in

ტური ჯიჯი ჰადიდის ნიუ-იორკულ პენტჰაუსში

Banner M2
Banner M2

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და ცნობილი მოდელი, ჯიჯი ჰადიდი მოდის გარდა ინტერიერის დიზაინის სიყვარულითაც გამოირჩევა. მასთან დაახლოებული პირები ხშირად აღნიშნავენ, რომ ჯიჯისთვის ოჯახური ყოფა და ყველაფერი, რაც მას უკავშირდება, განსაკუთრებით კი სახლი, ძალიან მნიშვნელოვანია.

2020 წელს ჯიჯის მის პარტნიორთან, მომღერალ ზეინ მალიკთან ერთად ქალიშვილი შეეძინა და პატარას პირველი თვეების სტრესულ გარემოში გატარებისგან თავის ასარიდებლად, ოჯახმა თვითიზოლაციის ერთი წელიწადი პენსილვანიის შტატში, ფერმაში გაატარა. ეს დრო ჰადიდმა თავისი ნიუ-იორკული პენტჰაუსის რენოვაციისა და ახლებური გემოვნებისთვის მოსარგებად გამოიყენა.

ბინის ინტერიერის ყოველი დეტალი გაჯერებულია ჰადიდის ხასიათისა და პიროვნების ელემენტებით. მთელი ბინა ეკლექტურია – აქ შევხდებით ხელნაკეთ ნივთებს და ხელოვნების შედევრებს, აქსესუარებად ქცეულ თხილამურებს, ჟურნალების გარეკანებსა და სხვა უამრავ თვალწარმტაც ელემენტს, რომლებიც საერთო ჯამში ბინას ჭეშმარიტად ნიუ-იორკულ ელფერს სძენენ.

ჰადიდის ფერად ბინაში ოსტინ ვაინერისა და იმონ ჰარინგტონის ნამუშევრებს შევხვდებით, რომლებიც თავიანთი მრავალფეროვანი ხელოვნებით იდეალურად ერგებიან ფერმის სტილის სამზარეულოს, სასტუმროს სპას მსგავს სააბაზანოსა და კომფორტულ, თუმცა ამავე დროს საოცრად გლამურულ სასტუმრო ოთახს.

ჯიჯი საკმაოდ ყურადღებას აქცევს საკუთარი პირადი სივრცის დაცვას, ამიტომ მის ბინაზე პროფესიონალ გადამღებ ჯგუფს წვდომა ჯერ არ ჰქონია. სწორედ ამიტომ, სტატიაში მოცემული ფოტოები თავად სუპერმოდელის გადაღებულია.

ჭავჭავაძის 31-ში DOMUS-ის განსხვავებული კონცეფციის მქონე პროექტი აშენდება

რამხელა შეიძლება იყოს მინიმალური ზომის ტუალეტი – Homeis.ge-ს რემონტის გიდი