in

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხიანი ცენტრალური კარი – 4 უმთავრესი მახასიათებელი

ცენტრალური კარი სახლის ის მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც ნებისმიერ ვიზიტორს პირველ შთაბეჭდილებას უქმნის და მას სივრცეში შესვლისკენ უბიძგებს. ის ერთგვარი გამყოფი და მაკავშირებელი რგოლია ინტერიერსა და ექსტერიერს შორის, ამიტომ კარის ვიზუალური მხარე და იერსახე სახლის ზოგად სტილსა და ხასიათზე მიუთითებს. დიზაინთან ერთად, უმთავრესი მისი დაცულობის ფაქტორი და მდგრადობაა. ცენტრალური კარი ხანგრძლივი გამოყენებისათვის არის გათვალისწინებული, ამიტომ აუცილებელია მაქსიმალურად ხარისხიანი მოდელის გამოყენება. იმისათვის, რომ შესასვლელი კარი იყოს არა მხოლოდ მომხიბვლელი, ინტერიერის დიზაინს კარგად  ერწყმოდეს, ამასთანავე, მდგრადობითა და უსაფრთხოებით გამოირჩეოდეს, საჭიროა ის დიდი ყურადღებით შეარჩიოთ და პროდუქტის შეძენისას მისი უმთავრესი მახასიათებლები გაითვალისწინოთ. ამიტომ სწორედ, ამ მთავარ ფაქტორებზე გავამახვილებთ დღეს ყურადღებას, რომ კარის შერჩევისა და ყიდვის პროცესი გაგიმარტივდეთ. როგორც გაბილდის კარის ექსპერტები გვირჩევენ,  საყურადღებოა 4 მთავარი კრიტერიუმი, რომელსაც თანამედროვე კარი უნდა აკმაყოფილებდეს:

1. თბო და ხმის იზოლაცია

მაქსიმალური კომფორტის მისაღწევად აუცილებელია შესასვლელი კარის სითბოსა და ხმის იზოლაციის დონის გათვალისწინება, რაც ენერგოეფექტურობასა და გათბობის ხარჯების ოდენობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. ცენტრალური კარის დათბუნებისთვის ბაზარზე სხვადასხვა გზა არსებობს და მრავალფეროვანი მასალები მოიპოვება, რომლებიც ერთმანეთისგან ფასით, ხარისხითა და თვისებებით განსხვავდება, რაც მომხმარებელს არჩევანის შესაძლებლობას სთავაზობს. თუმცა, ყველაზე ქმედითუნარიანი თერმო გამყოფის გამოყენებაა. უსაფრთხოებასთან ერთად, მის მთავარ უპირატესობას ის წარმოადგენს, რომ ეს კონსტრუქცია დათბუნების მასალებს მოიცავს და ორმაგი ეფექტის ფუნქცია აქვს, რაც გარანტირებულ თბოიზოლაციას უზრუნველყოფს ყველაზე რთულ და ცვალებად კლიმატურ პირობებშიც კი. თერმო გამყოფი ხმაგაუმტარობითაც გამოირჩევა და ისეა დამონტაჟებული, რომ მაქსიმალურად შეამციროს ცივი, ცხელი და ხმაურის ნაკადების სივრცეში შეღწევა.

2.  რეზინის შემამჭიდროებელი

ლითონის კარის კონსტრუქციაში, სხვა პარამეტრებთან ერთად, შემამჭიდროებელს საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია. დადგენილია, რომ კარი, რომელიც შემამჭიდროებლით არაა აღჭურვილი, აკუმულირებული ან გამომუშავებული სითბოს 40%-ს კარგავს, რაც კომუნალურ ხარჯებზეც აისახება. შემამჭიდროებლის უმთავრესი ფუნქცია სახლის ორპირი (გამჭოლი) ქარისგან დაცვაა, ამასთანავე, ის კარგად უმკლავდება ქუჩიდან შემოსული ხმების, სუნისა და კვამლის ჩახშობას. ამ შემთხვევაშიც, ბაზარზეც სხვადასხვა ტიპის მოდელია ხელმისაწვდომი, მაგალითად, რეზინის (ყველაზე გავრცელებული, ბიუჯეტური, საშუალო მედეგობის); გერმანული პრემიუმ ხარისხის ავტომანქანებში გამოყენებული რეზინის შლოგელის შემამჭიდროებელი და მოდიფიცირებული კაუჩუკის მასალა (გამოირჩევა მდგრადობით, კარგად უძლებს ტემპერატურას, არ კარგავს ფორმებს). პროფილის მიხედვით კი გამოირჩევა: ლენტისებრი, მილისებრი, ზამბარისებრი და დასაკეცი შემამჭიდროებლები. აღსანიშნავია ისიც, რომ რეკომენდებულია ლითონის კარს მინიმუმ სამი შემამჭიდროებელი კონტური ჰქონდეს.

