in

სკანდინავიური სტილის სამზარეულო – რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის

იდეები შთაგონებისთვის
იდეები შთაგონებისთვის მობილური

სამზარეულო სახლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ყველაზე ხშირად გამოყენებადი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ის მაქსიმალურად კომფორტული და ფუნქციური უნდა იყოს. ამის გამო სკანდინავიური სტილი განსაკუთრებული პოპულარობით სწორედ სახლის ამ ნაწილში სარგებლობს, რადგან მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ფუნქციურობაა. ამასთან, სკანდინავიური ესთეტიკა ითვალისწინებს მყუდრო და დახვეწილი ინტერიერის შექმნას, რომელიც თვალს მარტივად არ ბეზრდება.

სკანდინავიური სტილის ინტერიერი რამდენიმე საინტერესო პრინციპით გამოირჩევა. მთავარ როლს აქ ბუნებრივი აქცენტები, სადა ფერები და ნათელი სივრცეები თამაშობს. ხოლო როდესაც ამ ყოველივეს ფუნქციურ ავეჯსა და ტექნიკას ვუმატებთ, სამზარეულოში ტრიალი კიდევ უფრო კომფორტული და სასიამოვნო ხდება. დღევანდელ სტატიაში რამდენიმე რეალურ პროექტს გაგიზიარებთ, რათა სამზარეულოს მოწყობის პროცესში შთაგონების მიღება გაგიმარტივდეთ.

რუბრიკის წარმდგენია მონოლით ჯგუფი

საუცხოო ვილა ინდონეზიაში – Biombo Architects-ის ნამუშევარი

გულწრფელი ემოციითა და ფერთა მრავალფეროვნებით შექმნილი დიზაინი — ინტერვიუ დოდოშკა ჩხეიძესთან