in

Homeis.ge-ის 5 რჩეული ნაძვის ხის სათამაშო თბილისის მაღაზიებიდან

ნაძვის ხის მორთვა განსაკუთრებით სასიამოვნო პროცესია, რომლის საშუალებითაც ადამიანთა უმეტესობა ხალისობს და ბედნიერი შეგრძნებებით იმუხტება. სადღესასწაულო დეკორაციის გაფორმებით თქვენ შეგიძლიათ საკუთარი დიზაინერული ხედვა გამოხატოთ და ის გარშემომყოფებს გაუზიაროთ. თითოეული თქვენგანი განსაკუთრებულად ემზადება წინასაახალწლოდ და გამორჩეულად სურს ნაძვის ხის მორთვა. სწორედ ამიტომ, დღეს გვსურს გაგიზიაროთ 5 საინტერესო დიზაინის მქონე ნაძვის ხის სათამაშო თბილისის მაღაზიებიდან, რომლებიც ჩვენი აზრით, განსხვავებულ და საინტერესო შტრიხებს შეიტანს თქვენს სადღესასწაულო დეკორში.

1. Bloomingville-ის ნაძვის ხის სათამაშო მტრედები 

მტრედი სიმშვიდისა და სიკეთის სიმბოლოა, ამიტომ მისი გამოყენება საახალწლო დეკორაციაში განსაკუთრებულ ელფერს შემატებს თქვენს ინტერიერს. დადებით ატმოსფეროს შექმნის და ნაძვის ხეს დაამშვენებს. თეთრი მტრედები მოუხდება როგორც სადა, ისე ფერადი და დატვირთული დიზაინის მქონე ნაძვის ხეებს და იდეალურად შეერწყმება მთლიან სადღესასწაულო გარემოს. ამ აქსესუარის შეძენა მაღაზია Mysa-ში შეგიძლიათ, რომელიც თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, N6-ში მდებარეობს. პროდუქტის ფასი 45 ლარს შეადგენს.

2. სანტას ნაძვის ხის მოსართავი Coincasa-გან

სანტა ახალი წლის განუყოფელი სიმბოლოა და კარგი იქნება. თუ ნაძვის ხის გასაფორმებლადაც ამ აქსესუარს გამოიყენებთ. განსაკუთრებით ამ სათამაშოს, რომელიც ერთდროულად საფრენი ბურთის ფორმაც აქვს და სანტას ფიგურითაა გაფორმებული. მუქი მწვანე და წითელი ფერები, საახალწლო განწყობას გვიქმნის და ნებისმიერი სახის დეკორს იდეალურად შეერწყმება. პროდუქტის შეძენა მაღაზია Coincasa-ში შეგეძლებათ, 102 ლარად. მისამართი: თბილისი, ალ.ყაზბეგის N24; რუსთაველის N42; ჭავჭავაძის N37.

3. Alessi -ის ბრენდის ნაძვის ხის სათამაშო

Alessi მე-20 საუკუნის, იტალიაში დაარსებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია. მისი უნიკალური კოლექცია კი Kitchen and Living by Gastronome-შია წარმოდგენილი, რომელიც ვაჟა-ფშაველას გამზირის N22-ში მდებარეობს. მწვანე და ოქროსფერი დეტალებით გაფორმებული სათამაშო, ძალიან განსხვავებულ და უნიკალურ შტრიხებს შეიტანს თქვენი ნაძვის ხის დიზაინში. დახვეწილი, გემოვნებიანი და უცხო აქსესუარი განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს თქვენს ინტერიერში. მისი ღირებულება 163 ლარს შეადგენს.

4. ნაძვის ხის სათამაშო ბადრიჯანი 

ძალიან ორიგინალური და საინტერესო სათამაშოებია წარმოდგენილია The Why Not Gallery-ში. იმ შემთხვევაში თუ ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევთ და განსაკუთრებით გიყვართ ბოსტნეული, ბადრიჯნის სათამაშოს გამოყენება ნაძვის ხის მორთულობაში ძალიან კარგი გადაწყვეტილება იქნება. ეს აქსესუარი თქვენს ინტერიერს უცხო, განსხვავებულ ხასიათს მიანიჭებს და თვალისათვის მიმზიდველ, ინდივიდუალურ აქცენტებს შექმნის. პროდუქტის ფასი სულ რაღაც 20 ლარია.

5. ნაძვის ხის სათამაშო ესპანეთიდან

თუ გსურთ განსხვავებული დეტალებით მორთოთ თქვენი ნაძვის ხე, მაშინ პიცის ფორმის სათამაშო ძალიან ორიგინალური გადაწყვეტილება იქნება. მადისაღმძვრელი და ამასთანავე მიმზიდველი აქსესუარი, ორიგინალურს გახდის თქვენს საახალწლო დეკორაციას. შეგიძლიათ, დროებით დაივიწყოთ სტანდარტული სათამაშოები, წელს სრულიად განსხვავებულ ექსპერიმენტებს მიმართოთ და ამით ინდივიდუალური შტრიხებით შეიტანოთ ინტერიერში. აღნიშნული პროდუქტის შეძენა მაღაზია INTERIORISMO-ში 30 ლარად არის შესაძლებელი. მისამართი: დიდი დიღომი, მუხადგვერდის ქუჩა.

საახალწლო დეკორი გამომშრალი ფორთოხლებისგან

შავ-თეთრ ტონებში გადაწყვეტილი ელეგანტური ბინა მინდელის ქუჩაზე – სტუდია Roomy-ის ნამუშევარი