in

როგორ შევქმნათ საზაფხულო განწყობა სივრცეში — 5 საინტერესო მეთოდი

გარემოს ცვლილება და ზაფხულის მოახლოება პირდაპირ აისახება ჩვენს განწყობაზე, პროდუქტიულობასა და ხასიათზე. ბუნების ცვლილებასთან ერთად კი მნიშვნელოვანი ხდება ინტერიერის განახლება და გარემოს შესაბამისად მისი მოწყობა, რათა სრულფასოვნად შევიგრძნოთ ზაფხულის ესთეტიკა და საცხოვრებელი პირობები გავაუმჯობესოთ.

სივრცე, რომელშიც დროის უდიდეს ნაწილს ვატარებთ მნიშვნელოვნად აისახება ჩვენს მენტალურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე, სოციალურ ცხოვრებასა და სიცოცხლისუნარიანობაზე. შესაბამისად, ზაფხულთან დაკავშირებულ ფერთა პალიტრას, ტექსტურას, ავეჯსა და დეკორის ელემენტებს შეუძლია სასიკეთოდ წარმართოს ჩვენი ცხოვრება და გუნება-განწყობილება აგვიმაღლოს. ამასთანავე, შექმნას საზეიმო, სასიამოვნო ატმოსფერო და სიხარული მიანიჭოს  მობინადრეებს. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ხუთ საინტერესო მეთოდზე, რომელთა დახმარებითაც სივრცეში საზაფხულო ესთეტიკასა და ხასიათს შექმნით.

საზაფხულო თემატიკის ჭურჭელი

ჭურჭელს ინტერიერში მნიშვნელოვანი ესთეტიკური და ფუნქციური დატვირთვა ენიჭება, ამიტომ საზაფხულო ატმოსფეროს შექმნაში ის ძირითად როლს ასრულებს. საგანგებოდ შერჩეული ჭურჭლის მასალა, დიზაინი და ფერი საზაფხულო ხასიათს სძენს ინტერიერს და სტუმრებსა და მაცხოვრებლებს ამაღლებულ განწყობას უქმნის. დიზაინერები გვირჩევენ, რომ აქტიურად გამოვიყენოთ ბუნების თემატიკის ჭურჭელი, სადაც მცენარეების, ყვავილებისა თუ ხილის პრინტები იქნება გამოყენებული და პროდუქტი, როგორც პრაქტიკული დანიშნულებით, ასევე დეკორის სახით განვათავსოთ ინტერიერში. მაგალითად, დარგის წარმომადგენლების აზრით, ბუნების ელემენტებით გაფორმებული კერამიკული თეფშები საუკეთესო გადაწყვეტილებაა ინტერიერის გასახალისებლად და აქსესუარის სახით, საინტერესო, მიმზიდველი აქცენტების შესაქმნელად, როგორც კედელზე, ასევე ნებისმიერ თაროსა თუ მაგიდაზე.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

ღია ფერის დახვეწილი ტექსტილი  

ბუნებრივ მასალებსა და ღია ფერის ტექსტილს სივრცეში ჰარმონია, სიმშვიდე და სასიამოვნო განწყობა შემოაქვს, რაც საზაფხულო ატმოსფეროს შესაქმნელად უმნიშვნელოვანესია. როგორც დიზაინერები აღნიშნავენ, სეზონის ცვლილებასთან ერთად, უმჯობესია, ინტერიერი მცირედით მაინც განვაახლოთ და შეძლებისდაგვარად გავახალისოთ. სპეციალისტების აზრით, ამის მისაღწევად  უმარტივესი გზა ტექსტილის გამოყენება და მასზე ყურადღების გამახვილებაა. მაგალითად, დეკორატიული ბალიშები იდეალური საშუალებაა სახლში რბილი და კომფორტული დასასვენებელი სივრცის მოსაწყობად, რაც ასე მნიშვნელოვანია ზაფხულში. ამასთანავე, საზაფხულო თემატიკით გაფორმებული ბალიშები კარგი ხერხია ინტერიერის გამოსაცოცხლებლად და მიმზიდველი დიზაინის მისაღებად. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ტექსტილთან მიმართებით, მითუმეტეს ზაფხულში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბუნებრივ ქსოვილს. ამიტომ უმჯობესია, ბამბის ტექსტილს მივანიჭოთ უპირატესობა, რათა ქსოვილში ჰაერი მარტივად ცირკულირდეს და სხეულის გადახურებისგან თავი დაიცვათ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

დეკორი ბუნების ელემენტებით  

სეზონების მიხედვით ინტერიერის განახლების ყველაზე მარტივი და სწრაფი მეთოდი სახასიათო დეკორისა და აქსესუარების განთავსებაა, რომლებსაც შეუძლია სივრცეში შესაბამისი განწყობა შექმნას და განსხვავებული ატმოსფეროს მიღებაში დაგვეხმაროს. გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბუნებასთან კავშირის გაძლიერებას და შიდა და გარე სივრცეების ერთმანეთთან დაახლოებას. ამიტომ, დიზაინერები გვირჩევენ, შევარჩიოთ ბუნების ელემენტების მქონე დეკორი — ყვავილებისა და მცენარეებისა დიზაინით შექმნილი აქსესუარები, რათა მაქსიმალურად ავიმაღლოთ საზაფხულო განწყობა და პოზიტიური ხასიათი შევძინოთ ბინას.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

ფერადი რბილი ავეჯი

ზაფხულის სეზონზე სახლში აუცილებელია კომფორტული, რბილი და მოსახერხებელი დასასვენებელი ზონის მოწყობა, სადაც ცხელი დღეებისგან თავს დაიცავთ და მყუდროდ, სასიამოვნოდ შეძლებთ განტვირთვას. აქედან გამომდინარე, დიზაინერები გვირჩევენ, რბილ ავეჯზე გავაკეთოთ აქცენტი და მოსასვენებელი  კუთხე საინტერესო მოდელებით დავაკომპლექტოთ, რათა სიმსუბუქის და ჰარმონიის შეგრძნება გავაძლიეროთ. ამავდროულად, ზაფხულში, აქტუალური ხდება  ავეჯზე მრავალფეროვანი ფერთა პალიტრა, ჭრელი, მკვეთრი ტონები, რომლებიც ზაფხულის მზიან ამინდებს, გამწვანებულ ბუნებასა და სასიამოვნო განწყობას სახლშიც გვაგრძნობინებს და ინტერიერს, თავისი ტექსტურითა და ფერთა გამით, მეტად გაალამაზებს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

მიმზიდველი ქოლგა 

საჩრდილობლად ყველაზე ელეგანტური ვარიანტი ქოლგაა, რომელიც ზაფხულის სეზონის განუყოფელი ნაწილია და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციური ელემენტია ამ პერიოდში. ამიტომ საზაფხულო ატმოსფეროსა და ესთეტიკის შესაქმნელად ქოლგა უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს და ზაფხულის ცხელი დღეებისგან თავდასაცავად ხელსაყრელ პირობებს უზრუნველყოფს. რაც ყველაზე მთავარია, მოდელი შეგიძლიათ როგორც აივანზე, ასევე კერძო სახლის ეზოში მოათავსოთ და თქვენთვის კომფორტული და მყუდრო დასასვენებელი გარემო მოიწყოთ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

რუბრიკის წარმდგენია Mysa

ავტორი: მეკო მეტრეველი

მონოქრომული ბინა დომინანტური ნაცრისფერი ტონით

6 მაღაზია საქართველოდან, სადაც ნეონის სანათებს შეიძენთ