in

როგორ მოვაგვაროთ ურჩი გადამხდელების პრობლემა სადარბაზოში – Homeis.ge გირჩევთ

მოუწესრიგებელი სადარბაზო, გაუმართავი ლიფტი, დროთა განმავლობაში წარმოქმნილი პატარა დაზიანებები საერთო ჯამში არასასიამოვნო განცდას ქმნის და ახალსახლობის სიხარულს ჩრდილავს, მაგრამ განსაკუთრებით უარყოფითი ემოცია ამგვარი პატარა გამოწვევების მიმართ სამეზობლოში გულგრილ დამოკიდებულებას მოაქვს.

კორპუსებში ძირითადად ორი სახის მაცხოვრებელი გვხვდება – მესაკუთრე და მდგმური. ჩვენ სწორედ მესაკუთრის გულგრილობასთან და მდგმურის უპასუხიმგებლობასთან გვიწევს შეჯახება. მესაკუთრის შემთხვევაში, ეს ამხანაგობის ფონდში მონაწილეობის მიღებაზე უარია (საბაბით რატომ უნდა გავამდიდრო სახლმმართველი) ხოლო მდგმურის შემთხვევაში, უდიერი დამოკიდებულება საერთო საკუთრების მიმართ (დაყრილი სიგარეტის ნამწვავი, მწვრილმანი ნაგავი და ა.შ.).

არავისთვის არის საიდუმლო, რომ ჩვენში აქამდე დამკვიდრებული სამეზობლოს ამხანაგობის სქემა, სადაც თავმჯდომარესთან ერთად ხდება საერთო პრობლემის დასმა და შემდგომ მისი მოგვარების მცდელობა, არაეფექტურია, ვინაიდან ამ შემთხვევაში პრობლემები ან საერთოდ არ გვარდება ან მხოლოდ ნაწილობრივ. საბოლოო ჯამში კი რეალობა ასეთია: ურჩი გადამხდელები კეთილსინდისიერი მეზობლების ხარჯზე მგზავრობენ ლიფტით, სარგებლობენ საერთო დასუფთავებული სივრცეებით და დაცვისა თუ კონსიერჟის მომსახურებით. სამწუხაროდ, დღემდე არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ასეთ მეზობლებს რაიმე ტიპის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დააკისრებს. თუმცა, გამოსავალი მაინც არის. გვინდა გაგიზიაროთ რამდენიმე საშუალება, რომელიც ამგავრ არასასიამოვნო კომუნიკაციას შეძლებისაგვარად აგარიდებთ თავიდან და მეზობლების ამხანაგობაში მაქსიმალურ ჩართვაში დაგეხმარებათ.

პირველ რიგში, ეს გახლავთ კომპანიები, რომლებიც ამხანაგობას ელექტრონული საფულის შექმნას სთავაზობენ. ამ შემთხვევაში, მეზობლებს ლიფტისა და სადარბაზოს კარით სარგებლობისათვის ელექტრონული ბარათები ურიგდებათ, ხოლო მათი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მასზე ამხანაგობის მიერ წინასწარ მოლაპარაკებული თანხის დარიცხვის შემდგომ. იქმნება გამჭირვალე ფონდი და მისი ხარჯვაც ასევე გამჭირვალეა. “ურჩ გადამხდელებს” კი ლიფტით სარგებლობის საშუალება ეზღუდებათ. საქართველოში ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა „სითიქომი“, რომელიც ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია წარმატებულად ოპერირებს.

ამას გარდა, ამგვარი ელექტრონული ყულაბის მეშვეობით შესაძლებელი ხდება ისეთი კომპანიების დაქირავება, რომლებიც მომსახურების ფართო სპექტრს გვთავაზობენ – შენობის დასუფთავებით დაწყებული, კონსიერჟის მომსახურებით დასრულებული. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა „ბრავა“, რომელიც ასევე საკმაოდ დიდი ხანია ახორციელებს წარმატებულ საქმიანობას ქართულ ბაზარზე.

და ბოლოს, არა ნაკლებ ეფექტურია კორპუსის მაცხოვრებელების მიერ სოციალურ ქსელებში სპეციალური ჯგუფის შექმნა, სადაც ღიად ხდება არაკეთილსინდისიერი მეზობლების “მხილება”  და  მდგმურების მიერ არასათანადო ქცევების გამოაშკარავება, რითაც გამქირავებელი მყისიერად ღებულობს ინფორმაციას და სურვილისამებრ რეაგირებს.

როგორ შევუწყოთ ბავშვების დამოუკიდებლობას ხელი არქიტექტურის დახმარებით – მონტესორის მეთოდი

როგორ შევარჩიოთ მატრასი სწორად – 4 მნიშვნელოვანი რეკომენდაცია