in

3 მარტივი გზა ჭურჭლიდან ჟანგის მოსაშორებლად

ჭურჭლის ჟანგისგან გაწმენდა რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა არსებობს რამდენიმე გზა, რომლის საშუალებითაც ეს პროცესი გამარტივდება. თუმცა, თუ ჟანგი დიდი ხანია თქვენს ჭურჭელზეა, არ დაგავიწყდეთ წმენდის დროს ხელთათმანების გამოყენება. დარწმუნდით, რომ საწმენდ პროდუქტებს იყენებთ დანიშნულების მიხედვით და დაწყებამდე განსაზღვრეთ ჭურჭლის მასალა.

პროცესის დაწყებამდე ჭურჭელი დატოვეთ ცხელ წყალში, სარეცხ საშუალებასთან ერთად და დაელოდეთ რამდენიმე წუთი, რათა მაქსიმალურად მოშორდეს ჭუჭყი და ჟანგის ნაწილები.

თავად ჟანგის მოსაშორებლად რამდენიმე საშუალება არსებობს:

სარეცხი საპონი

წაუსვით საპონი ჭურჭლის იმ ნაწილს, სადაც ჟანგს ხედავთ, გამოიყენეთ სუფთა ქსოვილი მის გასახეხად და დაელოდეთ 10-15 წუთის განმავლობაში.

საკვები სოდა

შეურიეთ სოდა თბილ წყალში და მოათავსეთ მასში დაჟანგებული ჭურჭელი ნახევარი საათის განმავლობაში. მისი გახეხვა შეგიძლიათ სპეციალური სახეხით ან ძველი კბილის ჯაგრისით.

ლიმონის წვენი

თუ ჟანგი ღრმად არის ჩამჯდარი, გამოიყენეთ ლიმონისა და მარილის ნარევი. დატოვეთ ჭურჭელი ნარევში 30 წუთის განმავლობაში და ბოლოს კარგად გახეხეთ.

ჟანგის მოშორების შემდეგ გარეცხეთ ჭურჭელი თბილ წყალში საპნის დახმარებით, კარგად გაწმინდეთ და შეინახეთ სხვა ჭურჭლისგან მოშორებით.

გახსოვდეთ, რომ ჭურჭლი უნდა გაიხეხოს განსაკუთრებული სიფრთხილით, რათა არ მოხდეს მისი დაკაწვრა ან დაზიანება.

9 ფერი, რომლებიც სახლში შემოდგომის განწყობას შეგიქმნით

რობოტი მტვერსასრუტების გავლენა დასუფთავების ინდუსტრიაზე