in

10 ადგილი თბილისში, სადაც სასადილო მაგიდას შეიძენთ

მაგიდა ყველა სახლის ინტერიერის აუცილებელი და საჭირო ელემენტია, ეს არის ნივთი, რომელიც მის ყველა ნაწილში შეიძლება განვათავსოთ –  სასადილო, სამზარეულო, მისაღებ თუ საძინებელ სივრცეებში. შესაბამისად, არსებობს სხვადასხვა დიზაინის, ფორმისა და ზომის მაგიდა, მათ განსხვავებული ფუნქცია შეიძლება ჰქონდეთ – სასადილო, სამუშაო, კერძების მოსამზადებელი, სხვადასხვა ტექნიკისა თუ აქსესუარის განსათავსებელი, თუმცა უმთავრესი დანიშნულება ისაა, რომ მაგიდა ადამიანების შეკავშირებასა და გაერთიანებას უწყობს ხელს. ამიტომ ის ყოველდღიურ ემოციებთან, შეგრძნებებთან, ისტორიებთან და გამოცდილებებთან არის დაკავშირებული. ამასთანავე,  მომხიბვლელი დიზაინის მაგიდა, ინტერიერს განსაკუთრებულ ელფერს სძენს, შეიძლება ითქვას ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს თქვენი სახლის ვიზუალის სრულყოფილად ჩამოყალიბებაში. გადავწყვიტეთ დღეს ის ადგილები გაგაცნოთ, სადაც თქვენთვის სასურველ პროდუქციას შეარჩევთ, რათა დახვეწილი და განსხვავებული მაგიდით სივრცეში სიახლე და გამორჩეული ელემენტი შეიტანოთ.

Castello

Castello, მომხმარებელს გამორჩეული დიზაინის, პრემიუმ კლასის პროდუქციას სთავაზობს. მის შოურუმში 38-ზე მეტი ექსკლუზიური, საერთაშორისოდ ცნობილი ბრენდის ნაწარმია წარმოდგენილი. კოლექცია კრეატიული ხედვითაა შექმნილი და აერთიანებს თანამედროვე, ტრენდულ სტილსა და კლასიკურ, ელეგანტურ მოდელებს. ფართო ასორტიმენტიდან შერჩეული სასურველი მაგიდა, ნებისმიერ ინტერიერში განსხვავებულ ტრანსფორმაციას მოახდენს.

Home Vision 

Home Vision-ი გახლავთ იტალიური პრემიუმ კლასის ავეჯის, განათებისა და აქსესუარების შოურუმი. რომლის პროდუქციაც სახლში დახვეწილ, ელეგანტურ და მდიდრულ აქცენტებს ქმნის. თუ მაგიდის პრაქტიკულ გამოყენებასთან ერთად, მის ვიზუალზეც იზრუნებთ და განსაკუთრებით მომხიბვლელ მოდელს შეარჩევთ, მაშინ ადამიანთა ნებისმიერი შეკრების დღე ბევრად უფრო სადღესასწაულო, ამაღელვებელი და საზეიმო გახდება.

Verona 

Verona-ს შოურუმში იტალიელი ოსტატების მიერ შესრულებული, დეტალებზე აქცენტირებული პროდუქცია დაგხვდებათ, რომელშიც ფორმისა და მატერიის იდეალურ კომბინაციას ვხვდებით. ეს გახლავთ ინდივიდუალიზმის მქონე, პრემიუმ ხარისხის ავეჯი, რომელიც სივრცეში გამორჩეულ ადგილს დაიკავებს. სხვადასხვა სტილით შთაგონებული კოლექცია, ორიგინალურ ატმოსფეროს შექმნის საცხოვრებელ გარემოში და ნებისმიერი ვიზიტორის ყურადღებას მიიპყრობს.

Salotti 

Salotti კიდევ ერთი სივრცეა, რომლის პროდუქცია სახლში იტალიურ განწყობას შემოიტანს. შოურუმში არსებული მოდელები, არა მარტო ფუნქციურ დატვირთვას შეიძენს სასადილო სივრცისთვის, არამედ მომხიბვლელი დიზაინის მაგიდები ინტერიერის დეკორად, გამორჩეულ აქსესუარად შეგიძლიათ გამოიყენოთ. კოლექციაში წარმოდგენილია როგორც ხის, ასევე კერამიკული ზედაპირის ფიქსირებული და გასაშლელი მაგიდები.

