in

როგორ შევქმნათ დამატებითი სივრცე სახლში

მათთვის, ვისაც სურს, რომ სახლი უფრო დიდი და ნათელი გამოჩნდეს, რამდენიმე მარტივი ხრიკი არსებობს და ამისთვის დიდი ბიუჯეტის გამოყოფა სულაც არ არის საჭირო. სწორი ფერების არჩევა, სარკეები და შესაფერისი დეკორი დაგეხმარებათ იმაში, რომ საცხოვრებელი თქვენი სურვილის მიხედვით მოაწყოთ.

პირველ რიგში, ოთახებში ერთნაირი იატაკი ქმნის ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს ისინი ერთმანეთისგან გამოყოფილი არ არის და სივრცეს უფრო დიდს აჩენს.

თუ თქვენ სამზარეულოსა და მისაღები ოთახების გაერთიანების შესაძლებლობა გაქვთ, ამით თავს აარიდებთ ზედმეტ კედლებს და კედლებით გამოწვეულ სივიწროვეს ოთახებს შორის.

ფერების არჩევა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან შესაბამისი ფერების პალიტრით, თქვენს ოთახებს ორმაგ სივრცეს და სინათლეს მიანიჭებთ. თუ თქვენი სამზარეულო პატარა ზომისაა, შეგიძლიათ ღია ფერის იატაკი, კედლები და ავეჯი გამოიყენოთ, რომელსაც ნაცრისფერ ან ყავისფერ დეტალებს შეუხამებთ.

ეფექტურია ოთახებში ერთი და იმავე ფერის გამოყენებაც. თუ ყოველი ოთახი თეთრია, თვალი მათ მთლიანობაში აღიქვამს და დამატებითი სივრცის შთაბეჭდილებას ქმნის.

ამასთან, ეცადეთ, შეარჩიოთ დაბალანსებული ზომების მქონე ავეჯი, მოერიდეთ ზედმეტად დიდი ნივთების შეძენას და კარგად განსაზღვრეთ თუ რა ზომისა და ფერის ავეჯი გესაჭიროებათ.

დიდი სარკეები სივრცის ილუზიას ყველაზე მარტივად ქმნიან და მათი გამოყენება სახლის ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ. სარკე როგორც აბაზანაში, ასევე საძინებელში, მისაღებში და სამზარეულოშიც ეფექტურია.

ამ ყველაფერთან ერთად, გახსოვდეთ რომ სივრცის არსი მინიმალიზმშია. მოერიდეთ ქაოსს, გადატვირთულ დეტალებსა და არეულობას.

ინდივიდუალური ხასიათის ძიება ინტერიერის დიზაინსა და არქიტექტურაში — ინტერვიუ სტუდია „SAMI_“-ის დამფუძნებლებთან

სახლი, რომელიც ბრაზილიურ ხასიათს გადმოგვცემს