შემოდგომა ის დროა, როცა სახლს უნდა შეემატოს სითბო, ტექსტურა და ისეთი დეტალები, რომლებიც სიმყუდროვეს ქმნის. როცა ფანჯარასთან წვიმის ხმა ისმის და ოთახში ჩაის ორთქლი ჩანს, სწორედ მაშინ იაზრებ, რომ ჭურჭელი მხოლოდ პრაქტიკული ნივთი კი არა, არამედ განწყობის ნაწილიაცაა. Dressup.ge-ზე წარმოდგენილი კოლექცია გვაჩვენებს, როგორ შეიძლება უბრალო საგნები იქცეს სეზონის ატმოსფეროს მატარებლად — სადაც თითოეული ფორმა და ფერი საუბრობს სიმყუდროვესა და კომფორტზე.
დღეს წარმოგიდგენთ ხუთ ნივთს, რომლებიც დაგეხმარებათ შექმნათ თქვენი შემოდგომის განწყობა — თბილი ფერებით, ნატურალური მასალებითა და ხასიათით.
ჩაიდანი

სუფთა ხაზებითა და მუქი მწვანე ტონალობით, ეს ჩაიდანი თქვენს დილას განსაკუთრებულად გაათბობს. მისი დიზაინი ერთდროულად კლასიკურიცაა და თანამედროვე — იდეალური მათთვის, ვისაც უყვარს ჩაის რიტუალი ბუნებრივი სინათლის ფონზე.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
კერამიკული ჭიქა

დიდი მოცულობის, კომფორტული ჭიქა, რომელიც ზუსტად იმხელაა, რამდენიც გჭირდებათ დილით ენერგიის მისაღებად ან საღამოს განტვირთვისთვის. მისი გლუვი ზედაპირი და ნეიტრალური ფერი ერწყმის ნებისმიერ ინტერიერს — იქნება ეს ხის მაგიდა თუ ქვის ტექსტურა.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
ჭიქის დასადები

მცირე დეტალები ქმნის დიდ სურათს — ეს მარტივი, მაგრამ დახვეწილი ჭიქის დასადები არა მხოლოდ დაიცავს ზედაპირს, შემატებს თქვენს ინტერიერს შემოდგომის ელფერს და სიმყუდროვის განცდას. იდეალურია ხის მაგიდასთან, სადაც სითბოსა და ბუნებრივი მასალის ურთიერთობა განსაკუთრებულად იგრძნობა.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
საშაქრე

ეს არის საინტერესო ფორმის, ნაზი კერამიკული ქილა, რომელიც ჩაისა და ყავის სუფრას სრულყოფილ იერს ანიჭებს. მისი ფერი და მიმზიდველი დიზაინი სასიამოვნო განწყობა ქმნის და თითქოს შემოდგომის ბნელ დღეებს სინათლით ავსებს.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
ხის დაფა

მყარი, პრაქტიკული და ვიზუალურად თბილი — ხის დაფა, რომელიც ბუნებასთან კავშირს გვახსენებს. იდეალურია როგორც საჭრელად, ასევე ყველის ასორტის ან პურის სერვირებისთვის.





