in

Zarzales — დასასვენებელი სახლი მექსიკის ბუნებაში

Alliance Group
Alliance Group

Zarzales არის მცენარეულობითა და ფიჭვებით გარშემორტყმული დასასვენებელი სახლი მექსიკაში, ვალე დე ბრავოში. არქიტექტურა, რომელიც ჩაფიქრებულია PPAA Pérez Palacios Arquitectos Asociados-ის მიერ, საშუალებას იძლევა, რომ საზღვრები მოიხსნას, შიდა და გარე სივრცეები გაერთიანდეს.

პროექტში, დახრილი სახურავები — გადაწყვეტა, რომელიც ზონაში უხვი ნალექით არის გამოწვეული — სივრცეებს, გარდაქმნის ჰაეროვან ადგილებად, სადაც მთავარ გმირებს სინათლე და ბუნება წარმოადგენს. სახლი მოთავსებულია ბეტონის პლატფორმაზე, რომელიც შენობის ფარგლებსაც ცდება, რითაც ვიზუალურად ერთგვაროვანი გარემო წარმოიქმნება.

ძირითადი სტრუქტურის დიდი ღიობები საგულდაგულოდ არის დაპროექტებული, რათა ლანდშაფტისა და საცურაო აუზის შესანიშნავი ხედები ხელმისაწვდომი იყოს. მეორეს მხრივ, შემინული სახურავი, შიდა ეზოში რბილ და სასიამოვნო განათებას ქმნის.

თეთრი და კრემისფერი ნეიტრალური ტონებით გაფორმებულ ინტერიერში, ხე და ბეტონი დომინირებს. დიზაინის ცენტრში ბუნებაა — დიზაინერებმა, შენობის „სწორ“ ადგილას განთავსებით ირგვლივ არსებული გარემო შეინარჩუნეს.

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

რა განაპირობებს შენობის გამძლეობასა და სიმტკიცეს – იტონგის ავტოკლავური აირბლოკის მთავარი უპირატესობა

გარემოსადმი ცნობისმოყვარეობითა და ზრუნვით დაწყებული არქიტექტორის გზა – ინტერვიუ გიორგი ხმალაძესთან