INTERIORISMO

თუ გსურთ დასამახსოვრებელი სტილისა და ორიგინალური სივრცის შექმნა, მაშინ აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ INTERIORISMO-ს შოურუმი, რომელშიც განსხვავებული ფუნქციის მქონე, მრავალფეროვანი მაგიდებია წარმოდგენილი. აქ შეხვდებით მინიმალისტური, ვინტაჟური, თანამედროვე და კლასიკური სტილის პროდუქციას, რათა ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანმა თავისუფლად შეარჩიოს და შეუხამოს მრავალმხრივი ხასიათის მქონე ინტერიერს.

Mysa

Mysa კიდევ ერთი ადგილია ავეჯის მოყვარულთათვის, სადაც საინტერესო დიზაინის პროდუქციას  შეხვდებით. მეტი კომფორტის, მყუდროების შესაქმნელად და საცხოვრებელი სივრცის გასალამაზებლად, შოურუმში არსებული მაგიდები ნამდვილად დაგეხმარებათ. ის სიახლისა და საზეიმო განწყობის ატმოსფეროს შექმნის, სადაც მაგიდა არა მარტო პრაქტიკული დანიშნულების მქონე ობიექტი, არამედ საინტერესო დიზაინ აქსესუარიც გახდება.

JYSK

სკანდინავიური ატმოსფეროს შესაქმნელად, სახლში მინიმალიზმის, სისადავის შემოსატანად, რომელშიც ბუნებასთან სიახლოვის განცდაც იგრძნობა, JYSK-ის მაგიდის მრავალფეროვანი კოლექციის დათვალიერება ნამდვილად ღირს. ხის ელემენტები, დახვეწილი და სადა დიზაინი ნებისმიერ ინტერიერს ჰარმონიულად შეეწყობა და საინტერესო კომბინაციას შექმნის.

Comforter

Comforter-ი საინტერესო დიზაინის მქონე, განსხვავებული გემოვნებისა და სტილის მაგიდის მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს. ეს არის ადგილი, სადაც თავისუფლად შეარჩევთ სასურველ მოდელს სახლის სხვადასხვა ზონისთვის. შოურუმში წარმოდგენილი მრავალმხრივი ფორმისა და ფერის პროდუქტი შესაძლებელია ავეჯს შეუხამოთ, ან პირიქით კონტრასტული აქცენტები შეიტანოთ ინტერიერში და ის მეტად ორიგინალური გახადოთ.

Laboratory My Home

Laboratory My Home – საერთაშორისო კორპორაცია ICR-ის ავეჯის მიმართულების შოურუმია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნისა და ბრენდის  ავეჯისა და აქსესუარების ნაწარმს აერთიანებს. ადგილი, რომელიც ზრუნავს თქვენი სახლი მაქსიმალურად კომფორტული, მოსახერხებელი და მიმზიდველი გახადოთ, გთავაზობთ თანამედროვე დიზაინის, მომხიბვლელ კოლექციას. მისი დახმარებით კი ინტერიერის განახლებასა და გალამაზებას შეძლებთ.

Belhouse  

Belhouse-ის შოურუმში მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა, დახვეწილი ევროპული პროდუქციაა წარმოდგენილი. სასურველი დიზაინის, მასალისა და ფერის მაგიდა, დაგეხმარებათ თქვენს საცხოვრებელ სივრცეს მეტი სიმყუდროვე და კომფორტულობა მიანიჭოთ, განათავსოთ ის როგორც სასადილო ოთახში, ასევე მისაღებ ზონაში და თქვენი ოჯახისა და მეგობრების თავშეყრის გამორჩეულ ადგილად აქციოთ.

Earth-Ship — პროექტი, რომელიც საზღვაო ხომალდს მოგაგონებთ

ჩასაშენებელი ავზის უპირატესობები – რატომ ღირს არჩევანის შეჩერება ამ ვარიანტზე?