიდანაა.

რაც შეეხება საძინებელს, სახლის ეს ნაწილი ცნობილი ბრენდების ნამუშევრებით არის მდიდარი. ფარდები H55 curtains-ის სახელითაა ცნობილი და Elissa Aalto-ს ეკუთვნის, ხოლო საწოლის გადასაფარებელი Nest Factory-ს მიერ არის შექმნილი.

შეიძლება ითქვას, რომ დიზაინერმა საკუთარ სახლში მოახერხა ჰარმონიულად გაეერთიანებინა თითოეული ის მნიშვნელოვანი და გამორჩეული პროექტი, რომლებზეც იგი წარსულში მუშაობდა. მათგან საუკეთესო დეტალების აღებით წყვილს ახლა გამორჩეული და დახვეწილი ინტერიერი აქვს ჰელსინკის ცენტრში, სტამბის ძველ შენობაში.

ღია ცისფერი, როგორც 2024 წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდი – როგორ გამოვიყენოთ ის ინტერიერში

სარეცხის საშრობი -7 განსხვებული ვარიანტი თბილისის მაღაზიებიდან