in

ტური ვანესა ჰაჯენსის ლოს ფელიზის სახლში

ცნობილმა მომღერალმა და მსახიობმა ვანესა ჰაჯენსმა ხუთი წელი გაატარა სახლის ძიებაში, რომელსაც ახლა ის თავის კომფორტულ სივრცეს უწოდებს. „ამ სახლში იმდენი დეტალი იყო, გავოცდი“, – ამბობს ის. „ჭიშკარში შემოსვლისთანავე დავინახე, რომ სახლი სუროთი იყო დაფარული, ზეთისხილის ხეებით იყო გარშემორტყმული, თითქოს საფრანგეთში ან იტალიაში ვიყავი.”

Tbc Insurance
Tbc Insurance

სახლის ისტორიამ ის კიდევ უფრო მიიზიდა. იგი ააშენა რეჟისორმა სესილ ბ. დემილმა 1922 წელს. ჰაჯენსამდე ის ეკუთვნოდა მსახიობ გარი ოლდმანს, რომელიც მე-18 საუკუნის ფრანგულ მუხის იატაკებს აწყობდა. “მე მინდოდა ძველი სახლი”, – ამბობს ჰაჯენსი. „ჩემთვის არის რაღაც ძალიან რომანტიული ამაში, სახლი ხასიათითა და უცნაურობებით. მე მიყვარს ძველი ჰოლივუდის ელემენტები: არტ-დეკოს საჰაერო ხვრელები, ჭაღი კიბეზე, ეზო, რომელიც პარკს ჰგავს.”

2018 წელს სახლის შეძენის შემდეგ, ჰაჯენსმა დაიქირავა ინტერიერის დიზაინერი ჯეიკ არნოლდი. ”თავდაპირველად მქონდა იდეა, რომ სახლი ძალიან თეთრი და მონოქრომული უნდა ყოფილიყო,” – ამბობს ის, ”და შევუკვეთე მასიური, თეთრი დივანი. ”ჩამოვიდა, მაგრამ მივხვდი, რომ სახლს ის არ მოუხდებოდა, ამიტომაც, მივედი ვინტაჟურ მაღაზიაში და ვიპოვე ეს ვარდისფერი მოჰერის დივანი, რომელიც დანახვისთანავე შემიყვარდა.” ამის შემდეგ გაჩნდა ახალი გეგმა: “მინდოდა, სახლი სუპერ ქალური ყოფილიყო, ქალის სხეულების ხაზგასასმელად, ქალთა ერთგვარი სასახლე ყოფილიყო.”

ქალური მისტიკისადმი პატივისცემა ეზოშიც გაგრძელდა. ჰაჯენსმა მოიწვია მხატვარი კარლი კუნი, რომელმაც შექმნა სახეების მბზინავი ფრესკა აუზის მიმდებარე კედელზე.

სახლის უმეტესი ნაწილის მასალა ხეა – აქ ვხვდებით ხის როგორც ჩაშენებულ, ისე ცალკე მდგომ ავეჯს – მაგიდებს, სკამებს, თაროებს და ა.შ სწორედ ეს დეტალები ქმნის ვანესას სახლს უფრო ევროპული ტიპის სივრცედ.

ფოტოგრაფი:

ინტერიერის დიზაინის 8 ტენდენცია მილანის დიზაინის კვირიდან

#სადვიცხოვრო: მულტიკულტურული ელემენტებით დატვირთული ბინა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე