ელექტროგაყვანილობის მოწყობა ავეჯის განლაგებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. აუცილებელია სწორი დაგეგმვა და ელექტროენერგიის წყაროების ზუსტი მდებარეობის განსაზღვრა. სწორედ ამაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მოსახერხებელი იქნება ესა თუ ის სივრცე. დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ, იატაკიდან რა სიმაღლეზე და რა რაოდენობის როზეტები უნდა განთავსდეს მისაღებ ოთახში.
ნებისმიერი ზომის მისაღები ოთახისთვის ყველაზე ხელსაყრელი სქემა ასეთია:
- როზეტი უნდა განთავსდეს კართან ახლოს. მეტი კომფორტისთვის, შეგიძლიათ ორი ან სამი სხვადასხვა კონექტორისთვის განკუთვნილი როზეტი შეარჩიოთ.
- როზეტებს ამონტაჟებენ რბილი ავეჯის გვერდით ან დივნის უკან (ცხადია, თუ მოდელის დიზაინი ამის საშუალებას იძლევა). იმისთვის, რომ როზეტი უხილავი იყოს, უმჯობესია ქვემოთ, იატაკიდან 30 სმ-ის სიმაღლეზე განათავსოთ.
- კედელზე, რომელზეც ტელევიზორია მოთავსებული, როზეტი 130-140 სმ-ის სიმაღლეზე უნდა დამონტაჟდეს. ტუმბოზე ან კონსოლზე მდგარი მოდელის შემთხვევაში ავეჯის პარამეტრებით უნდა იხელმძღვანელოთ. სასურველია, შესაერთებელი ეკრანის უკან მოთავსდეს. ამასთან, სავარაუდოდ, დამატებითი მოწყობილობების ჩასართავად რამდენიმე სხვა როზეტიც დაგჭირდებათ.
- დაამატეთ იმდენი ჩამრთველი და როზეტი, რამდენიც ნამდვილად გჭირდებათ. მონტაჟის სიმაღლეც თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე განსაზღვრეთ. ევროპული სტანდარტის მიხედვით, მათი ქვემოთ განთავსება უმჯობესია.