in

თერაპია დიზაინით მილანის პრემიუმ სასტუმროში

პროექტი-ინსტალაცია, თერაპია დიზაინით „Design Therapy” ეს არის სასიამოვნო გარემოს შექმნა ადამიანის ბუნებასთან ურთიერთქმედების გზით. Elle Decor Grand Hotel-მა ამ იდეის ხორცშესხმა  Matteo Thun & Partners-ს ანდო.

Matteo Thun & Partners-ის ფილოსოფიის თანახმად ბოტანიკური არქიტექტურა სასტუმროს სტრუქტურაში ვირტუალურადაა შესრულებული. ბუნება სტუმრების ფსიქიური და ფიზიკური სიმშვიდის მთავარი წყაროა.

«Design Therapy» ცდილობს სტუმართმოყვარეობისა და ზრუნვის ესთეტიკა გააერთიანოს, აქ მთავარი მოქმედი პირებია ბუნება, სტუმარი და ადამიანი.

იდეა მდგომარეობს იმაში, რომ გაერთიანდეს ბუნება და ნატურალური  პროცესები. დიზაინერების მტკიცებით, მწვერვალი რისკენაც ჩვენ ქვეცნობიერად მივისწრაფით -უბრალოებაა.

«Design Therapy» იყენებს ადამიანის ყველა გრძნობას: მხედველობას-სხვადასხვა ფერთა და დიზაინერული ესთეთიკის ელემენტთა მონაცვლეობით, გემოს-რესტორნის მენიუში დიეტოლოგის მიერ შედგენილი კერძების დაგემოვნებით, შეგრძნებას-სხვადასხვა ექსპერიმენტალური მასალებისგან დამზადებული ინტერიერის ელემენტებთან შეხებით, ყნოსვას-თითოეულ სივრცეში მომაჯადოებელი სურნელების გამოყენებით.

ავეჯი, შუქი და მცენარეები ყველაფერი ამ თერაპის ნაწილია და კარგი განწყობისთვისაა შექმნილი. სივრცე Lounge ეგებება სტუმრებს ოქროსფერ გალერეაში ოქროსფერი ბალახით. ეს საზოგადოებრივი სივრცე ჩაფიქრებული იყო როგორც შეხვედრების, პოზიტიური ურთიერთობისა და ატმოსფეროთი ტკბობის ადგილი.

სხეულზე ზრუნვისთვის სპეციალური სივრცეებია გამოყოფილი საუნით, თურქული აბანოთი და სატრენაჟორო დარბაზით. სპორტულ დარბაზში სავარჯიშო დანადგარები არაა, ამის მაგივრად სტუმრები ვარჯიშობენ გასული საუკუნის სპორტული ინვენტარით (რგოლები, ტყავის რბილი სპორტული ბურთები და ა.შ)

პროექტის კონცეფცია განხორციელდა ლანდშაფტის არქიტექტორის მარკო ბეის მიერ.  «Design Therapy» გამოიყურება როგორც ნამდვილი pop-up სასტუმრო, გახსნილი ყველასთვის, სადაც შეგიძლიათ გაისეირნოთ, გასინჯოთ სპეციალურად შექმნილი ინოვაციური მენიუ, მიიღოთ რჩევები ჯანსაღი ცხოვრების წესისა და საკუთარი თავის მოვლის შესახებ.შეიტყოთ მეტი ნატურალური პროდუქტებისა და მასალების შესახებ, ან უბრალოდ დატკბეთ ბუნებით.

თანამედროვე ტრენდი ინტერიერის დიზაინში – კარი ჩარჩოს გარეშე

რა უნდა ვიცოდეთ ხის პარკეტის რესტავრაციის შესახებ