in

UPTOWN OKROKANA – პრემიუმ-კლასის საცხოვრებელი უბანი თბილისთან ახლოს

დღესდღეობით საკმაოდ რთულია ვიპოვოთ ისეთი ადგილი, რომელიც თან ახლოს იქნება ქალაქის ცენტრთან და თან – მშვიდ და გამწვანებულ გარემოს შემოგვთავაზებს; ადგილი, სადაც არ შეგვაწუხებს ხმაურიანი ქალაქის რუტინული გარემო და, რაც მთავარია, ზუსტად იქნება მორგებული ჩვენს საჭიროებებზე.

სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით თავისუფლების მოედნიდან 10 წუთის სავალზე, ზღვის დონიდან 700 მეტრზე პრემიუმ-კლასის საცხოვრებელი უბანი UPTOWN OKROKANA შენდება.

ეს არის პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს მისი მაცხოვრებლების ყოველდღიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას – იქნება ეს ურბანული ცენტრების რესურსები თუ უბრალოდ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ყოფნა და დასვენება. გარდა ამისა, პროექტიდან გადაშლილი ხედი ასევე იძლევა მისით ტკბობის საშუალებას და ქალაქთან ემოციური კავშირის შენარჩუნებას.


მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ საცხოვრებელი სახლები განლაგებულია ტერასულად, ბუნებრივი რელიეფის გათვალისწინებით. სახლები ერწყმის რელიეფის კონფიგურაციას – როგორც ფორმებითა და არქიტექტურულ-გეგმარებითი გადაწყვეტებით, ისე მხატვრულ-ესთეტიკური თვალსაზრისით. ასევე, ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 3 500 კვ. მ. ფართობის სარეკრეაციო და ბავშვთა გასართობი ზონა.

​თითოეულ საცხოვრებელს გააჩნია პრემიუმ-კლასის სახლებისთვის დამახასიათებელი ყველა სიკეთე, იქნება ეს კეთილმოწყობილი ეზო, ავტომობილების პარკირების ადგილები, ენერგო ეფექტიანი სახლი, პანორამული ტერასები თუ საცურაო აუზი ხედით თბილისზე.


გარდა ამ ყველაფრისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს UPTOWN OKROKANA-ს კონკრეტული უპირატესობები:

  • შერჩეული ტერიტორია საკურორტო-სარეკრეაციო ადგილია; აქ გვხვდება ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი: დაბალი მთის ჰავა;
  • სახლი აღჭურვილია კონდიცირების სისტემით – გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია და ჰაერის ფილტრაცია; გამოყენებულია თანამედროვე  ტექნოლოგიები – ვენტილირებადი ფასადი  და მზის ენერგოპანელები;
  • ყველა სამშენებლო მასალა ეკოლოგიურად სუფთა და სერტიფიცირებულია. სახლის შეძენისას მყიდველს გადაეცემა გამოყენებული სამშენებლო მასალების ხარისხის სერტიფიკატები;
  • უბანი დაცული საცხოვრებელი კომპლექსის ტიპისაა, რაშიც იგულისხმება კომპლექსის ტერიტორიის უსაფრთხოების დაცვა, უბნის საზოგადოების სივრცეების (მათ შორის, გამწვანების) მოვლა-პატრონობა, საინჟინრო-ტექნიკური მომსახურება და სხვა.

UPTOWN OKROKANA-ს მშენებლობა უკვე დაწყებულია და იგი 2022 წელს დასრულდება.

[R]

ქართული სტენდის დიზაინი კიოლნის გამოფენაზე – ლივინგსტონისა და THE WALL Design Studio-ს ერთობლივი ნამუშევარი

როგორ შევღებოთ ჭერი მარტივად?