in

თანამედროვე სივრცედ გადაკეთებული ყოფილი ბუნგალოს სახლი

Banner M2
Banner M2

The grant park house იყო ხელოსნის სტილის კლასიკური ბუნგალო ისტორიულ გრანტ პარკის სამეზობლოში, რომელსაც სრული რემონტი სჭირდებოდა. სახლის პატრონმა ეს შენობა ავარიულ მდგომარეობაში შეიძინა. შესყიდვის შემდგომ ჩატარებულმა კვლევამ აღმოაჩინა ცუდ მდგომარეობაში მყოფი საძირკველი და დაზიანებული სახურავი. მას შემდეგ, რაც ეს დეტალები გაუმჯობესდა, გუნდი ინტერიერზე ზრუნვას შეუდგა.

შესაბამისად, ამ სახლზე მუშაობა დაიწყო სახურავის მთლიანად გამოცვლითა და ფასადების რენოვაციით. სახლში შეიქმნა უფრო მეტად ერთიანი და ღია ფერის ოთახები და მათთვის შეირჩა, შეიძლება ითქვას, მინიმალისტური დიზაინი.

მუქი ფასადები ფარავს კაშკაშა, თეთრ ინტერიერს, რომელთანაც მასიურადაა შერწყმული ხე – ყველაფერი ეს კი მშვიდ განწყობას ქმნის სახლის ბინადრებისთვის.

სახურავის მთლიანად ჩანაცვლებამ დიზაინერებს საშუალება მისცა, შეექმნათ ლოფტის ტიპის უნიკალური დიზაინი, სწორედ ამ პლატფორმის იდეაზე აშენდა ინტერიერის დაგეგმარების მთლიანი სქემა.

რაც შეეხება ინტერიერს, სახლში თეთრი ფერი კარგადაა დაბალანსებული ფერადი ელემენტებით – ხალიჩები, ფერადი ავეჯი, სანათები, ტექსტურები კარგად ავსებს ნეიტრალურ განწყობას. მისაღები ოთახის ამ დეტალებს კი კარგად ერწყმის ჩარჩოში ჩასმული აგურის ბუხარი. როგორც ჩანს, ეს ძველი სახლიდან გადმოტანილი დეტალია. მისაღები ოთახის ნაწილია ასევე მცირე ბიბლიოთეკა და აქ არსებული ფერადი წიგნები ორიგინალურად ავსებენ სივრცეს.

სახლს რამდენიმე თითქმის ერთნაირი საძინებელი აქვს, რომლებიც გამოირჩევიან დიდი ფანჯრებითა და სინათლით. როგორც ჩანს, ამ ადგილში სინათლის სიმცირის გამო, დიზაინერებმა ფარდები აღარ გამოიყენეს.

არქიტექტურული სტუდია: ARCHITECTUREFIRM

ფოტოგრაფი: Garey Gomez

რენცო პიანო – არქიტექტორი თანამედროვე ტექნოლოგიების სიყვარულით

ოლ-პი ჯგუფმა საქართველოში ვეტრაცოს პირველი იატაკი მოაწყო