in

6 ძირითადი მიმართულება სახლის დიზაინში , რომელიც კოვიდ19-მა გამოიწვია

კოვიდ19-ით გამოწვეულმა პანდემიამ და თვითიზოლაციის აუცილებლობამ ადამიანის ცხოვრების დღემდე არსებულ წესში გარკვეული ცვლილებები უკვე გამოიწვია. საკუთარ სახლებში ჩაკეტვის გამო, ამ გაუთვალისწინებელ მდგომარეობაზე მორგება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გახდა და ჩვენი სახლების  დიზაინის გადახედვაც გვაიძულა. საზოგადოებრივი პარკების კონცეფციიდან დაწყებული და დროებითი არქიტექტურული ნაგებობებით დამთავრებული, მათი მოწყობისთვის არსებული ახალი იდეები სწრაფად იხვეწება .

ბევრი თვლის, რომ ეს დამოკიდებულება პანდემიის დამთავრების შემდეგაც დარჩება. გადავხედოთ იმ ძირითად 6 მიმართულებას, რომლებსაც ახალი ეპოქა შემოგვთავაზებს:

  1. ახალი ინტერესი ადაპტირებადი სივრცის მიმართ

ჩვენი კავშირი ჩვენს სახლთან, ფიზიკური თუ გონებრივი, ისეთი ძლიერი როგორც ახლაა, არასდროს ყოფილა. ის შეიძლება შენარჩუნდეს და გაძლიერდეს კიდეც პანდემიის დასრულების შემდგომაც.  სახლებში, მეტი ფუნქციონალური სივრცის შექმნა აუცილებლობა გახდება. სასურველია გვქონდეს სპეციალური სივრცეები, რომლებიც მეტი კონკრეტული საქმიანობით დაკავების საშუალებას მოგვცემს.  ისეთს როგორიცაა საოფისე საქმე, კითხვა, ფიზიკური აქტივობა და გართობა. აქტივობებისათვის მეტი სივრცის მოწყობა მოითხოვს ადაპტირებას და მეტ მოქნილობას არქიტექტურაში. დიზაინერებმა ამ მიდგომების შესწავლა უკვე დაიწყეს. ახალი სისტემა იყენებს რეგულირებად კედლებსა და ეკრანებს, რათა თავისუფალი გეგმარების მეშვეობით ბინა სხვადასხვა სპეციალურ სივრცეებად გადააქციოს

  1. ღია სივრცეების უნივერსალური დატვირთვა

პანდემიის დაწყებისთანავე ბუნებსთან ურთიერთობის მოთხოვნილებამ ადამიანებში ძალიან მოიმატა და პარკში  უბრალო გასეირნება დასვენების მნიშვნელოვან წყაროდ გადაიქცა. თუმცა აკრძალვების ამოქმედების დროს ეს სცენარი არაა უსაფრთხო და ყველასათვის ხელმისაწვდომი. ეს გარემოება გარე სივრცეების გემოვნებით მოწყობის აუცილებლობას იწვევს. არქიტექტორებს მოუწევთ, თუნდაც მცირე, გარე სივრცეების მოწყობა ბინებში, როგორიცაა: ბაღები სახურავზე, უკანა მიკრო ეზოები, ვერანდები და აივნები. ადამიანებმა შეიძლება მოინდომონ, რომ მათ სახლს ბუნებასთან მეტი კავშირი ჰქონდეს. ამის მიღწევა შესაძლებელია საკეცი, შუშის გამყოფი ტიხრებით ან კარებით, რომლებიც აერთიანებს ამ ორ სივრცეს.

  1. საშინაო ოფისის ახალი ფორმები

ადამიანები იძულებული გახდნენ სახლიდან იმუშაონ, ამიტომაც ბევრისთვის სამყოფი ოთახი გადაიქცა დროებით საშიანო ოფისად. ერთის მხრივ კარგია, რომ გადატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა აღარაა საჭირო, თუმცა “სახლის ოფისები” ვერ უზრუნველყოფს იმ კომფორტს, რომელიც საჭიროა პროდუქტიულობისთვის სამუშაო ადგილზე. ბევრ ადამიანს მოსწონს სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა, ამიტომაც დიზაინერები დისტანციურ მუშაობას ახალ ნორმად გადაქცევას უწინასწარმეტყველებენ.  თუ ეს მოხდება, მაღალფუნქციონალური საშინაო სივრცეების არსებობა სახლის დიზაინის განუყოფელი ნაწილი გახდება. ზოგიერთმა უკვე შეიმუშვა კონცეპტუალური საშუალებები სახლის სივრცეებში საშინაო ოფისის ინტეგრაციისათვის. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ სამუშაო ადგილი, დაპროექტებული საცხოვრებელი სახლის ბაღში, რაც სახლიდან სამსახურში გასვლის განცდას იწვევს.

  1. დეზინფიცირებული სადარბაზოები

შანხაის რესტორანში, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, სტუმრებს შესასვლელში მოწყობილი სადეზინფექციო აპარატით ამუშავებენ.  ამგვარი კონცეფცია შეიძლება დაინერგოს საცხოვრებელ სახლებშიც. იმისთვის რათა სახლები იყოს უფრო სუფთა და უსაფრთხო, შესასვლელები მკაფიოდ განსაზღვრულ გადასასვლელ სივრცედ გადაიქცევა. აქ შესაძლებელი გახდება ფეხსაცმლის გახდა, ქურთუკების ჩამოკიდება და ხელების დეზინფიცირება სახლის სივრცეში შესვლის წინ. მრავალსართულიან შენობებში კი დამატებით დაინერგება ხმოვანი ტექნოლოგიებით მართვადი ლიფტები.

  1. სამზარეულოს „სმარტ“ დიზაინი

ვინაიდან ბოლო დროს, ადამიანები სახლში დარჩენისკენ მეტად გახდნენ მიდრეკილები, სამზარეულოების მნიშვნელობა სახლში საგრძნობლად გაიზარდა. დიზაინერების აზრით, სათავსოები კიდევ უფრო აუცილებელი გახდება. ამის მიზეზი ადამიანების მაღაზიებში იშვიათად გასვლისკენ სწრაფვაა. „ხელების გარეშე“ აზროვნების ზრდის გამო,  პოპულარული გახდება „სმარტ“ სამზარეულოების დიზაინი. ეს ნიშნავს იმას, რომ სამზარეულოში მეტი ხმოვანი ტექნოლოგიები გაჩნდება, რომლებითაც შესაძლებელია შუქის, შემრევების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მართვა.

6 ჰაერის გაწმენდის სისტემები

პანდემიის დროს, ჰაერის ხარისხი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი იყო. ადამიანები თავიანთ სახლებში, ჰაერის ხარისხს მეტ ყურადღებას მიაქცევენ. ამას გააკეთებენ გაუფილტრავი ჰაერის სახლის სივრცეში მოხვედრის შეზღუდვით. მოხდება ისეთი სისტემების რიცხვის ზრდა, რომლებიც გარედან ჰაერს იღებენ, ფილტრავენ, აღადგენენ მას და სახლის სივრცეში საჭიროებისამებრ მიაწვდიან. ეს სისტემები მუშაობენ ტრადიციული ვენტილაცია-გაგრილების სისტემებთან ერთად და ხელს უწყობენ სახლში ჯანსაღი გარემოს შექმნას.

“შილდას” შენობის პროექტი კახეთში როგორც “მწვანე არქიტექტურის” ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითი

არქიტექტორი დევიდ ეჯეი RIBA-ს ოქროს მედალის მფლობელი გახდა