in

სიმწვანეში ჩაფლული სახლი ლონდონში

Banner M2
Banner M2

ეს სახლი, რომელიც გრაფიკულ დიზაინერ კონი ბარტონს ეკუთვნის, ლონდონში მდებარეობს. ის გამოირჩევა უმშვენიერესი სტილითა და ხასიათით, თუმცა სახლის მთავარი ღირსება მისი ექსტერიერია. შენობა გარშემორტყმულია უხვი მცენარეებით და ფანჯრების მიღმა გადაშლილი ხედი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს რომელიმე ეგზოტიკურ ქვეყანაში ვიმყოფებით.

ექსტერიერის სიმწვანე საინტერესოდ არის ასახული ინტერიერშიც. სახლში მრავლად გვხვდება მდოგვისფერი და ყავისფერი ტონები, ასევე გამოყენებულია ხის ფაქტურა, რაც ძალიან ჰარმონიულად ეხამება ფანჯრებიდან შემოჭრილ სიმწვანეს.

ინტერიერში ასევე მრავლად ვხვდებით მცენარეებს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს კავშირს სახლსა და ეზოს შორის. ინგლისური სტილის შესაბამისად, სივრცე საკმაოდ დატვირთულია ავეჯით, დეკორის ელემენტებითა და ქსოვილებით, თუმცა ეს იმდენად პროფესიონალურად არის გაკეთებული, რომ მნახველს არანაირი დისკომფორტი არ ექმნება. ეს არის ინტერიერი, რომელიც ერთდროულად არის ძალიან მრავალფეროვანიც და სადაც, რაც დიზაინის სფეროში საკმაოდ რთულად მისაღწევი ამოცანაა.

ტელევიზორი ინტერიერში – როგორ მოვარგოთ ის სახლის დიზაინს

როგორი ბინის შეძენა ჯობია ინვესტირებისთვის?