in

უნიკალური, ფერადი სახლი ნიდერლანდებში

Banner M2
Banner M2

ეს უნიკალური, ფერადი სახლი ნიდერლანდების ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. სინამდვილეში, საცხოვრებელი ორი ცალკეული შენობის — ყოფილი ეკლესიისა და გემის ყოფილი კაპიტნის სახლის გაერთიანების შედეგად არის შექმნილი, რომლებიც ერთმანეთთან მინით გადახურული გარე სივრცით არის დაკავშირებული.

უნიკალური შენობები ამჟამინდელმა მფლობელებმა მთლიანად გაარემონტეს და მხიარულ, ფერად საოჯახო სახლად აქციეს. მომხიბვლელ საცხოვრებელში ასევე შენარჩუნებულია ისტორიული ელემენტები, როგორებიც არის ეკლესიის თაღოვანი ხის კარი და ვიტრაჟები. თუ რაიმე უნიკალურს და ფერადს ეძებთ, მაშინ ეს საოცარი სახლი აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ.

სახლს ორი მისაღები ოთახი აქვს. ერთ-ერთ მათგანში ხის იატაკი და კედლის პანელები შერწყმულია ხალისიან ფერებში გაფორმებულ ავეჯთან. ულამაზესი ვიტრაჟი კი სახლის ისტორიას უსვამს ხაზს.

ეკლესიის ხის კარის გავლით მოხვდებით მინით გადახურულ საუცხოო გარე სივრცეში, რომელიც ორ შენობას ერთმანეთთან აკავშირებს.

გემის ყოფილი კაპიტნის სახლში არის მეორე მისაღები ოთახი სასადილო ფართით. კაშკაშა ყვითელი კედელი ოთახს მხიარულ აქცენტს მატებს.

მთავარი საძინებელი ყოფილი ეკლესიის შენობაში მდებარეობს. საწოლის ზემოთ გვხვდება ეკლესიის პატარა თაღოვანი სარკმელი ხის დარაბებით.

7 მშვიდი ელფერი, რომლებიც ჩაძინებას გაგიადვილებთ

10 ადგილი თბილისში, სადაც ეზოს ჭიშკრის შეკვეთას შეძლებთ