in

ბრაზილიური Courtyard house M.A – Studio AFS-ის პროექტი

2018 წელს განხორციელებული პროექტი Courtyard house M.A ბრაზილიაში მდებარეობს და Studio AFS-ის მიერაა შესრულებული. ტერიტორია შენობის აგებამდე სამკუთხედი ფორმის იყო და მას არათანაბარი ნიადაგი გამოარჩევდა. აქვე ყვაოდა ხე, რომელიც ადგილობრივ ლანდშაფტს უნიკალურს და საუცხოოს ხდიდა –  ეს ყველაფერი არქიტექტორებმა პროექტირების პროცესში ზედმიწევნით გაითვალისწინეს და მაქსიმალურად შეეცადნენ, ისეთი შენობა შეექმნათ, რომელიც ბრაზილიურ ბუნებას პატივს მიაგებდა, ჰარმონიულ პეიზაჟს შექმნიდა მასთან მიმართებით და სახლის მფლობელებს იდეალურ ხედს შესთავაზებდა.

Courtyard house M.A. / Studio AFS,© Estúdio São Paulo - Guilherme Marcato

სახლი ოთხსართულიანია, რომელთაგან თითოეულს განსხვავებული სიმაღლე აქვს. პირველ სართულზე საოჯახო ოთახია განთავსებული. ამ დიდი მოცულობის მქონე მშვიდ ოთახში ოჯახის წევრები თავისუფალი დროის უდიდეს ნაწილს ატარებენ. პირველ სართულზე საინტერესო დეტალი გვხვდება – არქიტექტორებს ნიადაგის პირვანდელი, უსწორმასწორო სახის დაზიანება არ სურდათ, ამიტომ შენობა აზიდულია მცირე ზომის ბოძებით და მიწას არ ეხება.

დანარჩენ სართულებზე სახლის მფლობელთა პირადი ოფისი, საძინებლები, ტერასა და ხედით ტკობიბისთვის განკუთვნილი სივრცეები გვხვდება. ავტოფარეხი და სათავსო-საკუჭნაოები სახლის გარეთაა განთავსებული. შენობის კონსტრუქცია რამდენიმე მასალის შერევითაა მიღებული. არქიტექტორებმა არჩევანი ძირითადად მეტალის სისტემებსა და მინაზე შეაჩერეს, ბეტონსა და კერამიკის აგურებთან ერთად. ამ მასალების წყალობით მათ მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია მაქსიმალურად აითვისეს, დანახარჯები კი მაქსიმალურად შეამცირეს ისეთი დახვეწილი და თანამედროვე პროექტის კვალობაზე, როგორიცაა Courtyard house M.A.

Courtyard house M.A. / Studio AFS,© Estúdio São Paulo - Guilherme Marcato

მეტალის ბოძებისა და სვეტების სტრუქტურა სახლის იმ ნაწილებშია გამოყენებული, სადაც ფართო სივრცის შექმნა იყო განზრახული. თუმცა ზოგ ოთახში, მაგალითად – საძინებლებსა და სააბაზანოებში – კერამიკული აგური და ბეტონი იქცევს ყურადღებას.

სახლის ყოველი წერტილიდან მარტივად დაინახავთ ტყეს, ბალახსა და სუფთა ცას. არქიტექტორებმა მაქსიმალურად გამოიყენეს ლოკაციის უნიკალურობა და ინტერიერი მაქსიმალურად ინტეგრირებული გახადეს ბუნებასთან, რაც ასეთი იშვიათი ფუფუნებაა დღევანდელ სამყაროში. ამ მიზნის მისაღწევად სახლში მინის კედლები და ვიტრაჟებია დამონტაჟებული.

Courtyard house M.A. / Studio AFS,© Estúdio São Paulo - Guilherme Marcato

ვერანდა ბრაზილიური ხისგანაა აგებული, გარეთ მდებარე აუზს, რომლიდანაც შესაშური ხედი იშლება, სპა-ჰიდრომასაჟის ფუნქცია აქვს. პროექტს აგვირგვინებს ტერიტორიაზე არსებული, ხელუხლებლად დატოვებული ანგიკოს ხის ჩრდილში მდებარე გრძელი სკამი, საიდანაც შესაძლებელია მთელი სახლის, ეზოსა და აუზის დანახვა.

Courtyard house M.A. / Studio AFS,© Estúdio São Paulo - Guilherme Marcato

Courtyard house M.A. / Studio AFS,© Estúdio São Paulo - Guilherme Marcato

Courtyard house M.A. / Studio AFS,© Estúdio São Paulo - Guilherme Marcato

Courtyard house M.A. / Studio AFS,2nd Floor Plan

Courtyard house M.A. / Studio AFS,3rd Floor Plan

Courtyard house M.A. / Studio AFS,Section

არქიტექტურული ფოტოგრაფიის 10 მცნება – გიორგი მამასახლისის რჩევები

ტური კარა და პოპი დელევინების ფერად ლოს-ანჯელესის სახლში