in

30 კვ/მ ბინა 2 შვილიანი ოჯახისთვის – პატარა სივრცის ოპტიმალური დაგეგმარება

სტუდია „Nomadform“-მა  30 კვადრატული ფართის პატარა ბინა დააპროექტა. დიზაინერებმა მესაკუთრეს ლოფტის სტილის ტიხრებიანი ზონირება შეთავაზეს. „ჩვენ გვინდოდა მაქსიმალური ფუნქციურობა მიგვეღო და ამავდროულად ჰაეროვნება შეგვენარჩუნებინა – ყვება პროექტის ავტორი. პატარა სივრცესთან მუშაობის დროს ეს იდეალური კომბინაციაა, როცა მეპატრონის ყველა სურვილს ითვალისწინებ და საჭირო ფუნქციური ზონებსაც ღებულობ. ამავე დროს ყოველთვის რჩება მოძრაობისა და სუნთქვის ადგილი.“

Banner M2
Banner M2

დამკვეთი ახალგაზრდა წყვილია, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებს. პირველ რიგში აუცილებელი იყო კომფორტული სამუშაო ზონის ორგანიზება ორი ბავშვისთვის, ასევე სრულფასოვანი სამზარეულოს მოწყობა შეზღუდულ ფართზე – ბინის მესაკუთრეებს უყვართ სტუმრების მიღება და საჭმლის მომზადება.

პატარა ბინაში დიზაინერებმა ფუნქციური და მოხერხებული გეგმარება შექმნეს. ერთ მხარეს საძინებელი და სამუშაო ადგილი განათავსეს. მეორე მხარეს კი სამზარეულო და სტუმრების მიღების სრულფასოვანი ზონაა ორგანიზებული. სივრცე შუშის მოძრავი ტიხრითაა ზონირებული. აუცილებლობის შემთხვევაში, ფარდების საშუალებით, პრივატული ბლოკის უცხო თვალისგან სავსებით დაფარვაა შესაძლებელი.  ფერი, რომელიც ასევე ვიზუალურად ყოფს ფუნქციურ ზონებს, სივრცეს დინამიურობას მატებს.

შემოსასვლელთან განთავსებული სველი წერტილები საინტერესოდაა გადაწყვეტილი. „ყოველ ჯერზე, როცა სტუმრები მოდიან, მათ საშხაპის პოვნა არ შეუძლიათ. ის, წყალგამძლე ფარდების გაშლის შემდეგ, საჭიროებისამებრ ჩნდება. ამოქმედებულ საშხაპეს ტექსტილი მოხდენილად ფარავს.

სველ წერტილებში ჩვენ ფილაზე ნაწილობრივ უარი ვთქვით. ძირითადი კედლები საშხაპის ზონაშიც კი სააბაზანოს სპეციალური საღებავითაა შეღებილი. სამზარეულოს მაგიდა ხის ფაქტურიანი ფილითაა მოპირკეთებული, რაც ტროპიკული ტყის განცდას ქმნის.

„ჩვენთვის მთავარი ჩვენი დამკვეთების განწყობისა და ცხოვრების წესის გათავისება იყო. შეზღუდული კვადრატული მეტრების მიუხედავად, იდეალური საცხოვრებელი სივრცის შექმნა გვინდოდა. პატარა ბინა ისეთი გამოვიდა, როგორიც ჩაფიქრებული იყო – მსუბუქი, ნათელი, საინტერესო დეტალებითა და საიდუმლოებებითაც კი.

პატარა ფართის მიუხედავად,  ფუნქციური ზონები დამთვალიერებელის წინაშე მოძრაობასთან ერთად იშლება.

 

 

 

როგორ მოვაწყოთ საძინებელი “ჯაპანდის” სტილში – Homeis.ge გირჩევთ

Makhno Studio-ს თიხით შექმნილი პროექტი კიევში