in

Makhno Studio-ს თიხით შექმნილი პროექტი კიევში

„მაზანკა“ ბინაა, რომელიც კიევში, დნეპრის ხედით განებივრებულ ცათამბჯენში მდებარეობს. ამ კომპლექსის ასაგებად უკვე მოძველებული, ანტიკური კონსტრუქციის ტექნოლოგიებია გამოყენებული, ამიტომ ბინის რენოვაციისას არქიტექტორებს სიფრთხილე მართებდათ. “მაზანკა” უკრაინულ ენაზე („мазанка“) ხით, თიხითა და ლერწმით აგებულ პატარა სოფელს ნიშნავს, ამიტომ ბინის სახელწოდებაც გვიქმნის წარმოდგენას პროექტზე – ეკოლოგიურად მეგობრულ ბინაში თანამედროვე ტექნოლოგიებთან შერწყმულია ბუნებრივი მასალები.

Banner M2
Banner M2

Mazanka Apartment / Makhno Studio,© Serhii Kadulin

98 კვადრატული მეტრის ბინა პირველ რიგში დაიგეგმა თავისუფლად და თემატურად დაიყო. მის მფლობელს საინტერესო ცხოვრების სტილი აქვს – მისდევს იოგას, ცეკვავს და უყვარს მზარეულობა. აქედან გამომდინარე Makhno Studio-ს არქიტექტორებმა სამზარეულო, სასტუმრო ოთახი და აივანი გააერთიანეს, თუმცა სხვადასხვა ტექსტურისა და მასალის გამოყენებით თვალსაჩინო გახადეს სივრცეების თემატური განსხვავებები.

Mazanka Apartment / Makhno Studio,© Serhii Kadulin

Mazanka Apartment / Makhno Studio,© Serhii Kadulin

Mazanka Apartment / Makhno Studio,© Serhii Kadulin

სამზარეულო ბინის ცენტრალურ არეში მდებარეობს. ამ სივრცეში ჰარმონიულად არჩეული დეტალები ოთახს ჰაეროვან და რბილ ელფერს ანიჭებს – კარადების მასალა ზოლიანი სტრუქტურისაა, რაც მას რიტმს ანიჭებს. კუნძულების ზედაპირი გრანიტისგანაა დამზადებული, რაც აბალანსებს ყურადღების ცენტრში მარტივად აღმოსაჩენ განათებებს.

Mazanka Apartment / Makhno Studio,© Serhii Kadulin

Mazanka Apartment / Makhno Studio,© Serhii Kadulin

Mazanka Apartment / Makhno Studio,© Serhii Kadulin

Mazanka Apartment / Makhno Studio,© Serhii Kadulin

Mazanka Apartment / Makhno Studio,© Serhii Kadulin

კუბის ფორმის სასტუმრო ოთახისა და საძინებლის სივრცე შეიძლება ხელოვნების ნიმუშად მოინათლოს. ეს არე ანტიკური თიხის ქოხების ზედაპირის მქონეა – Makhno-ს არქიტექტორებმა კედლები თიხით დაფარეს, რომელიც გაშრობისას დასკდა და გასაოცარი პატერნი შექმნა. თიხის კედლები უნიკალური განათებებითაა გამოკვეთილი, რომელთა შორისაც ცალკე აღნიშვნის ღირსია Makhno Studio-ს ხელნაკეთი სანათი – „Ochi”.

Mazanka Apartment / Makhno Studio,© Serhii KadulinMazanka Apartment / Makhno Studio,Plan

ფოტოგრაფი: Serhii Kadulin

30 კვ/მ ბინა 2 შვილიანი ოჯახისთვის – პატარა სივრცის ოპტიმალური დაგეგმარება

არქიტექტურა, როგორც ხელოვნება და არა ბიზნესი – ინტერვიუ A-group-თან