in

მოლდინგის ინტერიერში გამოყენების 5 მიზეზი

კედლების მოპირკეთების ეს სახეობა, დახვეწილი როკოკოს პერიოდში, პირველად საფრანგეთში გამოიყენეს. მოლდინგი შესანიშნავი ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საოცარი არქიტექტურული იდეების განხორციელება.

მოლდინგი ინტერიერის ის ელემენტია, რომელიც გარეგნულად პრაქტიკულად შეუმჩნეველია, თუმცა გარემოს მნიშვნელოვნად  გარდასახავს. მას ინტერიერთან და გარემოსთან შერწყმის საოცარი თვისება აქვთ.

მოლდინგი მაგრდება უკვე გამზადებულ კედელზე სწორკუთხა ფორმების სახით, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია სივრცის მოცულობის კორექტირება. ის მზადდება სხვადასხვა ფორმისა და მასალისგან: ხისგან, პენოპლასტისგან, პოლიურეტანისგან და ა.შ.

დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ როგორ შეიძლება პრაქტიკული და დეკორატიული მიზნებისთვის მოლდინგის გამოყენება.

  1. ზონირება

ვრცელი, უტიხრო სივრცეებისთვის, როგორიცაა ბინა-სტუდიები, სივრცის ზონირებისთვის მოლდინგი მშვენიერი გადაწყვეტილება იქნება. თქვენ არ მოგიწევთ ტიხრების შენება, შირმების ან ფარდების დამაგრება. მოლდინგის მეშვეობით, სივრცის საზღვრებში მოქცევა ვიზუალურად ხორციელდება. ამიტომ თქვენ, ძვირფასი ფართის არცერთი მეტრის გაწირვა არ მოგიხდებათ. ამას გარდა, მოლდინგი მშვენიერი გადაწყვეტილებაა საბაშვო ოთახებისათვის.

  1. სივრცის კორექცია

მოლდინგი გეხმარებათ სივრცის ვიზუალურ ცვლილებაში. ვერტიკალური გუმბათოვანი მოლდინგი სივრცის სიმაღლეს გაზრდის, ხოლო ჭერის განიერი პლინტუსი ოთახს ვიზუალურად გააფართოვებს. ამასთან მოლდინგის ფორმების ვარირებით თქვენ გეგმარების ზოგიერთი არასრულყოფილი მხარის გამოსწორება შეგიძლიათ. მთავარია მოლდინგის ფორმა და ზომა ერთმანეთს სწორად შეუფარდოთ. ასეთ შემთხვევაში თქვენ შთამბეჭდავ შედეგებს მიიღებთ ყველაზე რთული სივრცეების შემთხვევაშიც კი.

  1. დეფექტების დაფარვა

იდეალური ინტერიერი ჩვენს წარმოდგენაში და ის, რასაც რეალურად ვღებულობთ ხშირ შემთხვევაში ორი განსხვავებული რამეა. თუკი თქვენს სიხარულს სამწუხარო წვრილმანები ჩრდილს აყენებს, მიკრო ბზარების ან შპლარერის უხარისხო შეერთებების სახით, დამხმარედ მოლდინგები გამოგადგებათ.

დიდი წუნის შემთხვევაშიც კი პანელების რამდენიმე ფორმა ამ ნაკლიდან ყურადღებას თავის თავზე გადაიტანს.

  1. აქცენტი

აქცენტირებული კედელი მოლდინგის გამოყენებით  გადატვირთვის გარეშე სივრცის მორთვის მშვენიერი საშუალებაა. ასეთი გადაწყვეტილება კარგია როგორც კლასიკური ინტერიერისთვის, ასევე მინიმალისტური მიდგომის თანამედროვე იდეების განხორციელებისთვის. ამგვარი აქცენტირებული კედელი შესაძლებელია სურათებითა და ნაჭრით მოირთოს ან სულაც მოიხატოს. ტრენდულია ასეთი კედლის ოთახის ცენტრალურ ელემენტად გამოყენება.

  1. დეკორი

სივრცის გალამაზება მოლდინგის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, თუმცა როგორც უკვე მიხვდით, არა ერთადერთი. მოლდინგის მეშვეობით არა მხოლოდ დიზაინის მნიშვნელოვანი დეტალების გაზგასმაა შესაძლებელი, არამედ უნიკალური ინტერიერის შექმნაც. მოლდინგს შეუძლია ოთახს დახვეწილობა და ბრუტალობაც კი შემატოს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ რას შეუხამებთ მას და  ფიგურების რა ვარიაციებს მიმართავთ.

ძველი თბილისური ამბავი გასტროდუქან “რიგის” ინტერიერში

რა არის მოდულური კონსტრუქციები?