in

პირველი საინვესტიციო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მულტიფუნქციური კომპლექსი რეგიონში – “ალიანს ჯგუფის” ახალი კონცეფცია უძრავი ქონების ბაზარზე

ალიანს რენესანსი” ალიანს ჯგუფის მორიგი ინოვაციური და კავკასიაში კონცეფციურად პირველი  საინვესტიციო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მულტიფუნქციური კომპლექსია, რომელიც საქართველოს ისტორიულ, კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტ ქობულეთში, სანაპიროს პირველ ზოლში, ზღვიდან 30 მეტრში მდებარეობს და აერთიანებს სამ ძირითად მიმართულებას, როგორიცაა საინვესტიციო, სპორტული და გამაჯანსაღებელი.

პროექტი საერთო პოდიუმით აკავშირებს A, B და C თაუერებს, ისევე როგორც დამოუკიდებელ, 14 სართულიან, საერთაშორისო ბრენდის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრსა და მის უნიკალურ, 15 სახეობის თერაპიული პროცედურების სივრცეს, რითაც ქმნის უნიკალურ ველნეს ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო უძრავი ქონების ეკოსისტემას.

ლოკაცია და ინფრასტრუქტურა

Პროექტი მდებარეობს განსაკუთრებული მიკროკლიმატით გამორჩეულ, ზღვისპირა ბალნეოლოგიურ რეზორტ ქობულეთში, რომელიც ზღვის დონიდან მხოლოდ 3-5 მ.-ზეა გაშენებული. კურორტის ძირითად სამკურნალო ნიშას შავი ზღვის თბილი და ტენიანი კლიმატი წარმოადგენს.

ქალაქის საკურორტო მნიშვნელობას ზრდის მისი ჰავა, ქლორიან-ნატრიუმიანი, მინერალური, გოგირდოვანი წყლები, პელოიდური თვისებებით გაჯერებული და წვრილფრაქციული სანაპირო, რომელიც კურორტს სრულყოფილ, გამაჯანსაღებელ და სამკურნალო რეზორტად აქცევს.

კლიმატურ-ბალნეოლოგიური ლოკაციითა და უნიკალური გამაჯანსაღებელი კომპონენტებით, “ალიანს რენესანსი”  ისეთ ველნეს თერაპიებსა და პროგრამებს მოიცავს, როგორიცაა: გულ-სისხლძარღვთა, რესპირატორული, გასტროენტეროლოგიური, ნერვული, საყრდენ-მამოძრავებელი, დერმატოლოგიური, ესთეტიკური, ნუტრიციოლოგიური, პოსტ-ტრავმატული.

პროექტის მთავარი კომპონენტები:

  • მოდერნისტული დიზაინის, საინვესტიციო აპარტამენტები;
  • საერთაშორისო ბრენდის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი;
  • 15-ზე მეტი უნიკალური თერაპიული სივრცე;
  • 3 სახეობის აუზი – ღია, დახურული, ინფინიტი;
  • რესტორანი, ლაუნჯი და ინფინიტ აუზის ბარი;
  • ფიტნეს და იოგის დარბაზები, მინერალური სპა და ფინური საუნა.

გარე სივრცის კომპონენტები:

  • მინი გოლფი, იაპონური გარდენია, ბავშვთა გასართობი სივრცე;

შიდა სივრცის სპორტული კომპონენტები:

  • სქაიდაივინგი, Citywave სერფინგი, Climbing სივრცეები, კედლის ჩოგბურთი (Squash).

კერძო სანაპირო და ზღვის აქტივობები:

  • Flite Scooter, Flyboarding, აქვა პარკი, ქვიშის ფრენბურთის მოედანი, ალიანს რენესანსის კერძო სანაპირო.

პროექტის მნიშვნელობა და საინვესტიციო მიმზიდველობა

2022 წლის კვლევის მიხედვით, ველნეს ტურიზმის მიმართულება 50%-ით უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე სტანდარტული ტურიზმი. 2023 წლის მონაცემებით, ველნეს ტურიზმის ბაზრის გლობალური ღირებულება 980 მილიარდი აშშ დოლარია, რაც, GWI-ს (Global Wellness Institute) პროგნოზირებით, 2030 წლის ბოლოსთვის, 2,3 ტრილიონ აშშ დოლარამდე გაიზრდება.

გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის მრავალფეროვნებით – თერაპიული, დიაგნოსტიკური, ესთეტიკური მიმართულებების ერთ სივრცეში მოქცევით და პროექტში ახალი, ინოვაციური სპორტული აქტივობების, თუ რეაბილიტაციური კომპონენტების ინტეგრირებით, ალიანს რენესანსი ხელს უწყობს რეგიონის უნიკალური, კურორტული მემკვიდრეობის პოტენციალის რეალიზებას, თანამედროვე  ველნეს სტუმარმასპინძლობის გამოცდილების შექმნასა და იმავდროულად,  საქართველოში პირველი, საერთაშორისო სტანდარტის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის ფორმირებას, რისი ერთობლიობითაც, პირდაპირ ასტიმულირებს ქვეყანაში ველნეს ტურიზმისა და უძრავი ქონების (Wellestate) განვითარებას.

ალიანს რენესანსის”  Presale დაწყებულია, რომლის ფარგლებშიც, შეძლებთ ისარგებლოთ წინასწარი გაყიდვების უპირატესობებითა და ექსკლუზიური პირობებით.

ალიანს რენესანსის” მასშტაბურ მულტიფუნქციურ კომპლექსში ინვესტიციის განხორციელებით, ხდებით უნიკალური ველნეს უძრავი ქონების მესაკუთრე და რეგიონული მნიშვნელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროექტის პარტნიორი.

[R]

“ეგოისტური” ბინა უზნაძის ქუჩაზე – ნინი ბარნაბიშვილის საოცნებო ინტერიერი

“თიბისი ლიზინგი”-ის ახალი პროექტი – კომერციული უძრავი ქონების ლიზინგი