Reimagine the Ride – ახალი გამოცდილება ავტოსერვისში და ბრენდის ისტორიაზე დაფუძნებული კონცეფცია „თეგეტამ“ ინსპირაციის წყაროდ აქცია და მანქანის მფლობელებს ინოვაციური მომსახურება შესთავაზა. საქმე საბურავების უბანს ეხება, რომელიც მხოლოდ ტექნიკური მომსახურების ადგილი აღარ არის. მომხმარებელი სხვადასხვა ბრენდის საავტომობილო პროდუქტებს და სერვისს, თანამედროვე დანადგარებით, კონცეპტუალურ გარემოში იღებს. საბოლოოდ კი, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი საავტომობილო მომსახურება ინტერაქციულ სივრცედ გარდაიქმნება.
კომპანიის ახალ ხედვაზე საუბრისას „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი, თეონა კოხოძე ამბობს, რომ მიზანი ტრადიციული მიდგომის შეცვლა და მომხმარებელთან მეტი ემოციური კავშირის დამყარება იყო.
დავიწყეთ იმ იდეით, რომ მომხმარებლისთვის შეგვექმნა ისეთი სივრცე, სადაც მხოლოდ სერვისს ან პროდუქტს კი არ ვთავაზობთ, არამედ საინტერესო, განსხვავებულ გამოცდილებასაც. გვსურდა, მათთვის შეგვექმნა გამოცდილება, რომელიც დაამახსოვრდებოდა. ასე გაჩნდა კონცეფცია, რომელიც ტრადიციული ავტოსერვისის მიდგომას ცვლის და გარდაიქმნება მულტიფუნქციურ შოურუმად. ახალი ჰიბრიდული მოდელი აერთიანებს სერვისს, დიზაინს, ინოვაციასა და ბრენდის ისტორიას.
პროექტის რეალიზაციაზე ვიმუშავეთ არქიტექტურულ სტუდია Material Editors-თან ერთად, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც დიზაინის მიმართულებით, ისე კონცეფციის ვიზუალურ თარგმნაში. მასთან თანამშრომლობამ დაგვარწმუნა, რომ ჩვენი ხედვა ტრადიციული ავტოსერვისის გარდაქმნის შესახებაისახა არა მხოლოდ შინაარსობრივად, არამედ სივრცობრივადაც.
რას აერთიანებს ახალი სივრცე და რისი ნახვა შეუძლია მომხმარებელს საავტომობილო მომსახურების მიღების პარალელურად?
გარემო ვიზუალურად ძალიან ჰგავს თანამედროვე საექსპოზიციო სივრცეს – მინიმალისტური და ინდუსტრიული ინტერიერის დიზაინში ძირითადად გამოყენებული გვაქვს მეტალისა და შუშის ფაქტურები, ნეიტრალური და თბილი განათებით. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სერვისის მოლოდინის დროს დაათვალიეროს საგამოფენო ზონები, სადაც წარმოდგენილია ჩვენი ბრენდების პროდუქტები და აქსესუარები. მომხმარებლებს ასევე ექნებათ წვდომა „თეგეტას“ ექსკლუზიურ მერჩზე, რომელიც შეიქმნა სპეციალურად ამ კონცეფციისთვის ქართველი არტისტების მონაწილეობით. ეს თანამშრომლობა განსაკუთრებულია იმით, რომ აერთიანებს ქართულ ვიზუალურ ხელოვნებასა და ავტომობილის მოყვარულთა კულტურას.
მერჩის კოლექციაში შეხვდებით მაისურებს, ქუდებს, ქურთუკებსა და სხვა ნივთებს, რომლებზეც გამოყენებულია სპეციალურად შექმნილი ილუსტრაციები და ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია უშუალოდ ამ სივრცეში, როგორც მომხმარებლის გამოცდილების ნაწილი. ასევე, ამავე სივრცეში დაილონჩება „თეგეტას“ ახალი პროექტი, Podcast by Tegeta, რომელიც ავტოკულტურაზე, ისტორიებსა და ადამიანებზე მოგვითხრობს. ის შინაარსობრივად შოურუმის კონცეფციის გაგრძელებაა. ამ ეტაპზე ვმუშაობთ პოდკასტის ვიზუალურ იდენტობაზე. სეტ დიზაინში ყურადღებას ვაქცევთ თითოეულ დეტალს: განათებას, ფერს, ტექსტურას, მასალებს, რათა ორგანულად ჩაჯდეს მთლიან გარემოში და იყოს გამორჩეული, ცოცხალი გარემო.
მომხმარებელს სივრცეში დახვდება პრემიუმ ბრენდების პროდუქტებიც. რას ეფუძნება ეს გადაწყვეტილება?
სივრცეში წარმოდგენილი იქნება როგორც პრემიუმ სეგმენტის ბრენდები, ასევე პროდუქტები, რომლებიც სხვადასხვა ბიუჯეტსა და საჭიროებაზეა მორგებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ჰქონდეს რეალური არჩევანი არა მხოლოდ ფასის, არამედ ღირებულების, ხარისხისა და მიზნობრიობის მიხედვით.
„თეგეტა“ საქართველოში პირველია, ვინც ასეთ ინოვაციური სივრცე შესთავაზა მომხმარებელს, თუმცა ევროპასა და ამერიკაში არსებობს ანალოგები. გვითხარით მეტი საერთაშორისო გამოცდილებაზე.
„თეგეტა“ ნამდვილად პირველია საქართველოში, ვინც ავტოსერვისის გარემოს ასეთი კონცეფციით წარადგენს, სადაც ტექნიკური მომსახურება მხოლოდ პროცესის ნაწილი კი არა, მომხმარებლისთვის შექმნილი სრულფასოვანი გამოცდილებაა. ამ მიმართულებით საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია Porsche Experience Center, სადაც სერვისი არ სრულდება ლოგისტიკით — ბრენდი იწყებს მომხმარებელთან ახალ ურთიერთობას და ამყარებს მასთან ემოციურ კავშირს.
ეს პროექტი თეგეტასთვის ბევრად მეტია, ვიდრე სივრცის დიზაინი ან ახალი სერვისის მოდელი — ეს არის ბრენდის განვითარების ლოგიკური და სტრატეგიული გაგრძელება. ჩვენი მიზანია, სერვისის გარდა, მომხმარებელს დამატებითი ღირებულებები შევთავაზოთ: გარემო, სადაც კომფორტი, ინფორმაციულობა და ბრენდთან კავშირი თანაბრად მნიშვნელოვანია.
კონცეპტუალური შოურუმი „თეგეტას„ მულტიფუნქციურ სერვისცენტრში მოეწყო, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩის №6-ში მდებარეობს. ჰიბრიდული სივრცე, სადაც საბურავების ახალი უბანია განთავსებული ამერიკული Hunter-ის უახლესი თაობის დანადგარებით არის აღჭურვილი.
ფოტოკრედიტი: ლუიზა ჩალათაშვილი
[პარტნიორის კონტენტი]