in

სახლი მალტაში, რომელიც თანამედროვე ოჯახის ცხოვრების სტილს ასახავს

მრავალი კაფეს, რესტორნის, ბარისა და სასტუმროს შემდეგ, არქიტექტურისა და დიზაინის სტუდიის DAAA Haus-ის კრეატიულმა დირექტორმა, Keith Pilow-მ სულ ახლახან საკუთარ სახლზე მუშაობა დაასრულა. ეს სახლი, მისი წარმოდგენით, თანამედროვე ოჯახის ცხოვრების სტილს ასახავს.

Banner M2
Banner M2

280 კვ/მ მასშტაბის სახლი მალტაში, წმინდა ჟულიენის ურბანულ სანაპიროზე მდებარეობს. სახლი შედგება 3 საძინებლისგან, 3 სველი წერტილისგან, ღია სამზარეულოსგან, სასადილო და მისაღები ოთახებისგან და მცირე ბაღისგან, რომელსაც თან აუზი ახლავს.

საერთო შეფასებით, დიზაინი მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი. შეიძლება ითქვას, რომ მასში იაპონური გავლენა იგრძნობა და, ამავდროულად, სახლი გაწყობილია ცნობილი იტალიური ბრენდებით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ავეჯის უმეტესობა მუქი ფერისაა მაშინ, როცა კედლები ღია, ნეიტრალურ ფერშია გადაწყვეტილი.

დიზაინერის მთავარ იდეას წარმოადგენდა სახლი, რომელსაც ექნებოდა მშვიდი განწყობა. სახლს უნდა შეექმნა იმიტაცია, რომ მაცხოვრებლები აზიურ, წყნარ სასტუმროში იმყოფებიან.

არქიტექტურული და დიზაინ სტუდია: DAAA Haus

ფოტო: Brian Grech

ტური მაილი საირუსის სარისკო დიზაინის მქონე ლოს-ანჯელესის სახლში

ბინა ფალიაშვილის ქუჩაზე – ახალგაზრდა მეპატრონის მიერ შექმნილი ინტერიერი