in

10 ადგილი თბილისში, სადაც ეზოს ჭიშკრის შეკვეთას შეძლებთ

ჭიშკარი სახლზე პირველ შთაბეჭდილებას ქმნის და მის უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს,  მნიშვნელოვანია, ხარისხიანი და გამძლე და პროდუქტი შეარჩიოთ, რომელიც თანამედროვე პროგრამებითაც იქნება აღჭურვილი სრულად დაიცავს სახლის უსაფრთხოებას.  დღევანდელ სტატიაში იმ კომპანიებს გაგაცნობთ, რომლებიც ჭიშკარს დაგიმზადებთ.

1. ჯიმატიკსი 

კომპანია „ჯიმატიკსი“ ჭიშკრის გასაგორებელ, ორფრთიან  მოდელებსა და ავტომატურ გამღებ სისტემებს გთავაზობთ, რათა თავი დაცულად და კომფორტულად იგრძნოთ. საგანგებო სისტემების წყალობით, ჭიშკრის ხელით გაღება აღარ მოგიწევთ, რაც ყოველდღიურობას გაგიმარტივებთ.

2. FeRoom – რკინის საამქრო

რკინის ჭიშკრის შეკვეთას  „FeRoom – რკინის საამქროშიც“ შეძლებთ, სადაც მაღალი ხარისხის, გამძლე პროდუქტს  დაგიმზადებენ. შეგიძლიათ, თამამად შეუკვეთოთ სასურველი დიზაინის მოდელი, რომელიც ეზოსაც დაამშვენებს და სახლის უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს.

3. Grand Metal  

Grand Metal“-ი მინიმალურ ვადაში დაგიმზადებთ რკინის ჭიშკარს, რომელიც როგორც ხარისხით, ისე იერსახითაც გამორჩეული იქნება. სასურველ მოდელს კომპანიაში მარტივად შეარჩევთ.

4. რკინის სამყარო

ჭიშკრის შეკვეთას შეძლებთ „რკინის სამყაროშიც“, სადაც სხვადასხვა ზომისა და დიზაინის მოდელს დაგიმზადებენ. საგანგებო მექანიზმებითა და თანამედროვე პროგრამებით აღჭურვილი სისტემა საშუალებას მოგცემთ, სახლი მაქსიმალურად დაცულ და უსაფრთხო ადგილად აქციოთ.

5. Metaluxe 

Metaluxe“-ში შეგიძლიათ სასურველი დიზაინის ხარისხიანი ლითონის ჭიშკარი შეარჩიოთ, რომელსაც ხანგრძლივად გამოიყენებთ. დახვეწილი დიზაინის თანამედროვე ჭიშკარი თქვენს სახლს მიმზიდველ იერსახეს შესძენს.

6. რკინის ნაკეთობები  

თუ კერძო სახლი ან აგარაკი გაქვთ, გირჩევთ, კომპანია „რკინის ნაკეთობების“ ნამუშევრებს გადახედოთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწარმოა, რომელშიც სასურველი ზომის, ფერისა და დიზაინის პროდუქტის შერჩევა და შეკვეთა შეგიძლიათ.

7. Teledoor – Automatic Doors 

გასაგორებელი და ორფრთიანი ჭიშკრების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ „Teledoor – Automatic Doors“-ი. აქ შერჩეული მოდელის მეშვეობით, საცხოვრებლის გალამაზებასა და მის მაქსიმალურ დაცვას შეძლებთ.

8. Georgian Production

Georgian Production“-ში ლითონის ნაკეთობების ფართო არჩევანი დაგხვდებათ. დახვეწილი დიზაინის გამძლე მოდელების შეკვეთას ამ საწარმოშიც შეძლებთ. აღსანიშნავია, რომ კომპანია ჭიშკრის უფასოდ დამონტაჟების მომსახურებასაც სთავაზობს მომხმარებელს.

9. უნივერსალური რკინის საამქრო

უნივერსალური რკინის საამქროს“ გამოცდილი გუნდი, თქვენი სურვილებისა და გემოვნების გათვალისწინებით, სასურველი დიზაინის ჭიშკარს დაგიმზადებთ. აქ შეძენილ მოდელს დიდხანს გამოიყენებთ და საცხოვრებელსაც მიმზიდველ იერს შესძენთ.

10. K Group  

K Group“-ი ლითონის მტკიცე, ხარისხიანი ჭიშკრის დამზადებას გთავაზობთ, რომელიც სახლის მაქსიმალურ დაცვასაც უზრუნველყოფს და მის იერსახესაც გაგილამაზებთ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

უნიკალური, ფერადი სახლი ნიდერლანდებში

რა სიმაღლეზე უნდა დამონტაჟდეს როზეტები სააბაზანოში