in

“თიბისი ლიზინგი”-ის ახალი პროექტი – კომერციული უძრავი ქონების ლიზინგი

თიბისი ლიზინგი” წარმოადგენს კომპანიას, რომელიც მომხმარებლებს, სხვადასხვა ტიპის აქტივის საჭიროების შემთხვევაში, ალტერნატიული დაფინანსების შესაძლებლობას სთავაზობს. ამასთანავე, მისი ინოვაციური პროდუქტი ქმნის გზას კომერციული უძრავი ქონების ფლობისთვის როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირისთვის, ხოლო უკვე არსებული უძრავი ქონების შემთხვევაში, იგი ფულადი რესურსის მოპოვების საშუალებას წარმოადგენს. სტატიაში გაეცნობით ინტერვიუს “თიბისი ლიზინგის” კომერციულ დირექტორთან, ზურა გუგუშვილთან, რომელიც “თიბისი ლიზინგის” ძირითად კონცეფციას, მის უპირატესობებსა და კომპანიის სამომავლო გეგმებს გაგვაცნობს.

ფოტო: Forbes Georgia

ზურა, გვიამბეთ “თიბისი ლიზინგის” შესახებ, როგორ გაჩნდა ეს კომპანია ქართულ ბაზარზე და როგორ დაიწყო ყველაფერი?

თიბისი ლიზინგი” თიბისი ბანკის შვილობილ ორგანიზაციას  წარმოადგენს, რომელიც 20 წლის წინ დაარსდა და დღეის მდგომარეობით, ბაზრის  82%-მდე წილით წამყვან სალიზინგო კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი მიზანია – გავუმარტივოთ მომხმარებელს ცხოვრება, ამიტომ ალტერნატიული დაფინანსების ინსტრუმენტს ვთავაზობთ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, რომელთაც სხვადასხვა ტიპის აქტივი ესაჭიროებათ.

ვისაუბროთ კონკრეტულად კომერციული უძრავი ქონების ლიზინგზე, რას გულისხმობს აღნიშნული პროდუქტი?

ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, აღნიშნული პროდუქტის საჭიროება თავად მომხმარებელმა გვიკარნახა. ეს არის ახალი გზა ფლობდე კომერციულ უძრავ ქონებას – მარტივად. ჩვენ ვაფინანსებთ: კომერციული, საწარმოო და საოფისე ფართის შესყიდვას, დასრულებულ მშენებლობებში არასაცხოვრებელ და დამხმარე ფართებს, ასევე ავტოსადგომებს. ჩვენი პროდუქტით მომგებიანია იჯარის ლიზინგით ჩანაცვლება და რა თქმა უნდა, შესაძლებელია, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული კომერციული ფართების უკულიზინგი, ანუ მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საშუალებით ფულადი რესურსის მოპოვების შესაძლებლობა;

საინტერესოდ ჟღერს, ვფიქრობ უფრო კონკრეტული მაგალითი შეგვიძლია განვიხილოთ და უფრო მარტივად გასაგები გავხადოთ მკითხველისთვის.

რა თქმა უნდა, პირობითად, ავიღოთ იჯარის ლიზინგით ჩანაცვლება: თუ უძრავი ქონების ღირებულებაა 100,000 აშშ დოლარი, ხოლო ყოველთვიური იჯარა 1,000 აშშ დოლარს შეადგენს.

ამ ფართის ლიზინგით დაფინანსების შემთხვევაში: თანამონაწილეობა 20%, დაფინანსება 80%, ნარჩენი ღირებულება (RV) 75%, ვადა 120 თვე. ყოველთვიური შენატანი ლიზინგში: 846,33 აშშ დოლარი (მათ შორის დღგ 129 აშშ დოლარი).

სესხის შენატანის შემცირება:

უძრავი ქონების ღირებულებაა 100,000 აშშ დოლარი, შეძენა დაფინანსებულია ბანკში და სესხის ყოველთვიური გადასახდელია 1,160 აშშ დოლარი, ვადა 120 თვე. სესხის ლიზინგით რეფინანსირების შემთხვევაში: თანამონაწილეობა 20%, დაფინანსება 80%, ნარჩენი ღირებულება (RV) 75%, ვადა 120 თვე. ყოველთვიური შენატანი ლიზინგში: 846,33 აშშ დოლარი (მათ შორის დღგ 129 აშშ დოლარი). შესაბამისად, ბანკთან შედარებით ჩვენთან მომხმარებელს 30%-ით ნაკლების გადახდა მოუწევს

საკუთრებაში არსებული ფართით დაფინანსების მიღება (არადეველოპერი) – თუ იურიდიული ან ფიზიკური პირი ფლობს უძრავ ქონებას, რომლის ღირებულება შეადგენს 100,000 აშშ დოლარს. ნებისმიერი საჭიროებისთვის მას შეუძლია ლიზინგის საშუალებით მიიღოს დაფინანსება 80,000 აშშ დოლარის ოდენობით, მაქსიმუმ 120 თვის ვადით.

