in

არქიტექტურული ფოტოგრაფიის 10 მცნება – გიორგი მამასახლისის რჩევები

ფოტოგრაფია არქიტექტურაში ყველაფერია. ხარისხიანი ვიზუალური მასალა არქიტექტორს საშუალებას აძლევს საკუთარი პროექტის მთავარი იდეა წარმატებით მიიტანოს აუდიტორიამდე, ხოლო ფოტოების ავტორს კი გამოარჩევს კონკურენტებისგან და ხელს უწყობს მისი ცნობადობის გაზრდას. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, ფოტოგრაფირების მეთოდებიც იცვლება. სწორედ ამიტომ, ამ მხრივ მნიშვნელოვანია თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინება და დროისთვის ფეხის აწყობა.

აღნიშნულ თემაზე Homeis.ge გამორჩეულ ქართველ ფოტოგრაფს, უნიკალური ხელწერის მქონე პროფესიონალს, გიორგი მამასახლისს გაესაუბრა, რომელიც იმ 10 უმნიშვნელოვანეს რჩევას გვიზიარებს, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ფოტოგრაფმა არქიტექტურული ნამუშევრების გადაღებისას:

არქიტექტურა: Laboratory of Architecture #3; ფოტო: გიორგი მამასახლისი

1. სანამ გადაღებას დაიწყებ, გაერკვიე არქიტექტურაში. იქონიე ზოგადი წარმოდგენა ამ სფეროზე და როგორც მინიმუმ, განასხვავე მოდერნიზმი პოსტ მოდერნიზმისგან. შემდეგ კი კმაყოფილი სახით შეუდექი გადაღებას (p.s. ამ მხრივ ინტერნეტში ზღვა მასალაა).

არქიტექტურა: Laboratory of Architecture #3; ფოტო: გიორგი მამასახლისი
“ფაბრიკა”. არქიტექტურა: MUA – Architecture & Placemaking; ფოტო: გიორგი მამასახლისი

გაესაუბრე არქიტექტორს. მიუხედავად იმისა, რომ გადაღება შესაძლოა კონკრეტული სასტუმროს ან ქარხნის მფლობელმა დაგიკვეთოს, შენობის ავტორი არქიტექტორია და შენ უნდა იცოდე მისი ჩანაფიქრი.

2. მიაქციე ყურადღება განათებას. ერთიდაიგივე შენობა დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვანაირად გამოიყურება. გახსოვდეს, განათება ქმნის ფორმას და მოცულობას.

“ფაბრიკა”. არქიტექტურა: MUA – Architecture & Placemaking; ფოტო: გიორგი მამასახლისი
ყავის ქარხანა. “მეამა” არქიტექტურა: Giorgi Khmaladze Architects; ფოტო: გიორგი მამასახლისი

3. შეისწავლე გადასაღები შენობა. ჩაინიშნე ბლოკნოტში ან მობილურში თუ სად და როგორ ეცემა შუქი, რომელი ნათურაა გამოსაცვლელი ან იქნებ, რაიმე დეტალი აკლია და გადაღებამდე შეიძლება ამ პრობლემის გამოსწორება.

სასტუმრო The Grove Design Hotel. არქიტექტურა: Laboratory of Architecture #3; ფოტო: გიორგი მამასახლისი

4. გახსოვდეს, შენ იღებ გეომეტრიულ ფორმას, რომელსაც ავტორი ჰყავს, არ დააუშნოვო ის (არც ფორმა, არც ფერი, არც განათება!).

ქუთაისის აეროპორტი. არქიტექტურა: UNStudio; ფოტო: გიორგი მამასახლისი
ლაზიკის იუსტიციის სახლი. არქიტექტურა: Architects of Invention; ფოტო: გიორგი მამასახლისი

5. არქიტექტურა ადამიანისთვის იქმნება, ამიტომ კადრში ადამიანების ჩართვა არ დაგავიწყდეს.

არქიტექტურა: Laboratory of Architecture #3; ფოტო: გიორგი მამასახლისი
არქიტექტურა: Giorgi Khmaladze Architects; ფოტო: გიორგი მამასახლისი

6. მთლიანობის გადაღებისას (საერთო ხედი), დეტალები არ გამოგრჩეს (მსხვილი ხედი).

“ფაბრიკა”. არქიტექტურა: MUA – Architecture & Placemaking; ფოტო: გიორგი მამასახლისი

7. HDR-ის გამოყენება გოიმობაა. თუმცა, თუ მაინც გიწევს, ფრთხილად გამოიყენე, აქ გოიმი ხომ არავინაა!

“ფაბრიკა”. არქიტექტურა: MUA – Architecture & Placemaking; ფოტო: გიორგი მამასახლისი

8. მკვეთრი ობიექტივი, კარგი შტატივი და ვატერპასი შენი გუნდის წევრები უნდა გახდნენ.

ყავის ქარხანა “მეამა”. არქიტექტურა: Giorgi Khmaladze Architects; ფოტო: გიორგი მამასახლისი

9. გადაღების დასრულების შემდეგ დამკვეთს ყველა ფოტო არ აჩვენო, არავინ უშვებს უცხოს საკუთარ სამზარეულოში. საუკეთესო 20 ან 30 ფოტო მოამზადე, სადაც შენი ფავორიტებიც შევა.

ქუთაისის აეროპორტი. არქიტექტურა: UNStudio; ფოტო: გიორგი მამასახლისი

10. არ დაგავიწყდეს, რომ ფოტოგრაფი ხარ, თანაც გამორჩეული. შესაბამისად, ინდივიდუალიზმი და ხელწერა არ დაკარგო, თან ისე, რომ არქიტექტორი არ დაჩრდილო.

აბა, შენ იცი!

სასტუმრო The Grove Design Hotel. არქიტექტურა: Laboratory of Architecture #3; ფოტო: გიორგი მამასახლისი
ქუთაისის აეროპორტი. არქიტექტურა: UNStudio; ფოტო: გიორგი მამასახლისი
არქიტექტურა: Architects of Invention; ფოტო: გიორგი მამასახლისი

გარეკანის ფოტო: მარი ნაკანი

 

 

რემონტის შეცდომები: ქეთი სიჭინავას გამოცდილება

ბრაზილიური Courtyard house M.A – Studio AFS-ის პროექტი