in

რა განაპირობებს შენობის გამძლეობასა და სიმტკიცეს – იტონგის ავტოკლავური აირბლოკის მთავარი უპირატესობა

იტონგის ავტოკლავური აირბლოკის მთავარი ბენეფიტებია: ენერგოეფექტურობა, სწრაფი მშენებლობა, მაღალი ხმის იზოლაცია, ცეცხლგამძლეობა, 40%-მდე კომუნალური ხარჯების შემცირება, ეკოლოგიურობა, სიმტკიცე და გამძლეობა. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, თუ რატომაა გამძლე და მტკიცე იტონგის აირბლოკით აშენებული შენობა.

იტონგის აირბლოკი იქმნება აირბეტონისაგან, რომლის დასამზადებლად სრულად ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეული გამოიყენება: ქვიშა, კირი, ცემენტი, თაბაშირი და წყალი. ამ შემთხვევაში წარმოებისას დანაკარგი და გარემოს დაბინძურების ფაქტორი მინიმუმამდეა დაყვანილი, თავად წარმოების პროცესიც კი ენერგოეფექტურია.

ნედლეულის არევის შემდეგ თხევადი ნაერთის მასას ასაფუებლად ტოვებენ. აფუება ნაერთში მილიონობით ჰაერის ბურთულის წარმოქმნას გულისხმობს, რაც იტონგს უნიკალურ სტრუქტურას სძენს. აფუების შემდეგ იტონგის მოცულობა 5-ჯერ იზრდება და ვიღებთ ნახევრად მყარ მასალას, რომლის დამუშავებაც მარტივად არის შესაძლებელი. მას სპეციალურ დანადგარში ათავსებენ რომელიც მასალას 0.3 მმ სიზუსტით ჭრის და ბლოკის ფორმას აძლევს.

დაჭრილი აირბლოკი ავტოკლავურ ღუმელში თავსდება, სადაც მომდევნო 12 საათის განმავლობაში ხდება აირბლოკის შრობა-გამყარება მაღალ წნევაზე – 190 გრადუსის ტემპერატურაზე. ავტოკლავური მეთოდი გამორიცხავს შრობის პროცესში ბლოკების დეფორმაციასა და ბზარების წარმოქმნას.

იტონგის ავტოკლავური აირბეტონის სტრუქტურები გახლავთ გამძლე და არ განიცდის დეგრადაციას ნორმალურ ატმოსფერულ პირობებში.

იტონგის ავტოკლავური აირბეტონის ბლოკი 100 წლიანი გამძლეობით გამოირჩევა.

ქვის მასალის გამძლეობა განისაზღვრება მისი ყინვაგამძლეობით. მნიშვნელოვანია ციკლების რაოდენობა, რომელსაც მასალა გაუძლებს.

გარდა მასალის ყინვაგამძლეობისა, აუცილებელია მისი სწორი მონტაჟი, რათა სახლი დიდი ხნის განმავლობაში გვემსახუროს, ის უნდა ავაშენოთ ყველა მოთხოვნის დაცვით.

საქართველოში, იტონგის ქარხანაში მუდმივად ხდება თანამშრომლების გადამზადება უცხოელი ექსპერტების მიერ. იტონგის რეალიზაციის შემდგომ მომსახურებაში შედის ხელოსნების სპეციალური მომზადება აირბლოკების სწორ წყობა-მოხმარებასა და იტონგის ხელსაწყოების გამოყენებაში.

საქართველოში იტონგის აირბლოკის წარმოება ევროპული სტანდარტების სრული დაცვით ხორციელდება.

რუბრიკის წარმდგენია იტონგ კავკასუსი.

ყველაზე ტრენდული და მდგრადი იატაკის საფარი

Zarzales — დასასვენებელი სახლი მექსიკის ბუნებაში