ქალაქში ახალი ბილბორდები გამოჩნდა გზავნილით – „თბილისი იზრდება“, რაც ახალი, ინოვაციური დეველოპერული პროექტის, „თბილისის აკრების“ პირველი კამპანიაა. კამპანიის მთავარი გზავნილი გულისხმობს, რომ პროექტის ფარგლებში, ქალაქი სწორი და ჯანსაღი მიმართულებით განვითარდება. ამას განაპირობებს ორი ფაქტორი: ამ უბნის სწორი დაგეგმარება და მისი სრული ფუნქციურობა, რაც ქალაქში დატვირთვას ანაწილებს.
„თბილისის აკრები“ არ შენდება უკვე დასახლებულ და გადატვირთულ არეალებში, არამედ ითვისებს ახალ ტერიტორიას ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, ცენტრალურ უბნებს, ვაკესა და საბურთალოს შორის. ამ გზით, მოხდება ქალაქის დატვირთვის დეცენტრალიზაცია და გადანაწილება, რაც შექმნის შესაძლებლობას, შემცირდეს გადაადგილება ქალაქის სხვა უბნებში. ამასთანავე, სპეციალურად ამ უბანში მისასვლელად, იგეგმება ახალი გზის მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს უბნის მარტივ ინტეგრაციას ქალაქის ინფრასტრუქტურაში.
„კამპანიის შექმნისას, მთავარი აქცენტი გაკეთდა თბილისის მაცხოვრებლებზე, რადგან „თბილისის აკრების“ მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა და სოციალური სივრცეები ქმნის ახალი მიზიდულობის ცენტრს თბილისში, არა მარტო უბნის მაცხოვრებლებისთვის, არამედ მთელი ქალაქისთვის“, – აცხადებს „ანაგი ქოლაბის“ გენერალური დირექტორი – თამარ გაფრინდაშვილი.
კამპანიის ფარგლებში, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზას, რომელიც ამასთანავე, „თბილისის აკრების“ ცენტრალური ქუჩაა, სახელს თბილისის მაცხოვრებლები შეურჩევენ. „თბილისი იზრდება“ – კამპანიის ფარგლებში, ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, ვებ-გვერდის საშუალებით – https://tbilisiacres. ge – სახელი დაარქვან ქუჩას. თბილისის მაცხოვრებლების მიერ ქუჩის სახელის შერჩევა იქნება პირველი სიმბოლური ქმედება, რასაც „თბილისის აკრები“ მომხმარებელთან მჭიდრო კავშირის დასამყარებლად განახორციელებს.
„ეს არის ახალი სტანდარტი უძრავი ქონების სექტორში, რომლის მიხედვით დეველოპერული პროექტი პირდაპირ დიალოგში შედის საზოგადოებასთან. „თბილისის აკრები“ ინოვაციურია საკუთარი მწვანე მიდგომითაც. პროექტი ინარჩუნებს ტერიტორიის პირველად იერსახეს, რაც ნიშნავს, რომ არქიტექტურა ერგება ადგილობრივ გარემოს, და არა პირიქით, განაშენიანება მხოლოდ
15%-ია, ხოლო 85% ბუნებრივ, მწვანე საფარს უკავია. ეს კიდევ ერთ უნიკალურობას სძენს პროექტს, რადგან მსგავსი განაშენიანების პროპორცია ქალაქში არ არსებობს,“ – აცხადებს „ანაგი ქოლაბის“ გენერალური დირექტორი – თამარ გაფრინდაშვილი.
დღეს, „თბილისის აკრები“ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პროექტია საინვესტიციოდ, რადგან მდებარეობს ბიზნეს და კულტურული ცენტრების გასაყარზე, ორ ყველაზე მოთხოვნად და პრესტიჟულ უბანს შორის და ქმნის ახალი მიზიდულობის ცენტრს ქალაქში. ცხოვრების ახალი მოდელი, პრესტიჟულობა, ინოვაციურობა და გრძელვადიანი ხედვა, „თბილისის აკრებს“ ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე გონივრულ ინვესტიციად აპოზიციონირებს.
პროექტს წარმოგიდგენთ „ანაგის“ შვილობილი კომპანია – „ანაგი ქოლაბი“, რომელიც ინვესტორებსა და დეველოპერებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ კომპლექსურ სერვისებს სთავაზობს და მიზნად ისახავს ინოვაციური და მდგრადი პროექტების ხელშეწყობით, სექტორის ახალ საფეხურზე აყვანას, რაც იმის პირობაა, რომ პროექტის თავდაპირველი ჩანაფიქრი და სახე არასდროს შეიცვლება.
„თბილისის აკრები“ ქალაქის განვითარების ახალი საფეხურია, რომელიც მოიაზრებს ქალაქის მაცხოვრებლების მაქსიმალურ ჩართულობას და ამ კამპანიით საზოგადოებას მოუწოდებს ჩაერთოს ახალი უბნის ქუჩის სახელის მოფიქრებაში.
[R]