in

რა სიმაღლეზე უნდა დამონტაჟდეს როზეტები სააბაზანოში

ელექტროგაყვანილობის მოწყობა ავეჯის განლაგებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. აუცილებელია სწორი დაგეგმვა და ელექტროენერგიის წყაროების ზუსტი მდებარეობის განსაზღვრა. სწორედ ამაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მოსახერხებელი იქნება ესა თუ ის სივრცე. დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ, იატაკიდან რა სიმაღლეზე და რა რაოდენობის როზეტები უნდა განთავსდეს სააბაზანოში.

სტანდარტულ სააბაზანოში 2-3 როზეტი თითქმის ყოველთვის საკმარისია. ისინი განკუთვნილია:

  • ტექნიკისთვის (ფენი, ელექტროსაპარსი და ა. შ.) ნიჟარასთან — ამ შემთხვევაში როზეტები განთავსებულია სარკის მარჯვნივ ან მარცხნივ, თქვენთვის შესაბამის სიმაღლეზე. როგორც წესი, ეს დაახლოებით 100-120 სმ-ია. თუ ფიქსირებული ირიგატორის დაყენებას აპირებთ, ცალკე დენის წყაროა საჭირო ან – ნიჟარის გვერდით ორმაგი როზეტის დამონტაჟება.
  • წყლის გამაცხელებლისთვის (ასეთი არსებობს შემთხვევაში) — როზეტის სამონტაჟო სიმაღლე შეირჩევა მოწყობილობის ზომებისა და მდებარეობის მიხედვით.
  • სარეცხი მანქანისთვის – ამ შემთხვევაში როზეტი იატაკის დონიდან 60-100 სმ-ის სიმაღლეზე მონტაჟდება. სააბაზანოს განლაგების, ასევე, ტექნიკისა და სანტექნიკის მდებარეობის მიხედვით, ეს სიმაღლე შეიძლება ოდნავ შეიცვალოს.
  • ვინაიდან სააბაზანო სველი წერტილია, უსაფრთხოების ზომების დაცვა აქ ყველაზე მნიშვნელოვანია. სველი წერტილებიდან როზეტი მინიმუმ 60 სმ-ით დაშორებული უნდა იყოს.

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

10 ადგილი თბილისში, სადაც ეზოს ჭიშკრის შეკვეთას შეძლებთ

ბაღის მოწყობის ძირითადი პრინციპები – ლანდშაფტის დიზაინერ ანა დავრიშაშვილის რჩევები