რა სჭირდება ჩვენს სახლს სრულფასოვნებისთვის? რა თქმა უნდა, ინტერიერი, რომელიც ჩვენს გემოვნებაზეა მორგებული, ჩვენს ინდივიდუალურობას გამოხატავს და ისეთ ფერებშია გადაწყვეტილი, ყოველდღე ცხოვრების ხალისი რომ თავიდან გეძლევა. ბაზარზე მრავალი ადგილია, სადაც ავეჯის ყიდვა შეიძლება, თუმცა არსებობენ კომპანიები, რომლებიც ერთდროულად მაღალ ხარისხზე, ყველანაირი ბიუჯეტის გათვალისწინებასა და საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებაზე მუშაობენ.
ავეჯის სახლი „ვერონა” სწორედ ერთ-ერთი მათგანია. ეს არის მასშტაბური შოურუმი, რომელიც 2013 წლიდან სთავაზობს მომხმარებელს იტალიურ ბრენდებს, მაღალი ხარისხის მომსახურებას და ნებისმიერ ადამიანს საშუალებას აძლევს, საკუთარი სახლი ინდივიდუალურად, თავისი გემოვნებით მოაწყოს. წლების განმავლობაში ვერონა ასოცირდება პრემიუმ კლასის ავეჯთან, ფუფუნებასთან, თუმცა, ამავდროულად, პოზიციონირდება, როგორც ყველასთვის ხელმისაწვდომი ბრენდი, რომელიც ყოველთვის ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს.

ამის კიდევ ერთი დასტურია ახალი სივრცე და ბრენდული ხაზი, რომელიც კომპანიამ შექმნა. ორსართულიან შოურუმს, მესამე სართულზე, ახალი კოლექციებით მდიდარი სივრცე დაემატა, სადაც იტალიურთან ერთად, უკვე პოლონური და გერმანული ავეჯიც დაგხვდებათ. ამ სიახლემ კიდევ უფრო გაზარდა არჩევანი და, შესაბამისად, სეგმენტიც, რადგან მომხმარებელს ახლა მეტად მრავალფეროვან საფასო კატეგორიაში შეუძლია საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქტის შეძენა საკუთარი სახლის ინტერიერისთვის.

„ბიზნესის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს მყისიერი გადაწყვეტილებების მიღებას და ამის მაგალითი ჩვენი მხრიდან არის შოურუმის გაფართოება, სადაც სრულყოფილადაა მოცემული ბრენდები და კოლექციები. ამით “ვერონა” საკუთარ ხელწერას არ ცვლის. ყველა ბრენდი და ნივთი, რომელიც აქ განთავსდება, სრულად დააკმაყოფილებს ქართველ მომხმარებელს. რეალისტური ინტერიერი კი, რომელიც შოურუმში დაგხვდებათ, გაამარტივებს გადაწყვეტილების მიღებას თქვენი სივრცისთვის.
დაგვემატა პოლონური, ასევე, გერმანული ავეჯი, რომელიც ერგონომიულია და გეომეტრიული ფორმებით გამოირჩევა. ამასთან, წარმოდგენილი გვაქვს იტალიური ბრენდი Faer – საძინებლების საკმაოდ ბიუჯეტური, თუმცა ხარისხიანი ბრენდი.
საერთო ჯამში, მასალების მრავალფეროვნება მომხმარებელს აძლევს საშუალებას, ყველა ოთახისთვის ერთ სივრცეში შეარჩიოს სასურველი ავეჯი – აარჩიოს ფერები, ქსოვილი და ზომები, რითაც მიიღებს კომპლექსურ, სტილისტურად შეთანხმებულ ინტერიერს.
ეს ზრდის “ვერონას” მიმართ ნდობას და ქმნის კომფორტულ, პროფესიონალურად ორგანიზებული შოპინგის გამოცდილებას”,- თინა ნაჭყებია, „ვერონას” მენეჯერი
გამოცდილება, რომელზეც კომპანიაში საუბრობენ, მხოლოდ კოლექციებისა და ფასების მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. “ვერონა” ცნობილია, როგორც ბრენდი, რომელიც მომხმარებელს პერსონალიზებულ მომსახურებას სთავაზობს. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ თითოეულ ადამიანს შეუძლია კონსულტაციის მიღება, არჩევანის გაკეთების შემდგომ კი თავად კომპანია უზრუნველყოფს ნივთის მიწოდებას, მონტაჟსა და საგარანტიო მომსახურებას.
ამ ყველაფრის ერთიანობით მომხმარებელს ექმნება ნდობა, ხოლო ურთიერთობა მას და ბრენდს შორის ხდება სტაბილური. შესაბამისად, მომხმარებელმა, რომელმაც ერთხელ მაინც მიიღო ვერონასგან მომსახურება, უკვე იცის, სამომავლოდ სად წავიდეს საკუთარი ინტერიერის გასახალისებლად.

„ვერონა”– ეს არ არის მხოლოდ ავეჯის შოურუმი, ეს არის ბრენდი, რომლის რეპუტაციაც სამ ძირითად პრინციპს ემყარება: ნდობა, მაღალი ხარისხი და გამოცდილება. მისი სამომავლო ხედვა მეტ კმაყოფილ მომხმარებელს მოიაზრებს, რათა კომპანიამ შეძლოს და ყველა სახლის კარი შეაღოს.
[R]






