in

ისტორიული ვილა შვედეთში უმშვენიერესი ინტერიერით

Norrtälj-ში მდებარე ეს ულამაზესი სკანდინავიური ვილა 1892 წელს აშენდა და შესაბამისად, ის საუკუნეზე მეტი ხნის არის, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის ამჟამად იდეალურ მდგომარეობაშია, ვინაიდან მისმა ახლანდელმა მფლობელებმა აქ ნამდვილი კომფორტის და სიმყუდროვის ოაზისი შექმნეს. ეს სახლი საკუთარი ფასადითა და ხის ორნამენტებით კარგად ასახავს შვედური სამკურნალო კურორტის, Norrtäl-ის მე-19 საუკუნის ბოლო დეკადის ისტორიას.

თუმცა, ამ კოტეჯის მთავარი ხიბლი მაინც მისი საუცხოო ინტერიერია. შიდა სივრცე, ერთი შეხედვით, თითქოს არაფრით განსხვავდება სტანდარტული სკანდინავიური სტილისგან, თუმცა, ყურადღებიანი დამკვირვებელი მასში განსაკუთრებულ ემოციას ხედავს. ყვავილებიანი შპალერი, ვინტაჟური ხის ავეჯი, ძველებური ღუმელი, ულამაზესი მწვანე სამზარეულო – ამ ინტერიერში, თითქოს, დრო გაჩერებულია და მის ბინადრებს კეთილ ზღაპარში აცხოვრებს.

 

როგორ გავახალისოთ ინტერიერი ფერების გამოყენებით – რამდენიმე საინტერესო მაგალითი

როგორ მოვაწყოთ ჩვენი პირველი ბინა – 12 მარტივი რეკომენდაცია