in ,

მეტი, ვიდრე კომპანია – 1915 წელს აგებული შენობის ახალი სიცოცხლე აღმაშენებლის გამზირზე

Banner M2
Banner M2

თბილისური არქიტექტურის მნიშვნელოვან ნაწილს დღეს დავით აღმაშენებლის გამზირზე, იგივე ძველ პლეხანოვზე მდგარი შენობები წარმოადგენს. ის  ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქუჩაა, რომელიც თავისი შენობა-ნაგებობებით ნამდვილად გამორჩეულია. ეს ის ადგილია, რომელიც ყველას ამახსოვრებს თავს თავისი თბილისური, მყუდრო ეზოებით, მოხატული სადარბაზოებით, ორნამენტებითა და აივნებით. თბილისის ეს გამორჩეული უბნები უნიკალურ იდენტობას და ერთგვარ სურათს ქმნის, თუ როგორი იყო მაშინდელი ევროპული მოდერნის ესთეტიკა ჩვენი ქალაქის არქიტექტურაში.

ერთ-ერთი ასეთი უნიკალური შენობა აღმაშენებლის 138 ა ნომერში მდებარეობს, რომელიც 1915 წელს აშენდა. ისტორიის თანახმად,  სახლი  სომხური წარმოშობის თბილისელ არქიტექტორს, გაბრიელ ტერ-მიქელოვს ეკუთვნოდა, რომელმაც XX საუკუნის დასაწყისში თბილისს არაერთი დახვეწილი შენობა უსახსოვრა. ამბობენ, მიქელოვს ეს შენობა მდიდარი სომეხი ვაჭრისთვის, მელიქ დადიანისთვის აუგია.

თითქმის საუკუნე გავიდა ამ შენობის აგებიდან და როგორც მრავალ, ღირსშესანიშნავ არქიტექტურულ ნიმუშზე, მასზეც დრომ და უფუნქციობამ უარყოფითი გავლენა იქონია.

რამდენიმე წლის წინ კი, სწორედ მაშინ, როცა ერთ დიდ საინვესტიციო კომპანიას საერთო სამუშაო სივრცე სჭირდებოდა, გადაწყდა, რომ ეს “ჩამქრალი” და დროისგან დაზიანებული შენობა ახალ სიცოცხლეს დაიბრუნებდა. ასეც მოხდა და დღეს აღნიშნული ნაგებობა უკვე სრულად რესტავრირებული სახით კომპანია Smart Capital Group-ის მთავარ ოფისად განაგრძობს ფუნქციონირებას.

ჯგუფის ახალი ოფისის ინტერიერის სტილის შერჩევაში, მოწყობასა და სრული რესტავრაციის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნათია ჩხარტიშვილმა.

ლონდონში სწავლის შემდეგ, ნათია ჩხარტიშვილმა მოდისა და სასტუმრო ინდუსტრიაში დაიმკვიდრა თავი. საცალო ვაჭრობის სფეროში 12 წლიანი გამოცდილება მას ახალი იდეების მოზიდვასა და განვითარებაში დაეხმარა. შედეგად, მისი კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია პოპულარული და გაყიდვადია, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე. ამჟამად ნათია „სმარტ კაპიტალ ჯგუფში“ სასტუმროების, ღვინისა და საცალო ვაჭრობის მიმართულებით ინოვაციურ პროექტებს ხელმძღვანელობს. იგი  კომპანიას დაარსების დღიდან შეუერთდა.

 

როგორც თავად ნათია ამბობს, მისთვის ხელოვნებასა და ისტორიას დიდი მნიშვნელობა აქვს, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი ამ შენობის არჩევისა. საფუძვლიანი შეფასების შემდეგ, გუნდის წევრები მიხვდნენ, რომ ეს იქნებოდა ადგილი, რომელიც რესტავრირების შემდეგ კომფორტსა და საოცარ განწყობას შეუქმნიდა კომპანიის თანამშრომლებს და იქ მოსულ ყოველ სტუმარს დახვდებოდა მეტი, ვიდრე კომპანია.

შენობის რესტავრირების დასაწყისშივე ჩაერთო ძეგლთა დაცვის სამუშაო გუნდი. გამომდინარე იქიდან, რომ ეს შენობა მართლაც ძეგლია, არ შეიძლებოდა ოთახებისთვის ფერების შეცვლა. სწორედ ამიტომ, ანალოგიური დარჩა კარ-ფანჯრებიცა და მინებიც. შენობის ფასადი განახლდა და ძველებურ, პირვანდელ სტილს დაუბრუნდა.

შეზღუდვებიდან და პირადი სურვილიდან გამომდინარე, შენობას იერსახე არ დაჰკარგოდა, მინიმალურ ცვლილებებს ვხვდებით ინტერიერში – აღდგენილი და სათანადოდ გამოკვეთილია ფორმები, რომლებიც დრომ დააზიანა. ასევე, ახალი სიცოცხლე დაუბრუნდა პატერნებს, რომლებიც ერთგვარად ამ შენობის იდენტობას ქმნის.

ყველაზე დიდ ცვლილებად შეგვიძლია ჩავთვალოთ ინტერიერში დეკორის დამატება. გარდა თანამედროვე, მოდერნისტული ავეჯისა, აქ ვხვდებით საკმაოდ ბევრი ხელოვანის ნამუშევარსა თუ ნახატს. ფაქტობრივად, ხელოვნებაა ის, რამაც ამ შენობას ახალი სიცოცხლე მიანიჭა. მსგავსი განწყობის შექმნა თავად ნათიას სურდა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ შენობის მოსაცდელი ზონა ხშირად დაეთმოს ქართველი არტისტების გამოფენებს. მართალია, ახლა პანდემიაა, რამაც ამ იდეის დროში გადადება გამოიწვია, თუმცა ყველაფერი წინ არის.

საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრის შედეგად, შეიქმნა სივრცე, რომელიც განსაკუთრებულ განწყობას ანიჭებს აქ მომუშავე გუნდს და ქმნის ადგილს, რომლის დათვალიერებაც ყველასთვის სასიამოვნო და განსხვავებულია.

ფოტოგრაფები: ჯუდა-ხატია ფსუტური, ანგას ლიდლი-ბრაუნი

მიკრო უბანი ქალაქის ცენტრში – 8 მიზეზი თუ რატომ უნდა აირჩიოთ ეს პროექტი

A’Design Awards 2021 წლის გამარჯვებული სანათები