3. გატეხის საწინააღმდეგო სადგმელი

გატეხის საწინააღმდეგო სადგმელი – დევიატორი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს უსაფრთხოებისა და დაცულობის მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად. სპეციალური მოწყობილობა დამატებითი საკეტების რაოდენობას ქმნის, რაც იმას გულისხმობს, რომ კარი დახურულია არა მხოლოდ მთავარი საკეტების კოჭებით (რიგელებით), არამედ დევიატორის ამწეებით (რიგელებით), რაც თავისთავად, კარის დაცულობას აძლიერებს და კიდევ უფრო მდგრადს ხდის გატეხვისა და დაზიანების მიმართ.

4. საკეტები

ცენტრალური კარის ეფექტურობა, არა მხოლოდ მისი კონსტრუქციითა და ხარისხიანი მასალით განისაზღვრება, არამედ საკეტების ტიპის მიხედვითაც. ბაზარზე არსებულ მრავალმხრივ პროდუქციაში ბერკეტული საკეტი ყველაზე ეფექტურ მოდელად სახელდება, რადგან ის საკმაოდ კომპლექსური მექანიზმის მქონეა და ყველაზე მედგარ საკეტს წარმოადგენს. აღნიშნული საკეტის გატეხვა ან მოხსნა ძალიან რთულია, რადგან მექანიზმი და გულანა სპეციალურ კორპუსშია მოთავსებული კარის კონსტრუქციის შიგნით და ხშირ შემთხვევაში, ე.წ „საკეტი ჯიბითაა“ დაცული დამატებით. ამიტომ რეკომენდებულია ერთ-ერთი საკეტი მაინც იყოს ბერკეტული, რათა მან თქვენი მშვიდი და უსაფრთხო ცხოვრება დაიცვას.

გარდა სტანდარტული საკეტებისა, დღესდღეობით თანამედროვე კარი ჭკვიანი და ციფრული მექანიზმებითაა აღჭურვილი, რაც კიდევ უფრო ართულებს მისი გატეხვის შესაძლებლობას.

ჩვენ დავინტერესდით სად შეიძლება მსგავსი აღჭურვილობის კარის შეძენა, რომელიც ყველა ზემოთ აღნიშნულ კრიტერიუმს აკმაყოფილებს და თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება, რათა ქართველი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს მაღალი ხარისხის, მდგრადობითა და უსაფრთხოებით გამორჩეული პროდუქცია.

სად შევიძინოთ ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლების მქონე კარი საქართველოში?

საქართველოში მაღალი ხარისხის კარის შეძენა გაბილდის მაღაზიებშია შესაძლებელი. კომპანია ქართულ ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა და ის მუდმივ განვითარებასა და ხარისხზეა ორიენტირებული. „გაბილდის მთავარ მიზანს მომხმარებლისთვის ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის ექსკლუზიური პროდუქციის შეთავაზება წარმოადგენს. შოურუმში წარმოდგენილია მსოფლიოში აღიარებული სხვადასხვა ბრენდის კოლექცია, რომლებიც მდგრადობით, დაცულობითა და მიმზიდველი დიზაინით გამოირჩევა. შოურუმში წარმოდგენილი ასორტიმენტის დათვალიერება შემდეგ მისამართებზეა შესაძლებელი: თბილისი – ვ. ბაგრატიონის N5 და ა. წერეთლის N115ა; ბათუმი – პუშკინის N37.

ბინა მზიურის პარკთან ზომიერებისა და სისადავის სინთეზით – სტუდია Due-ს ნამუშევარი

რა საჭიროა გაზის დეტექტორი და როგორ უნდა დამონტაჟდეს ის?