საგურამოში, სულ რამდენიმე წუთის სავალზე თბილისიდან, მალე დასრულდება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, დაბალი განაშენიანების საცხოვრებელი პროექტი — სუბურბან საგურამო.
სუბურბანი, კოლიერსის დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი პროექტების სერიაა, რომელიც ქალაქგარეთ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ვითარდება. ამ ეტაპზე პროექტები ორ ლოკაციაზეა წარმოდგენილი — ლისსა და საგურამოში.
სუბურბან საგურამოში სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და პროექტის დასრულება 2025 წლის ივნისში იგეგმება. საგურამოში იქმნება ახალი საცხოვრებელი უბანი, რომელიც აერთიანებს არა მარტო სააგარაკე გარემოსა და ურბანული ცხოვრების სტილს, არამედ ინფრასტრუქტურულ ელემენტებს, რომლებიც იშვიათად გვხვდება ქალაქგარეთ მდებარე პროექტებში.
სუბურბან საგურამოში დაგხვდებათ:
- მოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი სივრცეები და ცენტრალური პარკი
- თითოეულ მიწის ნაკვეთამდე მიყვანილი კომუნიკაციების სრული პაკეტი
- IPF სტანდარტების მიხედვით შექმნილი ჩოგბურთის კორტი
- მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც მოიცავს:
- Co-working ზონას, Juice bar-სა და ორანჟერეას, პანორამული ხედით კავკასიონზე.
სუბურბან საგურამოში შეგიძლიათ შეიძინოთ სრულად უზრუნველყოფილი მიწის ნაკვეთი და ინდივიდუალურად დააპროექტოთ თქვენი სახლი — წინასწარ განსაზღვრული არქიტექტურული წესების დაცვით, რომლებიც უბნის ერთიანი იერსახის შესანარჩუნებლად არის დადგენილი.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://suburban.ge/
საკონტაქტო ნომერი: +995 577 30 89 89