in

სახლი, როგორც ტყე – ბეტონის კონსტრუქციით შექმნილი დიზაინი

ეკვადორში მოღვაწე არქიტექტორმა და დიზაინერმა Aquiles Jarrín-მა ახლახან ”ტყის” ბინის მშენებლობა დაასრულა, რომელიც 70-იან წლებში აშენდა.

Banner M2
Banner M2

მუშაობის პროცესის დასაწყისში, 112 კვ.მ ბინა კარგ მდგომარეობაში იყო სტანდარტული მახასიათებლებით: ფაიფურის ფილების იატაკი, შელესილი და შეღებილი კედლები და ჭერი, თეთრი განათება და სივრცული ორგანიზება საცხოვრებლის “რეგულარული” სტანდარტების შესაბამისად.

პროექტის განვითარებას საფუძვლად უდევს იმ ოჯახის გამოკითხვა, რომელსაც ამ ბინაში უნდა ეცხოვრა (წყვილი, 10 წლის ვაჟი და ძაღლი). გამოყენებული იქნა მეთოდოლოგია, რათა დიზაინერები კარგად გარკვეულიყვნენ ამ სივრცეში დასახლების საჭიროებებისა და გზების შესახებ.

ამ კვლევის მნიშვნელოვანი დასკვნა იყო, რომ სახლი სოციალური არეალი უნდა იყოს და რომ მათი აზრით არ არსებობს მკაცრი დაყოფის საჭიროება სოციალურ და კერძო სივრცეებს ​​შორის. კლიენტები ეძებდნენ უფრო დინამიურ ადგილს, რომელიც საშუალებას მისცემს მუდმივად აღმოაჩინონ და აითვისონ ადგილი.

პროექტის შემუშავებისას გამოიკვეთა სამი სტრუქტურული ელემენტი:

• განათება: ბუნებრივი;

• მასალა და შემადგენლობა: არსებული ბეტონის ნაგებობა, რომლის სიმაღლეა 3 მ;

• ადგილმდებარეობა: ურბანული ლანდშაფტი, რომელსაც გარს არტყავს პანეცილოს ბორცვის ხედი;

ამ პირობებმა კვლევის შედეგებთან ერთად გააჩინა გარკვეული მიზნები: პირველ რიგში, ბინის შიგნით ექსტერიერის შექმნა, რომელიც საშუალებას ბუნების ელემენტებს მარტივად წარმოქმნიდა. გარკვეულ ადგილებში კედლები ჩანაცვლდა შუშებით. განთავსდა დიდი რაოდენობით მცენარე.

ინტერიერში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბეტონის კედლები – ფაქტობრივად, სწორედ მასზეა მთელი ინტერიერი აგებული. ერთიან სივრცეში ბევრი ისეთი ელემენტის აღმოჩენა შეიძლება, რომლებიც ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგალითად: მინი-აუზი.

სახლი სავსეა წიგნებითაც, რაც სახლის ინტერიერს ბევრად მიმზიდველსა და სავსეს ხდის.

არქიტექტურული სტუდია: Aquiles Jarrín

ფოტოგრაფი: JAG studio

როგორ გავაგრილოთ სახლი კონდენციონერის გარეშე

“ანუკი და კაფე, წიგნები, ემოციები” – როგორია Anouki-ის ახალი კონცეპტუალური სივრცე