in

9 ფერი, რომლებიც სახლში შემოდგომის განწყობას შეგიქმნით

შემოდგომის სეზონს დამახასიათებელი ფერები აქვს, რომლებიც სახლის დეკორსაც განსაკუთრებულად უხდება. დიზაინერები სეზონზე ღია და ბუნებრივი ფერების გამოყენებას გვირჩევენ. განსაკუთრებით სასურველია წითელი, ნარინჯისფერი და ოქროსფერი ფერები. დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე ფერს, რომლებიც სახლში შემოდგომის განწყობის დამკვიდრებაში დაგეხმარებათ.

კრემისფერი

გამოიყენეთ ეს ფერი კედლების შესაღებად და კედლის დეკორაციების შესარჩევად. თეთრი სახლში საშემოდგომო სიმყუდროვისა და კომფორტის დამყარებაში დაგეხმარებათ.

მოწითალო იისფერი

დიზაინერები ამ ფერის კედლების შესაღებად ან ხალიჩებისა და კედლის ნახატებისათვის გამოყენებას გვირჩევენ.

დარიჩინის წითელი

განსაკუთრებით უხდება ჭურჭელს, ქოთნებს და კალათებს. ამ ფერის დახმარებით სახლში თბილი გარემოს შექმნას უმარტივესად შეძლებთ.

შავი

შესაძლოა, შავი ფერი უფრო მეტად ზამთართან ასოცირდება, თუმცა შავი ფერის ავეჯი და ტექნიკა შემოდგომის ფერებსაც ძალიან უხდება. შეუხამეთ ამ ტონს ყავისფერი მაგიდა, თეთრი სკამები და ყავისფერი ჭურჭელი.

ზეთისხილის მწვანე

მწვანე ფერი ფოთლებთან და შემოდგომასთან ასოცირდება. შეიძინეთ მწვანე მცენარეები და შეუხამეთ ყავისფერ ან ოქროსფერ ქოთნებს.

შინდისფერი 

ეს ფერი სახლში შემოდგომისთვის დამახასიათებელ ესთეტიკას შეგიქმნით. განსაკუთრებულად უხდება თეთრსა და შავ დეტალებს.

მუქი იისფერი

ეფექტურია სახლში დადებითი ენერგიისა და სითბოს შემოსატანად. უხდება ყავისფერ და თეთრ ავეჯსა და დეკორაციებს.

მუქი ლურჯი

ლურჯის ეს დახვეწილი ტონალობა გამოიყენება კედლებზე, რომლებსაც ყავისფერი ან შავი ავეჯით დააბალანსებთ და სიმყუდროვის განსაკუთრებულ ეფექტს მიიღებთ.

ნარინჯისფერი

არცერთი ფერი უხდება შემოდგომას ისე, როგორც ნარინჯისფერი, რადგან ის თავისთავად ასოცირდება გამხმარ ფოთლებთან და შემოდგომის ესთეტიკასთან.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ოცნების სახლი სან-ფრანცისკოდან

3 მარტივი გზა ჭურჭლიდან ჟანგის მოსაშორებლად