in

ტური მაილი საირუსის სარისკო დიზაინის მქონე ლოს-ანჯელესის სახლში

Banner M2
Banner M2

მაილი საირუსი თანამედროვე პოპ კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახეა – ახალგაზრდა ვარსკვლავი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ბავშვობიდან მოექცა, მაშინ, როდესაც ჰანა მონტანას საკულტო როლი მოირგო. საირუსი დღესდღეობით ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, სახლში, რომლის ინტერიერის დიზაინზე მისმა დედამ, ტიშ საირუსმა და მეტ სანდერსმა იზრუნეს და პროცესში ბევრი სარისკო გადაწყვეტილება მიიღეს.

kitchen Miley Cyrus

dining room Miley Cyrus

მაილი საირუსმა ეს სახლი სულ რაღაც ერთი წლის წინ შეიძინა. შენობას ექვსი საძინებელი ოთახი და შვიდი სააბაზანო გააჩნია და ჯამში 630 კვადრატულ მეტრს მოიცავს. ტიშ საირუსისა და მეტ სანდერსის უნიკალური ხედვისა და დაუღალავი შრომის შედეგად სახლის ინტერიერის დიზაინი ამ მოკლე დროის განმავლობაში სრულიად შეიცვალა და სახასიათო, მაილის ცხოვრების სტილისა და გემოვნების ზედმიწევნით ამსახველი გახდა.

Miley Cyrus

Bedroom Miley Cyrus Furniture Lamp Table Lamp Indoors Room and Rug

„ძალიან მომწონს, როცა სახლში შესვლისთანავე ხვდები, ვინ ცხოვრობს აქ, როგორი ადამიანია ის და რა უყვარს მას. მაილის იმდენად კარგად ვიცნობ, რომ შევძელი, მის სახლში ამ მიზნისთვის მიმეღწია“, – აცხადებს ტიშ საირუსი, რომელიც მაილის დედობისა და ინტერიერის დიზაინერობის გარდა, უკვე 16 წელია, მისი მენეჯერის როლსაც ითავსებს. „ჩემი საკუთარი სახლი ნეიტრალურ ფერებშია გადაწყვეტილი და ბოჰო სტილს ერგება, თუმცა მაილის შემთხვევაში ჩემი პირადი გემოვნება უკანა ფლანგზე უნდა გადამეწია და ინტერიერში უნდა შემეტანა ბევრი მკვეთრი ტონი, როკ ენ როლი“.

music studio Miley Cyrus

bathroom Miley Cyrus

Miley Cyrus glam room Furniture Couch Living Room Indoors Room Interior Design Table and Cushion

მაილის 1950-იანების სახლის ექსტერიერი სრულიად შავადაა შეღებილი. მის კონტროვერსულ, კალეიდოსკოპური ვიზუალური ეფექტის მქონე ინტერიერში ყურადღებას იქცევს Ettore Sottsass-ის წიგნების თარო, პირის ფორმის სკამი, რომელიც ენას ამოძრავებს, ხელოვანი ბრაიან რობლსის (Brian Robles) მიერ შექმნილი ფსიქოდელიური ჭერი, ჯანკარლო ზემას (Giancarlo Zema) საოცარი ნამუშევარი – სკამი „Anemone”, ტაკაში მურაკამის ნახატი, გულა იონსდოტირის (Gulla Jonsdottit) მაგიდა „Puzzle” და სხვა უამრავი აქსესუარი, რომლებიც მაილის მაქსიმალიზმისკენ მიდრეკილებას სრულიად ასახავს.

Miley Cyrus

სახლის თითოეული ოთახი უნიკალური შტრიხით გამოირჩევა. მაილის მთავარი სააბაზანოს კედელზე ანრი მატისის ნახატი, Blue Nude III გვხვდება. მაკიაჟის ოთახის კედლებს გუჩის ვეფხვებიანი შპალერი, ცხენის ფაფრის სანათები, მარმარილოს კოსმეტიკის მაგიდა და 1970-იანების თითბრისა და მურანოს მინისგან დამზადებული სარკე და Isla-ს ელეგანტური ონკანი ამშვენებს.

მაილის პოპულარობიდან გამომდინარე, მისი ცხოვრების დეტალები საზოგადოებისთვის მალე ხდება ცნობილი და, როგორც თვითონ ამბობს, ძალიან უჭირს პირადი სივრცის შენარჩუნება, რომელიც მისთვის ასეთი მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, მაილისთვის მნიშვნელოვანია საკუთარ სახლში ისეთი სივრცის ქონა, სადაც დასვენებას და დეტოქსიკაციას შეძლებს და არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ სულიერ ჯანმრთელობაზე იზრუნებს. ამ მიზნის მისაღწევად მის ლოს-ანჯელესურ სახლში გვხვდება სავარჯიშო დარბაზი და სპა, რომელიც მაილის უტას შტატში გატარებული შთამბეჭდავი და მშვიდი დღეებითაა შთაგონებული.

Miley Cyrus bathroom bathtub

ტიშ საირუსმა და მეტ სანდერსმა სახლის ექსტერიერზეც იზრუნეს. მათი თქმით, ეზოს დიზაინის შექმნისას სურდათ, რომ ეს სივრცე ძვირადღირებულ სასტუმროს დამსგავსებოდა. აქ გვხვდება ცეცხლის კერა, რომელიც შავადაა შეღებილი და მუქი ფერის ქვაფენილი. შეზლონგები, რომლებიც ექსტერიერს ნამდვილად ხუთვარსკვლავიან სასტუმროს ამსგავსებენ, Design Within Reach-ის ხელწერითაა შექმნილი. ტექის ხისგან დამზადებული სკამები Teak Warehouse-ს ეკუთვნის, ალუმინის ბარის სკამები კი – RH-ს.

Outdoors Garden Arbour Flagstone Nature and Yard

Miley Cyrus

დედა-შვილის საყვარელი სივრცე სასტუმრო ოთახია, რომელიც იმდენად კომფორტული, მისტიკური და დრამატულია, რომ შესაძლოა, სტუმრებს მისი დატოვება არასდროს მოუნდეთ. ოთახში გვხვდება მონუმენტური Blackman Cruz-ის ფოლადის ჭაღი, Lawson Fenning-ის ყავის მაგიდა და Lawrence of La Brea-ს საოცარი ხალიჩა, რომელიც სივრცეს შინაურულს, მყუდროს ხდის.

საერთო ჯამში, მოგვწონს თუ არა მაილი საირუსის ეს ექსცენტრული სახლი, გვერდს ვერ ავუვლით იმ ზეგავლენას, რომელსაც ის მის დამთვალიერებლებზე ახდენს. ტიშ საირუსისა და მეტ სანდერსის მიერ შექმნილი დიზაინი ჭეშმარიტად უცხო, პირადული, ინტიმური და გამორჩეულია, რის გამოც საირუსის სახლმა უკვე გამოიწვია აღფრთოვანება მსოფლიოს ინტერიერის დიზაინის მოყვარულთა წრეებში.

Miley Cyrus Tish Cyrus Mat Sanders
მაილი საირუსი, ტიშ საირუსი და მეტ სანდერსი

ფოტოგრაფი: Jenna Peffley

რა უნდა გავითვალისწინოთ სახლის დეკორის შესახებ მანამ, სანამ 30 წლის გავხდებით

სახლი მალტაში, რომელიც თანამედროვე ოჯახის ცხოვრების სტილს ასახავს