in

კამერონ დიასისა და ბენჯი მადენის სახლი ბევერლი ჰილსში

Banner M2
Banner M2

თავიანთი პირველი შვილის, რადდიკ მედსენის დაბადების აღსანიშნავად 2019 წლის დეკემბერში კამერონ დიასმა და ბენჟი მედდენმა ბევერრლი ჰილსში უზარმაზარი სასახლე შიძინეს. ეს „ქანთრის“ სტილში შესრულებული სახლი 7 საძინებელს და 10 სააბაზანო ოთახს მოიცავს, რაც ქალიშვილის აღზრდისთვის ნამდვილად საკმარისია.

წყვილის განმარტებით, ირგვლივ შესანიშნავი სამეზობლოა: ვინ დიზელი, ჯინ სიმმონსი, ჯონ მაიერი, კეიტ აპტონი და ჯასტინ ვერლანდერი.

როგორც ამბობენ, პენსიაში გასულმა მსახიობმა და „Good Charlotte“-ის მომღერალმა მათი შენაძენის თანხა მთლიანად გადაიხადეს. ეს არცაა გასაკვირი. კამერონ დიასი ხომ თავის დროზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი კინო ვარსკვლავი იყო.

მას შემდეგ, რაც დიასმა უარი განაცხადა სამსახიობო კარიერაზე და ქალიშვილის აღზრდაზე გადაერთო, მაინც ყურადღების ცენტრში მოექცა. ოჯახი ყველანაირად ცდილობს გოგონა პრესასა და საზოგადოებას დაუმალოს და უარს ამბობს მისი ფოტოების პუბლიკაციაზე. ეს კომპლექსი ნახევარ ჰექტარზეა გადაჭიმული და მასზე შექმნილი უსაფრთხოების სისტემების მეშვეობით, კონფიდენციალური ცხოვრების წესის პირობებს სავსებით აკმაყოფილებს.

არქიტექტურა ელიტურ სახლებზე ორიენტირებული კომპანიის „ANR Signature Collection“ – ის მიერ არის შესრულებული. მათ მიერ ისეთი „სელებრითების“ სახლებია დაპროექტებული, როგორიცაა: კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი, კერი ვაშინგტონი, დემი ლოვატო და ლუი ტომლინსონი. ახალი სახლი „ქანთრის“ სტილშია აშენებული.

ისევე როგორც სხვა ცნობილი ადამიანების საცხოვრებლებში ლოს-ანჟელესში, ამ კომპლექსშიც არის ძირითადი და სტუმრების სახლი. თავად სახლის ფართი 862 კვადრატული მეტრია და მოიცავს ავტოსადგომს სამი მანქანისთვის და ასევე დამატებით 10 მანქანის ადგილს.

სახლის ნათელი და გაშლილი ინტერიერი ნეიტრალურ ფერთა გამაშია შესრულებული, რაც თანამედროვე „ქანთრის“ სტილს შეესაბამება. მაღალი ჭერები, ღია რიგელები და მრავალი ფანჯარა გამწვანებული ბაღებისა და მდელოების დათვალიერების საშუალებას იძლევა.

იატაკის ფართო ხის საფარი მთელ სახლში სიმყუდროვეს ქმნის, ხოლო მარმარილოს მაგიდები სამზარეულოს ძვირფას და მდიდრულ იერს აძლევს.

მეორე სართულზე, მთავარ საძინებელში ინდივიდუალური ბუხარი, სასტუმრო ზონა და აივანია.

სახლში ასევე გვხვდება ორმაგი გარდერობიც.

სააბაზანო ოთახში თანამედროვე თითბერის სანტექნიკა და მარმარილოა გამოყენებული.

სახლში კიდევ 6 საძინებელია, ამიტომ სივრცის უკმარისობა ნამდვილად არ არის.

აქვე არის თეატრალური დარბაზი, ღვინის ოთახი, ბიბლიოთეკა და 3 ღია ბუხარი.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ღია მოედანი. აუზი და შიდა ეზო გარშემორტყმულია ადგილობრივი დიდი ხეებით. ტანმაღალი პლატანიები შენობას ელეგანტურობას მატებს, რაც ასე აკლია ახალ აშენებულ სახლებს.

ხალიჩა ინტერიერში – 5 დადებითი და უარყოფითი თვისება

რა შემთხვევაში უნდა შეიძინოთ ინდუქციური ქურა – Homeis.ge გირჩევთ