in

მონოქრომული ბინა დომინანტური ნაცრისფერი ტონით

Banner M2
Banner M2

ბინა, რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ, 62 კვადრატული მეტრია და მან სრული ტრანსფორმაცია განიცადა იმისთვის, რომ გამხდარიყო მდიდრული აპარტამენტი მუქი ნაცრისფერი კედლებით, ღია განლაგებითა და ორიგინალური მახასიათებლებით. რემონტის დროს შეიცვალა სამზარეულოსა და მისაღები ოთახის დიზაინი, დაემატა ხის ორმაგი კარი იმისთვის, რომ სურვილის მიხედვით შესაძლებელი ყოფილიყო ღია სივრცის დატოვება ან ორი ოთახის ერთმანეთისგან გამიჯვნა.

ბინა მოწყობილია როზეტების, ორმაგი კარების, მაღალი ჭერის, ღრმა ფანჯრებისა და დეკორაციების გამოყენებით. მისაღები ოთახი არის მომხიბვლელი სივრცე სამნაწილიანი ფანჯრით, რომელიც ინტერიერში მზის შემოსვლაზეა პასუხისმგებელი.

კედლები ყველა ოთახში მონოქრომულ ნაცრისფერშია გადაწყვეტილი. ფანჯრებზე გვხვდება ჟალუზები და ფარდები, რომელთა რეგულირება შესაძლებელია მთელს სიგრძეზე დამონტაჟებული კარნიზების დახმარებით. დიდი სარკე, რომელიც ოთახს კიდევ უფრო დიდსა და ნათელს აჩენს, სპეციალური შეკვეთით არის დამზადებული.

მუქი ნაცრისფერი კედლებისგან განსხვავებით, ავეჯი და დეკორი გაფორმებულია ღია ფერის ტონებით, ხის აქცენტებითა და ტერაკოტას ჩრდილებით, რაც საცხოვრებელს თბილ ელფერს მატებს.

სამზარეულოს კარადები IKEA-ს კოლექციიდანაა და ისინი ჭერამდე აღწვს.

სამზარეულოში განთავსებულია მარმარილოთი მოპირკეთებული კუნძულიც. კარი მაქსიმალურად დიდია, რათა ინტერიერში მეტი რაოდენობით ბუნებრივი სინათლე მოხვდეს.

იატაკის საფარის სახით მთელს ბინაში ხის ძვირადღირებული პარკეტი გვხვდბა.

დერეფანი ერთმანეთთან აკავშირებს საძინებელს და მისაღებ ოთახს.

საძინებელი განთავსებულია იმ სივრცეში, რომელიც ადრე სამზარეულო იყო. ოთახს ამ შემთხვევაშიც აქვს ნაცრისფერი კედლები, რაც დაბალანსებულია საწოლისთვის გამოყენებული მიწიერი ტონებით.

ამ ოთახს წვდომა აქვს აივანზე, რომელიც გადაჰყურებს ულამაზეს ეზოს.

რაც შეეხება აბაზანას, იატაკი მოპირკეთებულია გრანიტის კერამიკული ფილებით და ის ღია ნაცრისფერ ტონალობაშია გადაწყვეტილი.

მთლიანობაში, პროექტი ძალიან სადა და დახვეწილია, რასაც ხელს უწყობს მონოქრომული ფერთა პალიტრა და ფუნქციური ავეჯი, ეს ყველაფერი კი მეპატრონეებისთვის ძალიან მყუდრო და კომფორტულ საცხოვრებელს ქმნის.

3 საუკეთესო ნეიტრალური ფერი შემოსასვლელი სივრცის მოსაწყობად

როგორ შევქმნათ საზაფხულო განწყობა სივრცეში — 5 საინტერესო მეთოდი