in

როგორ მოვაწყოთ ჩვენი პირველი ბინა – 12 მარტივი რეკომენდაცია

პირველი ბინის მოწყობა და გაფორმება ძალიან სახალისო პროცესია, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება საკმაოდ ამაღელვებელიც იყოს, ვინაიდან არის ბევრი დეტალი, რომელთა გათვლაც გამოცდილების გარეშე შეუძლებელია. მთავარი კითვაა: საიდან უნდა დაიწყოთ?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩვენ დღეს გთავაზობთ 12 მნიშვნელოვან რჩევას, რაც უზრუნველყოფს თქვენი პირველი ბინის მყუდროდ და საინტერესოდ მოწყობას.

1.შემოსასვლელი სივრცე

მოაწყვეთ შემოსასვლელი ისე, რომ შემოსვლისთანავე თავი კომფორტულად და მყუდროდ იგრძნოთ. შექმენით ნამდვილი “სახლური” გარემო, მაგრამ ამავდროულად გამოყავით ეს ზონა მთლიანი სივრცისგან.

2.ოთახის შესასვლელი

ოთახის შესასვლელებთან მოაწყვეთ ლამაზი კუთხები დეკორაციითა და მცენარეებით. ამით თქვენი სახლი უფრო საინტერესო და სასიამოვნო გახდება.

3. ფანჯრის გაფორმება

გამოიყენეთ ფანჯრისთვის ფარდები, ჟალუზები და სხვადასხვა პრინტის ტექსტილი. ის დაგეხმარებათ არეგულიროთ მზის შემოსვლა და ამავდროულად ვიზუალურადაც დახვეწავს თქვენს საცხოვრებელს.

4. არაესთეტიკური დეტალების დამალვა 

კრეატიულად დაფარეთ გამათბობლები და რადიატორები. შეფუთეთ ისინი საინტერესო ფორმისა და დიზაინის მქონე პანელებით

5. ხალიჩა

გამოიყენეთ საინტერესო და ფერადი ხალიჩები. მათი სირბილე თქვენს სახლში ნადვილ სიმყუდროვეს შემოიტანს.

6.თეთრი ფერი

თუ ვერ ჩამოყალიბდით კედლის ფერებზე, გახსოვდეთ, თეთრი ყოველთვის მარტივი გამოსავალია. მიუხედავდ იმისა, რომ თეთრი კედლები მარტივად ისვრება, ისინი სივრცეს ვიზუალურად ადიდებს.

7. ხელოვნების ნიმუშები

დაკიდეთ ნახატები ოთახებში, თქვენი საყვარელი ნამუშევრები უფრო საინტერესოს გახდის სახლში გატარებულ დროს.

8.

მაქსიმალურად ეცადეთ აბაზანა ისე მოაწყოთ, რომ მასში კარგად იგრძნოთ თავი. აქ არა მხოლოდ ჰიგიენის ნივთების ადგილია, არამედ ყველაფრის, რაც თქვენს კარგ განწყობას უწყობს ხელს. ეს შეიძლება იყოს ნახატები, პოსტერები ძველებური სანათები და ა.შ.

9.რბილი ავეჯი

მზად იყავით სტუმრებისთვის. გქონდეთ რბილი სავარძელი, სადაც კომფორტულად მჯდარ სტუმარს გემრიელად გაუმასპინძლდებით.

10.საგარდერობე სივრცე 

შეინარჩუნეთ ორგანიზებული გარდერობი. ამისთვის საჭიროა სწორი დაპროექტება. გახსოვდეთ, ეს კუთხე განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან თქვენ უნდა შეგეძლოთ სამოსისა და ნივთების სწრაფად პოვნა.

11.სამზარეულოს ნივთები

გაამდიდრეთ თქვენი სამზარეულო საჭირო აღჭურვილობით. ამ გზით კერძების მომზადება და სამზარეულოში ფუსფუსი თქვენი საყვარელი აქტივობა გახდება.

12.სტუმრის ადგილი

იქონიეთ დამატებითი ადგილი სტუმრისთვის. ნუ გათვლით სკამების რაოდენობას მხოლოდ ოჯახის წევრებზე. ერთით მეტი სავარძელი არასდროსაა ზედმეტი.

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

ისტორიული ვილა შვედეთში უმშვენიერესი ინტერიერით

ლანდშაფტთან შერწყმული სახლი ბიგ-სურის სანაპიროზე