in

დასასვენებლად განკუთვნილი თავშესაფარი ჩილეში ულამაზესი ხედებით

Alliance Group
Alliance Group

ჩილეში, კორალკოს სათხილამურო კურორტთან ახლოს ეს დასასვენებლად განკუთვნილი თავშესაფარი განთავსებულია მიწის სწორ ნაკვეთზე, ხეობის შუაგულში, რომელიც გარშემორტყმულია ტყით დაფარული ბორცვებით. აქ შეხვდებით არაუკარიას, ლენგას და სხვა ენდემურ სახეობებს. სახლიდან ჩრდილოეთით იშლება ლონკიმეის ვულკანის ხედები, ხოლო სამხრეთით სიერა-ნევადა მოჩანს.

სახლი შექმნილია შეხვედრების, სოციალური ცხოვრებისა და ლანდშაფტით ტკბობის წასახალისებლად. მისაღები ოთახი, სასადილო ზონა და სამზარეულო წარმოადგენს გაერთიანებულ, ღია დაგეგმარების სივრცეს.  პერსონალური ზონები განთავსებულია ორ ცალკეულ ფრთაში — სახლის აღმოსავლეთ და დასავლეთ ბოლოებში. ერთი მათგანი სახლის მფლობელებისთვის არის განკუთვნილი, ხოლო მეორე — სტუმრებისთვის. თითოეული ფრთა მოიცავს ორ საძინებელს და სააბაზანოს. ექსტერიერს გააჩნია „გარსი“, რომელიც გოფრირებული ლითონისგან არის დამზადებული. ის საშუალებას იძლევა, გაიხსნას ან დაიხუროს მთავარი ფასადები, გაკონტროლდეს შიდა სივრცეში მზისა და სითბოს შეღწევის დონე. ლითონის გარსი ასევე ასრულებს დამცავის ფუნქციას მაშინ, როდესაც სახლში არავინაა.

კლიმატისა და ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით აგრესიული მდებარეობის გათვალისწინებით, დაპროექტდა ერთი, კომპაქტური კონსტრუქცია მარტივი სტრუქტურით, რომლის ნაწილებიც ახლომდებარე ქალაქებში — ტემუკოსა და კურაკაუტინში აიწყო. ამან შეამცირა როგორც გარემოზე ზეგავლენა, ასევე მშენებლობის ხარჯები.

 

პროექტის ავტორი: Iragüen Viñuela Arquitectos

 

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

ფილებით მოპირკეთება – რა ჯდება ეს მომსახურება საქართველოში?

ბეტონი მისაღებ ოთახში — საინტერესო იდეები