in

ტური ჯესიკა ალბას ლოს-ანჯელესურ ნავსაყუდელში

ჯესიკა ალბა ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე და ცნობილი ვარსვკლავია, რომელიც რამდენიმე წელია  მშვიდ ცხოვრებას მისდევს და ეკრანებზე გამოჩენის ნაცვლად საკუთარი ბიზნესის, ეკომეგობრული მეგაბრენდის, The Honest Co.-ს განვითარებაზე მუშაობს. ჯესიკას და მის ქმარს, ქეშ ოურენს, სამი შვილი ჰყავთ – 12 წლის ონორი, 10 წლის ჰავენი და 4 წლის ჰაიესი. წყვილს დიდი ხანი სურდა ისეთი სახლის შეძენა, რომელიც უფრო სივრცული და თავისუფალი იქნებოდა და ბავშვების განვითარებისთვის იდეალურ გარემოს შექმნიდა.

Banner M2
Banner M2

ჯესიკამ და ქეშმა თავიანთთვის ზედგამოჭრილ სახლს ლოს-ანჯელესში მიაკვლიეს და მიუხედავად იმისა, რომ ის რენოვაციას საჭიროებდა, მალევე შეიძინეს. როგორც ჯესიკა აღნიშნავს, მან და მისმა მეუღლემ იცოდნენ, რომ მათ მომავალ ინტერიერზე დიდ გავლენას იქონიებდა ფრანგული ესთეტიკა, ვინაიდან ქეშის დედა პროვანსში ცხოვრობს და ალბაც ფრანგული კულტურის მოყვარულია. ამასთან ერთად, წყვილს ძალიან მოსწონდა ელენ დეჯენერესისა და მისი ცოლის, პორშა დე როსის ბევერლი ჰილზში მდებარე სახლის ინტერიერი, ამიტომ იმ დიზაინერებს დაუკავშირდნენ, რომლებმაც ელენის სახლის რენოვაციაზე იმუშავეს.

a bedroom in grey with linen

დედა-შვილი, კეტლინ და ტომი კლემენტსები, ჰოლივუდის ცნობადი სახეების სახლებზე მუშაობის დიდი სტაჟის მქონე ინტერიერის დიზაინერები არიან. ჯესიკა ალბას სახლის დიზაინზე მუშაობისას მათ ყოველკვირეული შეხვედრები ჰქონდათ, რომელთა მიზანი წყვილის სურვილების, გემოვნების და პრეფერენციების დადგენა იყო. ტომი კლემენტსის თქმით, ჯესიკას ძალიან უნდოდა ორგანული მასალების, ბუნებრივი ძაფისა და ნაჭრების, კანაფის ტექსტურის, დამუშავებული ხის ინტეგრირება ინტერიერში, რაც გასაკვირი არაა, ვინაიდან მისი კომპანია სწორედ ბუნებრივი მასალების განვითარებასა და პოპულარიზაციაზე ზრუნავს.

two people walking by the side of a pool

a family sitting around a couch

რენოვაციას 18 თვე დასჭირდა. ოჯახური დროის გასატარებლად საჭირო სივრცე ინტერიერის დიზაინერებმა პირველ სართულზე გამონახეს, აქ არსებული კედლები მოარღვიეს და სასტუმრო ოთახი სამზარეულოსთან გააერთიანეს, მოაშორეს ბარი, რომელიც დიდ ფართს იკავებდა და ეს ადგილი სათავსოებისთვის გამოიყენეს. სივრცეს მინის კედელი აქვს, საიდანაც ლოს-ანჯელესის შთამბეჭდავი ხედი იშლება. ალბასთვის სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ოთახია მთელ სახლში, ამიტომ მის განახლებას სერიოზულად მიუდგა და მისთვის საჭირო ყველა ავეჯი და ტექნიკა საკუთარი ხელით აარჩია.

a dining room with a long wooden table and two plants under three hanging pendant lights

ტომი კლემენტსის თქმით, ალბა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კლიენტი აღმოჩნდა, რადგან ჰოლივუდის ვარსკვლავების უმეტესობისგან განსხვავებით, მას ფულის უაზროდ, უთავბოლოდ დახარჯვა სიამოვნებას არ ანიჭებს – მისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რაში იხარჯება მისი შრომით გამომუშავებული თანხა. მაგალითად, სახლის რენოვაციაზე მომუშავე კომპანიამ მას სამრეცხაო ოთახის იატაკის მოპირკეთების $70,000-იანი გეგმა შესთავაზა, რომელიც მსახიობმა მაშინვე უარყო და ალტერნატიული გეგმა შეადგინა. მისი გადაწყვეტილების მიხედვით, ამ ოთახს დღესდღეობით ვინტაჟური იტალიური კირქვის ნაცვლად ნაკლებად პრეტენზიული იატაკი ამშვენებს.

two plush chairs flank a coffee table in front of a tall plant

ფრანგული ესთეტიკა სახლის ყოველ ნაწილში შეგვიძლია შევამჩნიოთ, მაგალითად, ტერასებზე მე-19 საუკუნის ფრანგული მაგიდა და მე-18 საუკუნის შვედური სკამები იწონებენ თავს, სასტუმრო ოთახში პიერ ჟანერეს ავეჯს ვხვდებით, წყვილის საძინებელ ოთახში განთავსებული სააბაზანო მარმარილოს და ხის ნაზავშია ჩაფლული.

a kitchen table surrounded with chairs over a striped rug

a bathroom with marble walls and a soaking tub

ალბასა და უორენისთვის ყველაზე მთავარი ბავშვებისთვის თავისუფალი, ბუნებრივი სივრცის გამონახვა იყო, რათა ისინი თავიანთ ოთახებში არ ჩაკეტილიყვნენ და ერთმანეთთან თუ ბუნებასთან კავშირი არ დაერღვიათ. ამ სურვილის გამო ოჯახის უდიდესი ეზო აუზით, გასართობი საქანელებით და სხვა უამრავი დეტალითაა გამორჩეული.

two cushy chairs in front of a red and white painting

ფოტოგრაფი: Stephen Kent Johnson

წყარო: Architectural Digest

3 გავრცელებული მითი შეკიდული უნიტაზების შესახებ

იდეა, როგორც კოსმოსი და “გადარჩენის არქიტექტურა” – ინტერვიუ ზურაბ საფარელთან