in ,

Highland Residence Tabakhmela – თანამედროვე ეკოსისტემის ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე

ქართული უძრავი ქონების ბაზარზე ახალი და ამბიციური საცხოვრებელი პროექტი იძენს ფორმას — ჰაილენდ რეზიდენს ტაბახმელა. ეს არის ადგილი, რომელიც თანამედროვეობასა და ბუნებას შორის შექმნილი ბალანსით ცვლის ცხოვრების სტანდარტს და ქმნის სივრცეს მათთვის, ვინც ირჩევს ცხოვრებას ახალ სიმაღლეზე — როგორც პირდაპირ, ისე ფიგურალურად.

Highland Residence Tabakhmela-ს მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი მდებარეობს სოფელ ტაბახმელაში, თბილისის პრესტიჟულ სააგარაკე ზონაში, ისტორიულ ფერდობზე, სადაც თვალწარმტაცი პანორამული ხედები იშლება. პროექტი მოიცავს 50 ჰექტარ ფართობს და წარმოადგენს მრავალფუნქციურ საცხოვრებელ და დასასვენებელ კომპლექსს, რომელიც აერთიანებს:

  • 160-ამდე მიწის ნაკვეთს
  • 14 კლუბური ტიპის 4-სართულიან საცხოვრებელ ბლოკს
  • საბავშვო ბაღს
  • სარეკრეაციო სივრცეებსა და გამწვანებულ ზონებს
  • სპორტულ მოედნებს
  • თანამედროვე სავარჯიშო დარბაზს
  • რესტორანს
  • ღონისძიებების სივრცეებს
  • კომერციულ ზონას

ჰაილენდ რეზიდენსის მთავარი გზავნილი — „იცხოვრე ახალ სიმაღლეზე“ — არა მხოლოდ ლოკაციის სიმაღლეს, არამედ ცხოვრების ხარისხის ამაღლებას, ადამიანზე ზრუნვასა და თანამედროვე კომფორტზე მიანიშნებს. პროექტის კონცეფცია ეფუძნება იდეას, შევქმნათ ექსკლუზიური, დახვეწილი და ჯანსაღ ცხოვრებაზე ორიენტირებული საცხოვრებელი გარემო ბუნების სიმშვიდეში, ლამაზი ხედებით, თუმცა ურბანულ ცხოვრებასთან ახლოს, რომელიც დაამკვიდრებს თბილისის გარეუბანში სრულყოფილი ცხოვრების ახალ სტანდარტს.

იცხოვრე ახალ სიმაღლეზე — დააგროვე მომავალი ისტორიები გარემოში, რომელიც მათ ქმნის.

[R]

სამზარეულოს კუნძული ინტერიერში – 5 საინტერესო პროექტი თბილისიდან

ერთ-სართულიანი სახლი შიდა ბაღით – Wii Design Studio-ს პროექტი დიღომში