in ,

THE WALL design studio-ს მიერ შესრულებული სამუშაო სივრცის დიზაინი თბილისში

Banner M2
Banner M2

ამ ოფისზე მუშაობის პროცესში პროექტის ავტორებისთვის მთავარ გამოწვევას პატარა ფართის ოპტიმალურად დაგეგმარება წარმოადგენდა. მცირე ზომის სივრცეში უნდა მოხერხებულიყო ნათელი, კომფორტული და მშვიდი სამუშაო გარემოს შექმნა.

როგორც დიზაინერი აღნიშნავს, დამკვეთმა მისი ბევრი ექსპერიმენტული იდეა გაიზიარა (რაც საკმაოდ დიდი ფუფუნებაა ამ დარგის სპეციალისტებისთვის), ამ ყველაფერმა კი საკმაოდ საინტერესო შედეგი გამოიღო.

იმის გათვალისწინებით, რომ ფერი და განათება ძალიან დიდ როლს თამაშობს სამუშაო გარემოში თანამშრომლების პროდუქტიულობის კუთხით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ოფისის კონტრასტულ ფერებში გადაწყვეტასთან დაკავშირებით. ფერები შეირჩა კომპანიის ბრენდ-ბუქის მიხედვით. შესაბამისად, სამუშაო სივრცეში ჭარბადაა გამოყენებული ყვითელი და წითელი, რომლებიც დაბალანსებულია თეთრი, სადა მაგიდებითა და ქოთნებით. მშვიდი და ორგანული გარემოს ეფექტი მიღწეულია გამწვანებით. თეთრი კედლის გასანეიტრალებლად კი მასში ჩასმულია განათებები, რომლებიც პატარა სამუშაო სივრცის აღქმას ზრდის.

სათათბირო ოთახის მაგიდა გარშემორტყმულია ფერადი სკამებით, რაც ხელს უწყობს მკაცრი საოფისე სტილის განეიტრალებას. აქვეა მოსასვენებელი კუთხე, რომლის არსებობა ნებისმიერ სამუშაო გარემოშია აუცილებელი.

პროექტის ავტორი: რუსუდან თუმანიშვილი

დიზაინ სტუდია: THE WALL design studio

ფოტოგრაფი: Billy Bilikhodze Photography

ტური კარა და პოპი დელევინების ფერად ლოს-ანჯელესის სახლში

5 რჩევა სასტუმრო ოთახისთვის ძვირადღირებული ელფერის მისაცემად