in

რა არის მოდულური კონსტრუქციები?

Alliance Group
Alliance Group

მოდულური კონსტრუქცია არის პროცესი, როდესაც შენობის ნაწილები ტერიტორიის გარეთ, ქარხნულად მზადდება  და შემდგომ უკვე ადგილზე, მიწის ნაკვეთზე იწყობა. ამ პროცესს ორჯერ უფრო ნაკლები დრო სჭირდება, სამშენებლო მოედანზე შენობის რამდენიმე მოდული ცალ-ცალკე მოდის და ადგილზე უკვე მათი შეერთება ხდება.

ამგვარი ტიპის მშენებლობას ბევრი დადებითი მხარე აქვს, მაგალითად ის რომ, ეს მოდულები შესაძლებელია დაიშალოს და სხვა კონსტრუქციის ნაწილი გახდნენ, ასევე რადგან შენობის მოდულები ქარხანაში მზადდება, სამშენებლო დანაკარგი რაც შეიძლება ცოტა გამოდის. ასეთი ტიპის მშენებლობა უფრო უსაფრთხოც არის მუშახელის თვალსაზრისით და უფრო ფართო შესაძლებლობები აქვს. მაგრამ ალბათ ყველაზე დიდი დადებითი მხარე დროა, რომელიც გაცილებით ნაკლებია სტანდარტულ მშენებლობაზე და ასევე ამინდი მშენებლობის პროცესზე გავლენას არ ახდენს.

სტრუქტურულად, მოდულური კონსტრუქციები უფრო ძლიერია, თითოეული მოდული ცალ-ცალკე არის დამუშავებული ინდივიდუალური მიდგომით, ხოლო ქარხანა მუდმივად გადის პროტკოლებს მსგავსი პროდუქტის წარმოებისთვის. ასეთი მშენებლობის ტიპი არქიტექტორებისთვისაც თანდათან უფრო მისაღები ხდება, რადგან უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა და პროექტის უმეტესი ნაწილი წინასწარ არის გაწერილი, ამიტომ, ადგილზე მშენებლობის პროცესის გადაკეთება არ ხდება.

მოდულური კონსტრუქციების ორი ტიპი არსებობს – მუდმივი და დროებითი შენობები. შენობის ზომის შესაბამისად, განსხვავდება მოდულების ზომაც. რაც უფრო დიდია მოდული, მისი ტრანსპორტირება უფრო რთულდება, მაგრამ საერთო ჯამში, პროცესი მაინც გამარტივებულია ტრადიციულ მშენებლობასთან შედარებით. ამგვარ შენობებში ხშირად არის კლინიკები, ოფისები და სკოლები.

ყველაზე დიდი მოდულური კონსტრუქცია სინგაპურში მდებარეობს – Bouygues Batiment International. მაღალსართულიანი საოფისე შენობა 140 მეტრი სიმაღლის არის და მისი პროექტი არქიტექტურულ ოფისს ADDP Architects-ს ეკუთვნის. სახლისთვის 1899 წინასწარ დამზადებული პანელი შეიქმნა და ნაგებობის 85% სამშენებლო ტერიტორიის გარეთ, ქარხნულად დამზადდა. მხოლოდ შენობის ბირთვი აშენდა ადგილზე რკინაბეტონისგან.

მოლდინგის ინტერიერში გამოყენების 5 მიზეზი

თერაპია დიზაინით მილანის პრემიუმ სასტუმროში