საკუთრებაში არსებული ფართით დაფინანსების მიღება (დეველოპერი) – თუ დეველოპერულ კომპანიას აქვს სარეალიზაციო არასაცხოვრებელი ფართი, მას შეუძლია ფართის რეალიზაციამდე მიიღოს დაფინანსება. თუ უძრავი ქონების ღირებულება შეადგენს 100,000 აშშ დოლარს, დეველოპერს აღნიშნულ ფართში შეუძლია ლიზინგის საშუალებით, მიიღოს დაფინანსება 75,000 აშშ დოლარის ოდენობით. დაფარვის გრაფიკი კი იქნება მორგებული ამავე ფართის რეალიზაციაზე (ძირი თანხის ვადის ბოლოს გადახდის პირობით), ვადა არაუმეტეს 24 თვე.

როგორც ვხვდები, აღნიშნული ინიციატივა ფიზიკური ან იურიდიული პირებისთვისაა, სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებს თუ სთავაზობთ რაიმე მსგავს?

დიახ, აღნიშნული პროდუქტი ითვალისწინებს ბენეფიტებს დეველოპერული კომპანიებისთვისაც, კერძოდ, მათ ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა მათ საკუთრებაში არსებული აქტივით მიიღონ დაფინანსება (ქეში).

ასევე, შესაძლებელია გაქირავებული ფართების რეალიზაცია ლიზინგის დახმარებით საიჯარო თანხაზე მორგებული შენატანით.

რამდენად დიდია მოთხოვნა პროდუქტზე?

მომხმარებლისთვის სალიზინგო პროდუქტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და საინტერესო, სწორედ უძრავი ქონების ლიზინგი აღმოჩნდა. გასულ წელს, „გრემოს“ კონფერენციაზე სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს წარვუდგინეთ შეთავაზება და დამსწრე აუდიტორიიდანაც საკმაოდ სოლიდური წინადადებები მოვისმინეთ, რომელიც რამდენიმე დღეში დავამუშავეთ და 5-მდე პროექტი დავაფინანსეთ. ამ ეტაპზე პორტფელი ათობით კომპანიას და ლიზინგს მოიცავს.

რამ გამოიწვია ასეთი ინტერესი?

ვფიქრობ, კონკურენტუნარიანმა პირობებმა და სესხთან მიმართებით მოქნილმა, მარტივმა მექანიზმმა. მთავარია  კომპანია სულ რამდენიმე კრიტერიუმს აკმაყოფილებდე: თანამონაწილეობა, საკრედიტო ისტორია ანუ რამდენად გადახდისუნარიანი ეს კომპანია თუ ადამიანი, უფრო სწორედ, რამდენად კარგი რეპუტაციით სარგებლობს საკრედიტო პროდუქტების მომსახურების კუთხით. თუ ამ ინფორმაციას ლიზინგის კომპანიას მიაწვდით დღის დასაწყისში, დღის ბოლოს ლიზინგის დაფინანსების გადაწყვეტილება ცნობილი გახდება თქვენთვის

რამდენიმე სიტყვით, სამომავლო გეგმებიც რომ განვიხილოთ?

მიუხედავად იმისა, რომ მოწინავე სალიზინგო კომპანია ვართ ბაზარზე, მუდმივად ვცდილობთ პროაქტიულად ვესაუბროთ მომხმარებელს. ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა კონფერენციებში, კვირეულებს და ღონისძიებებზე. ახლაც ვმუშაობთ უძრავი ქონების ასოციაციასთან ერთად ძალიან საინტერესო შეხვედრის ორგანიზებაზე, სადაც სამიზნე აუდიტორიას გავაცნობთ პროდუქტს და მივიღებთ მათ უკუკავშირს. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მახასიათებელი, მომხმარებლის პულსზე ხელის მუდმივი ჭერა და მათი საჭიროებების ეფექტური დაკმაყოფილება. დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში მომხმარებლისთვის მათზე მორგებულ პროდუქტების არჩევანს კიდევ უფრო გავზრდით.

პირველი საინვესტიციო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მულტიფუნქციური კომპლექსი რეგიონში – “ალიანს ჯგუფის” ახალი კონცეფცია უძრავი ქონების ბაზარზე

მდიდრული სახლი ამსტერდამში