in

ტური კარა და პოპი დელევინების ფერად ლოს-ანჯელესის სახლში

კარა და პოპი დელევინების ცხოვრება ერთ მომიხბლვლელ, საინტერესო ფილმს ჰგავს – ორი ლონდონელი და, რომლებიც ერთდროულად მოდელებიც არიან და მსახიობებიც, ერთად ცხოვრობენ მზიან ლოს-ანჯელესში, ერთ-ერთ ყველაზე ექსტრავაგანტულ და განსხვავებულ სახლში, რომელიც ასეთი ახალგაზრდა ადამიანების გემოვნებას, ერთი შეხედვით, სულაც არ ერგება.

Banner M2
Banner M2

a girl playing pinball and another girl sitting in a hanging chair

a pink and green living room

„ლოს-ანჯელესი მარტოსული ქალაქია. ძალიან უნდა შეეცადო, რომ ხალხს დაუკავშირდე. ჩვენ აქ ხშირად ჩამოვდიოდით ცალ-ცალკე, ამიტომ გადავწყვიტეთ, ერთად გვეცხოვრა და ჩვენი ბავშვობის ოცნებებისთვის ფრთა შეგვესხა,“- ამბობს კარა. აღსანიშნავია, რომ პოპი დელევინი დაოჯახებულია – მისი ქმარი, ბრიტანული ავიაციის თანამშრომელი, ჯეიმს ქუკი, დებთან ერთად ცხოვრობს.

a white room with marble backdrop

a banana leaf print with fun patterns on the sink and toilet

დელევინების სახლის რენოვაციასა და მათი უნიკალური გემოვნების ინტერიერში გადმოტანაზე არქიტექტორმა ნიკოლო ბინიმ იმუშავა. სახლი 1950-იანებშია აგებული, ჩუმ ქუჩაზე მდებარეობს, თუმცა ცენტრალური შენობაა, რაც მას ძალიან გამოარჩევს – დები აქ წყნარად ცხოვრობენ, ხალხის თვალისგან მოშორებით. ბინის თქმით, დების ინტერესებიდან გამომდინარე, სურდა, მათთვის ჭეშმარიტად კალიფორნიული სახლი შეექმნა – ბოჰემური, ბევერლი ჰილზის, პატარა მეხიკოსა და სერფინგის ესთეტიკის დეტალებით გაჟღენთილი.  ბუნებრივია, ინტერიერის დიდი ნაწილი ბრიტანეთს უნდა დათმობოდა, ვინაიდან ინგლისელ დებს თავიანთი სამშობლო „ერთი ხელის გაწვდენაზე“ ჰქონოდათ.

შედეგად, დელევინების სახლი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია, რაც გვინახავს. მათი სახლის სასადილო ოთახი ზურმუხტისფერია და მაიმუნის ფორმის ჭაღი ამშვენებს, სასტუმრო ოთახში მწვანე-ვარდისფერ ავეჯს შეხვდებით. მთელ ინტერიერს გასდევს მცენარეული შპალერი, იქნება ეს პალმის ფოთლები თუ ბანანის, მაროკოდან ჩამოტანილი სააბაზანოს ნიჟარები და ა.შ…

a green room with blue stools

დების განსხვავებული გემოვნების შემჩნევა ყველაზე კარგად მათი პირადი საძინებელი ოთახების მაგალითზე შეიძლება. პოპის საოცნებო, სინათლით გაჟღენთილი ოთახის კედლები დე გურნეს ხელით მოხატული შპალერითაა გაფორმებული, რომლებზეც ხეებსა და ლიანებზე მორბენალი მაიმუნები და ტუკანებია გამოსახული. მეტი კომფორტულობისთვის პოპიმ აქაურობას მოროკოში შეძენილი ხალიჩები, ურბილესი ნაჭრები და ბაცი ვარდისფერი და ლურჯი ტონები შემატა.

a bright blue wallpaper with printed trees drawn on

კარას ოთახი რადიკალურად განსხვავებულია და მეოცე საუკუნის ჯენტლმენთა კლუბს ჰგავს. აქ ისეთი ექსცენტრული დეტალები გვხვდება, როგორიცაა ბრუნვადი, 3,5 მეტრის სიგრძის საწოლი, რომელიც სარკეებიან პლატფორმაზეა მოთავსებული. საძინებელთან კარამ თავისი პირადი კლუბი მოაწყო, რომელიც ხმაგაუმტარია და მეგობრებთან ერთად სხვების შეუწუხებლად გართობის საშუალებას იძლევა. აქ გვხვდება ე.წ. “სტრიპტიზის ბოძი”, სარკეებიანი ჭერი, დისკოს განათებები და მკერდმოშიშვლებული ქალების ხავერდის ნახატები.

a funky bedroom with dark accents and fabric panels

a wrap around couch with a pole in the middle

დებს საკუთარი ბარიც აქვთ, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ნებისმიერ დროს შეიძლება ამ უცხო ინტერიერის დიზაინის კუთხით სარგებლობა. საინტერესოა მათი სტუმრებისთვის განკუთვნილი საძინებელი ოთახის დიზაინიც – კარას ჩანაფიქრის მიხედვით, აქ ორსართულიანი საწოლები გვხვდება.

a bar cart

bamboo chairs on a wooden deck

ფოტოგრაფი:  Trevor Tondro

ბრაზილიური Courtyard house M.A – Studio AFS-ის პროექტი

THE WALL design studio-ს მიერ შესრულებული სამუშაო სივრცის დიზაინი თბილისში