in

5 რჩევა სასტუმრო ოთახისთვის ძვირადღირებული ელფერის მისაცემად

უდავოა, ყველას გვინდა, რომ ჩევნი სახლის ცენტრალური, სასტუმრო ოთახები მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ და ჩვენც გვსიამოვნებდეს მასში დროის გატარება. სამწუხაროდ, მცირე ბიუჯეტის ქონის შემთხვევაში ეს ამოცანა საკმაოდ რთულად შესასრულებელია. მიუხედავად ამისა, კარგი გემოვნებითა და ჭკვიანური მიდგომით აუცილებლად შეძლებთ თქვენი სასტუმრო ოთახისთვის ძვირადღირებული ვიზუალის მინიჭებას, რისთვისაც ჩვენ 5 რჩევა მოგიმზადეთ :

  1. კონცენტრირდით განათებებზე

კარგი განათება ნებისმიერ ოთახს ერთიორად მდიდრულად წარმოაჩენს, ამიტომ მაქსიმალურად შეეცადეთ, სასტუმრო ოთახი სახლის იმ ნაწილში განათავსოთ, სადაც ყველაზე მეტი ფანჯარაა. ბუნებრივი განათების გარდა, რაც უფრო მეტ სტრატეგიულად განლაგებულ სანათს შეარჩევთ ოთახისთვის, მით უკეთესი – ცნობილი ადამიანების მრავალათასიან ინტერიერებში ყოველთვის შეამჩნევთ კედლებზე, ჭერზე, მაგიდებსა და იატაკებზე არსებულ უამრავ სანათს, რომლებიც ოთახების ყველაზე გამორჩეულ დეტალს წარმოადგენენ.

  1. გამოიყენეთ დარაბები

დარაბები ბევრს დრომოჭმულ ინტერიერის ელემენტად ეჩვენება, თუმცა რეალურად, ისინი სიმდიდრისა და ფუფუნების ერთგვარ მანიშნებლად შეიძლება ჩაითვალოს. ევროპული სტილის დარაბები ყველაზე თანამედროვე სასტუმრო ოთახებსაც კი აქცევს მთელი სახლის ყველაზე აქცენტირებულ სივრცედ, თან მათი გამოყენებით თავიდან აირიდებთ ფარდების საჭიროებას, რომლებსაც ტრადიციულად რამდენიმე ფენად ვათავსებთ და მეტ ხარჯსაც ვწევთ.

  1. არ თქვათ უარი ხალიჩებზე

ხალიჩა ინტერიერის კიდევ ერთი დეტალია, რომელზეც 21-ე საუკუნემ თითქოს უარი გვათქმევინა. დიზაინერების აზრით, ხალიჩა არასდროსაა ზედმეტი – ნებისმიერი ტიპის ბინისთვის შეიძლება იდეალურად შესაფერისი ხალიჩის არჩევა, რომელიც თქვენი სურვილის მიხედვით ან ხაზს გაუსვამს, ან დაფარავს იატაკს. ხალიჩა ოთახს მდიდრულ ფერთა პალიტრას, სასიამოვნო ტექსტურასა და სითბოს მატებს.

  1. წინა ფლანგზე წამოწიეთ რაიმე სახასიათო შტრიხი

Asian Style Interiors Spliced With Sumptuous Deep Green And Teal Accents

ეს შეიძლება იყოს კონკრეტული აქსესუარი, ბუხარი ან ავეჯი, რომელიც ფორმით ან ფერით მაშინვე თვალში მოგვხვდება – ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას ამ რჩევის გათვალისწინებით თქვენს სასტუმრო ოთახს მოდურს გახდით.

  1. შემატეთ ინტერიერს ხელოვნების ნიმუშები

სახლის ხელოვნების ნიმუშებით გამდიდრების გაგონებისას ბევრს თვალწინ წარმოუდგება ძალიან ძვირადღირებული ნახატები თუ ბიუსტები, თუმცა რეალურად, შესაძლებელია სასტუმრო ოთახს ბიუჯეტურად მივანიჭოთ მდიდრული ვიზუალი. დიზაინერების რჩევით, კედლების ზემდეტად გადატვირთვას ჯობია 3-5 ხელოვნების ნიმუშით მორთოთ სასტუმრო ოთახი. ამობეჭდეთ თქვენი საყვარელი ნახატები ან ფოტოები, გააფორმეთ ჩარჩოებით და შეურჩიეთ მათ შესაფერისი ადგილი – ამ გზით თქვენს ინტერიერს ბევრად დახვეწილი სახე მიეცემა.

THE WALL design studio-ს მიერ შესრულებული სამუშაო სივრცის დიზაინი თბილისში

Ark-shelter-ის დაპროექტებული სასტუმრო სლოვაკეთში